in ,

ყავის ჭიქები და ბედნიერების საიდუმლო

პრესტიჟული უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები, რომლებმაც გააკეთეს არაჩვეულებრივი კარიერა და მიაღწიეს წარმატებას, მივიდნენ სტუმრად თავის მოხუც პროფესორთან. საუბრის დროს ახალგაზრდები წუწუნებდნენ თავიანთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე და სირთულეებზე სამსახურში.

პროფესორმა მათ ყავა შესთავაზა, გავიდა სამზარეულოში და გამოიტანა ლანგარზე დალაგებული ჩაიდანი და ყავით სავსე ჭიქები: სხვადასხვა ზომის, ფორმის, ზოგი ფაიფურის, ძალიან ლამაზი, ძვირფასი და ძველებური, ზოგი მინის, ჩვეულებრივი, ზოგი კი პლასტმასის, ძალიან უბრალო და ულამაზო.

როცა ახალგაზრდებმა გაინაწილეს ჭიქები, პროფესორმა თქვა:

— მიაქციეთ ყურადღება, ყველაზე ძვირფასი და ლამაზი ჭიქები ყველაზე ადრე გაინაწილეთ, მაშინ როცა უბრალო და იაფიანი ჭიქები დარჩა. ეს ბუნებრივია თქვენთვის – გინდოდეთ საუკეთესო, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს არის საფუძველი თქვენი ყველა პრობლემისა და სტრესის. თქვენ გსურთ დალიოთ ყავა და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ ჭიქაში იქნება ის ჩასხმული. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ჭიქა არანაირად არ ხდის ყავის გემოს უკეთესს ან პირიქით. მაგრამ თქვენ გაცნობიერებულად ირჩევთ საუკეთესო ჭიქას და შემდეგ კარგად აკვირდებით ვის როგორი შეხვდა, თქვენზე უკეთესი ხომ არა… ბრაზდებით კიდევაც, თუ ყველას ვერ დაასწარით და საუკეთესო სხვას შეხვდა.

ახლა კი დაფიქრდით: ცხოვრება – ეს არის ყავა, ხოლო სამსახური, ფული, მდგომარეობა, საზოგადოება – ეს ჭიქებია. ის, თუ რომელ ჭიქას ავირჩევთ, არ ცვლის ჩვენთვის ცხოვრებას და არც მის ხარისხს აუმჯობესებს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები კონცენტრაციას აკეთებენ მხოლოდ ჭიქაზე და ვერ ასწრებენ ისიამოვნონ თვითონ ყავის გემოთი.

ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან არა ისინი, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ, არამედ ისინი, რომლებიც იმისგან, რაც აქვთ, იღებენ საუკეთესოს.

ჯუნა სანიკიძე

Written by ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

ადამიანებზე ზემოქმედების 20 ხერხი

10 რჩევა: როგორ მოვიზიდოთ წარმატება