ყალბი ბედნიერება

ყალბი ბედნიერება

“ფეისბუქზე” თავის წარმოჩენა და რეალობის შეცვლა? ის, რომ ადამიანებს მომხიბვლელი პროფილები აქვთ, სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ისინი რეალურად ბედნიერები არიან. ჩვენთან გულწრფელობა როდის შემოვა მოდაში?

ბედნიერების ძიებაში ადამიანები იცვლიან ავტომობილებს, ყიდულობენ ბოლო მოდელის ტელეფონს, სამკაულს, საათს და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ დახვეწილ გემოვნებას. ნივთების ფლობით გულს ითბობენ, ამ დროს თვითშეფასებაც მატულობს და მაღლდები საკუთარ თავში. ეს ყველაფერი მით უფრო უცნაურია, როდესაც ყველაფერი კრედიტითაა შეძენილი, თავიანთი არარსებული სტატუსის შესანარჩუნებლად მზად არიან ფული იხადონ ანუ ადამიანები ყალბი ბედნიერების დევნაში კრედიტზე “ჯდებიან”. მათ უჭირთ ნამდვილი ფასეულობების ყალბისგან განსხვავება.

ხსენებული სტატუსის ხაზგასმის მიზნით, სოციალურ ქსელში მალევე ხდება სელფებისა და სხვადასხვა შინაარსის ფოტოების აფიშირება. ადამიანების ერთი კატეგორია ქსელს იყენებს თავისი მოსაზრებებისა და საინტერესო მოვლენების გასაზიარებლად, რაც სოციალიზირებული ადამიანის ნორმალური ქცევაა. მეორე კატეგორია, მთელ დროს უთმობს სხვისი სურათებისა და პოსტების თვალიერებას. სწორედ ასეთი კატეგორია მიდრეკილია დეპრესიისა და მარტოობისკენ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ყველა სხვას აეწყო ცხოვრება და ყველა სხვა მასზე ბედნიერია. ზოგს გულს უთბობს სერთიფიკატების თვლა და გამომზეურება, ზოგიც საქმიანი შეხვედრებით იწონებს თავს, ზოგიც ასე თუ ისე ცნობილ ადამიანებთან ხელის ჩამორთმევით ამაყობს, ზოგიც ახალი კაბით ეიფელის კოშკთან პოზირებს, ზოგიც ტირამისუს მიირთმევს ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში და სურვილი აქვს ჩვენც გაგვიზიაროს მისი გემო. სურვილი თავი წარმოაჩინო მხოლოდ კარგი მხრიდან და არ გამოიყურებოდე სხვებზე უარესად. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ვირტუალურად ცხოვრების შელამაზებით დაკავებული ადამიანი თანდათან სცილდება რეალობას. დახარჯო ნახევარი დღე წარმატებული სურათის საგულდაგულოდ დამუშავებაში და მერე დაითვალო “ლაიქების” რაოდენობა? თითქმის დარწუნებული ვარ მოსახლეობის უმრალესობა არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით “ფეისბუკმა” თავისი სელფ თუ სხვა ფობიებით საკუთარი თავი ამოწურა.

სოციალური ქსელის აქტიური მოხმარება ხელს უწყობს ადამიანების დაშორებასაც. ვირტუალური მეგობრები ანაცვლებენ რეალურ მეგობრებს, რომლებიც სტატისტიკის მიხედვით თანამედროვე ადამიანს უფრო და უფრო ნაკლები ჰყავს.

როდესაც ადამიანი ორიენტირებულია ბედნიერების იმ სტანდარტებზე, რომელსაც საზოგადოება თავს ახვევს, ხშირ შემთხვევაში ის ყალბ ბედნიერებას იღებს. ჭეშმარიტი ბედნიერება ყველა ადამიანს უნიკალური აქვს. ზოგიერთისთვის ბედნიერება თვითრეალიზაციაა, ზოგისთვის-ოჯახი, ზოგისთვის ფული და კარიერა, ზოგისთვის წვიმის წკაპაწკუპი, ხშირ შემთხვევაში კი დროის სხვადასხვა დროს ყველა ადამიანს სხვადასხვა უნიკალური ბედნიერებები აქვს. შეიძლება ბედნიერება ცხოვრების პროცესია აწმყოში და არა რაღაც კონკრეტული შედეგი. ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით. ეძებე ბედნიერება საკუთარ გულში: თუ ის იქ არ არის, მაშ, ვერსად იპოვი. ნეტავ თქვენთვის რა არის ბედნიერება?

ვირტუალურს არა, მე ვირჩევ ნამდვილ ადამიანებს და ნამდვილ ბედნიერებას, თქვენ?

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

აი ეს არის რესტორანი! არ მოიწყენ შეკვეთის მოლოდინში

როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კლიენტების მოზიდვა? ალბათ ფიქრობთ, რომ ყველას iPhone 6 უნდა აჩუქოთ, რაც რესტორნის მშაობას კი არ გაზრდის, მის დახურვას გამოიწვევს. მაგრამ, როგორც მინიმუმ, არსებობს საშუალება, რომელსაც

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული

ბევრს წერენ მამაკაცებზე, რომლებიც არ აფასებენ თავაიანთ მეორე ნახევრებს და სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგმა კაცმა მართლა არ იცის პატივისცემის გამოხატვა ქალის მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი ქცევის

ცხოვრების გასამარტივებელი ლიმიტები

ითვლება, რომ ნებისმიერი შეზღუდვა ართულებს ჩვენს ცხოვრებას, რამდენადაც ისინი გვართმევენ ძვირფას თავისუფლებას. მაგრამ ყველა წესში არის გამონაკლისი. თქვენს წინაშეა ლიმიტები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ: 1. დროის ლიმიტი პრობლემის მოსაგვარებლად როცა რამე გაწუხებთ,

წარმატებული ქალის 15 ოქროს წესი

1. შეისწავლეთ ბედნიერება ქალი, რომელიც შეისწავლის ბედნიერებას – ძლიერი მაგნიტია მამაკაცებისთვის! დამტკიცებულია, რომ თუ «შეისწავლით» ბედნიერ ღიმილს, შედიხარ აუცილებელ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ რეალურ ბედნიერებას იწვევს. 2. დღე და ღამ ნუ

ონლაინ სესხები დოკუმენტების გარეშე – ისარგებლე საუკეთესო შეთავაზებით

თანამედროვე სამყაროში ხშირად ჩნდება მოულოდნელი ფინანსური პრობლემები, რომლის მოსაგვარებლად საჭიროა დამატებითი ფინანსები. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, როდესაც ფული სასწრაფოდ გჭირდებათ? რომელ საკრედიტო კომპანიას უნდა მიმართოთ თანხის მისაღებად? ყოველდღიურად, უამრავი

ყველა დროის ყველაზე გონებამახვილი ადამიანის – ოსკარ უაილდის 25 ციტატა

ადამიანები არასოდეს შეწყვეტენ ზოგიერთი კლასიკოსის ციტირებას. ერთ-ერთი მათგანია – ოსკარ უაილდი. ესთეტი, ეპატაჟური მწერალი, საუკეთესო მთხრობელი და აფორიზმების ოსტატი, ის აოცებდა მკითხველს და თანამოსაუბრეებს აზრისთვის მოკლე, დასრულებული ფორმის მიცემის უანრით.