იგავი: ხმაურიანი ბავშვები

ერთ სოფელში ერთი მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. საღამოობით მის სახლთან ახლოს მისი მეზობელი პატარა ბიჭები თამაშობდნენ. როგორც წესი თამაშის დროს ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ, რაც ადრე თუ გვიან მოხუცს მობეზრდა. ერთ საღამოს მან დაიბარა ბავშვები თავის სახლში. უთხრა, რომ მოხარული იყო ყოველ საღამოს მათი თამაშით მასთან ასე ახლოს და შეპირდა, რომ თითოს მისცემდა 1 ლარს თუ ისინი ხვალაც მივიდოდნენ და კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ და ითამაშებდნენ.

რაღა თქმა უნდა ბავშვები მივიდნენ მეორე დღესაც, გახარებულები ორმაგი ენერგიით თამაშობდნენ და ხმაურიანად ერთობოდნენ. იმ საღამოს მათ მართლაც მიიღეს დაპირებული თანხა და თხოვნა, მოსულიყვნენ კიდევ.შემდეგ საღამოს ბავშვებმა მიიღეს უკვე 50 თეთრი 1 ლარის ნაცვლად, ხოლო მესამე საღამოს მხოლოდ 10 თეთრი. მოხუცმა კი უთხრა მათ, რომ მეტი ფული აღარ ჰქონდა და თხოვა, შემდეგში ეთამაშათ მის სახლთან ახლოს უფასოდ.

– რატომ უნდა დავკარგოთ უფასოდ ამდენი ენერგია? – გაუკვირდათ იმედგაცრუებულ და განაწყენებულ ბავშვებს და გამოაცხადეს, რომ საერთოდ აღარ მივიდოდნენ მოხუცის სახლთან ახლოს🙂

Report

ჯუნა სანიკიძე

ავტორი: ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

არამატერიალური მოტივაცია

ცხოვრების რიტმი: ექო