ფილოსოფიური ზღაპარი წყენის შესახებ

წყენა პატარა ცხოველია, ერთი შეხედვით უწყინარი, კარგი დამოკიდებულებისას თითქოს არავის ერჩის. თუ მას არ გააღიზიანებენ მშვენივრად გრძნობს თავს და არავის ეხება.

მისი დამორჩილების ყველა მცდელობა ცუდად სრულდება… ეს პატარა ცხოველი შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სხეულში ჩასახლდეს. ადამიანი ამას მაშინვე გრძნობს. იმ მოწყენილი ხდება.

მხეცუნა ადამიანს უყვირის: «მე შემთხვევით გავები მახეში! გამიშვი! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!» – მაგრამ ადამიანებმა დიდი ხაინია დაივიწყეს ცხოველების ენა. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწრაფად ივიწყებენ წყენას, სანამ ის პატარაა – ეს მასთან დამშვიდობების საუკეთესო საშუალებაა.

მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ წყენის დავიწყება. ისინი თავისად მიიჩნევენ წყენას და სულ თან დააქვთ ტვირთივით. მუდმივად მასზე ფიქრობენ, ზრუნავენ… მას კი მაინც არ მოსწონს ადამიანში ყოფნა.

ის ბრუნავს, გასასვლეს ეძებს, მაგრამ რამდენადაც მას ცუდი მხედველობა აქვს, გასასვლელს თავად ვერ პოულობს. აი ასეთი თავგზააბნეული მხეცუნაა. ადამიანი ხომ საერთოდ… ცოცხალი თავით არ უშვებს წყენას.

მხეცი კი მშიერია, ჭამა უნდება – ჰოდა აი, იწყებს კიდეც ნელ-ნელა იმის ჭამას, რასაც ნახულობს. ადამიანი გრძნობს ამას. ხან აქ ასტკივდება, ხან იქ… მაგრამ მაინც არ უშვებს წყენას, რადგან მიეჩვია მას. ის კი ჭამს და იზრდება… პოულობს რაიმე გემრიელს ადამიანის შიგნით, ჩაეჭიდება და ჭამს. ასეც ამბობენ: «წყენა ჭამს».

საბოლოდ მიეზრდება რამეს ადამიანის სხეულში და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება მისი ნაწილი. ადამიანი სუსტდება, ავად ხდება, წყენა კი შიგნიდან გაზრდას აგრძელებს… ადამიანმა უბრალოდ უნდა გაუშვას ის, რადგან წყენაც კარგად არის მის გარეშე და ადამიანისთვისაც წყენის გარეშე ცხოვრება ადვილია…

მორალი: წყენა — ეს სულიერი მდგომარეობაა. რეალურად ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტიელბას ნაწყენი ვიყოთ. როცა თქვენ შემდეგ ჯერზე გადაწყვეტთ, რომ განაწყენდეთ, დაფიქრდით: ასე სასიამოვნოა საკუთარი თავის შეცოდება? მტაცებელი ყოველთვის გრძნობს ვინ არის სუსტი და სწორედ მას ესხმის თავს. დაივიწყეთ და გათავისუფლდით წყენისგან, წავიდეს თავისთვის!