in ,

ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები

1. ერთხელ ჰემინგუეი დანაძლევდა, რომ დაწერდა მოთხრობას, რომელიც იქნებოდა მხოლოდ 4 სიტყვისგან შედგენილი და შეძლებდა ნებისმიერი მკითხველის მოზიდვას. მან მოიგო სანაძლეო: „იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი“

2. ფედერიკ ბრაუნმა შექმნა უმოკლესი საშინელი ისტორია: „დედამიწის უკანასკნელი ადამიანი იჯდა ოთახში. კარზე დააკაკუნეს…“

3. ო. ჰენრიმ გაიმარჯვა ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში. მის მოთხრობას აქვს ყველა შემადგენელი, რაც ტრადიციულს – კვანძი, კულმინაცია და კვანძის გახსნა: „მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და დაიხარა ბენზოავზსთან რომ ენახა რამდენი ბენზინი დარჩა. გარდაცვლილი იყო 23 წლის“.

4. ინგლისელებმაც მოაწყვეს ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსი. მაგრამ კონკურსის პირობების მიხედვით, მოთხრობებში მოხსენიებული უნდა ყოფილიყო  ღმერთი, დედოფალი, სექსი და საიდუმლო. პირველი ადგილი მიანიჭეს ასეთი მოთხრობის ავტორს: „ო ღმერთო, – დაიყვირა დედოფალმა – მე ფეხმძიმედ ვარ და არ ვიცი ვისგან!“

5. ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიების კონკრუსში გაიმარჯვა ერთმა მოხუცმა ფრანგმა ქალმა, რომელმაც დაწერა: „ადრე მე მქონდა სწორი სახე და დაჭმუჭნილი კაბა, ახლა პირიქით“.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

5 გაკვეთილი, რომლის სწავლაც შესაძლებელია ბუნებისგან

როგორები არიან ბედნიერი ადამიანები