წყალბადზე მომუშავე პირველი ჩინური ავტომობილი GROVE, რომლის სვლის სიშორე  1000კმ-ია

წყალბადზე მომუშავე პირველი ჩინური ავტომობილი GROVE, რომლის სვლის სიშორე 1000კმ-ია

კომპანია Grove Hydrogen Automotive-მა პირველად წყალბადის ძრავზე მომუშავე ახალი, ძვირადღირებული ავტომობილი  წარადგინა ვუჰანში  გამართულ პრეზენტაციაზე.

ახლად შექმნილი ბრენდი Grove-ი არის ერთადერთი კომპანია ჩინეთში, რომელიც დაკავებულია ელექტრომობილების სერიული წარმოებით. 2025 წლისთვის ისინი გეგმავენ, რომ გახდნენ მსგავი ტიპის ავტომობილების წამყვანი მომწოდებლები.

კომპანიის ინჟინრები ამტკიცებენ  წყალბადის საწყვავის უპირატესობას, ეკოლოგიურობას და მაღალ ენერგოეფექტურობას. მწარმოებლების განცხადებით ახალი ,,მწავნე’’ ავტომობილის სვლის სიშორე სავსე ავზით გადააჭარბებს 1000კმ-ს.

,,თქვენი ყურადღების მიპყრობით Grove-ის ავტომობილის მიმართ, ჩვენ გაჩვენებთ არა მარტო ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებას, ასევე გთავაზობთ რომ გაიაროთ მეტი მანძილი ბევრად მცირე ენერგიის დახარჯვით, ჩვეულებრივ წყალბადზე მომუშავე ავტომობილთან შედარებით’’ – განაცხადა Grove Hydrogen Automotive Co Ltd-ის პრეზიდენტმა ჰაო იგუომ.

 

პროექტი წყალბადის ელემენტებზე მომუშავე მანქანებზე გამოჩნდა 2016-ის სექტემბერში ჩინეთში. მათი პირმშო იყო სპორტული Activity Vehicle, რომლის დემონსტრირება მოხდა ამავე წლის აპრილში შანხაიში გამართულ ავტოშოუზე. უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს ინოვაციურ-ტექნოლოგიურ პლატფორმაზე ახალი მოდელების  სერიის გამოშვებას.

Grove Hydrogen  ავტომობილი არის პოზიციონირებული როგორც პრესტიჟული და ინოვაციური მანქანა ისეთი მატერიალებით, როგორიცაა კარბონის კორპუსი, კომბინირებული ალტერნატიული მწვანე ენერგია, უნაკლო უსაფრთხოება და მდიდრული ფუნქციონალები. კარბონის კორპუსი, რომელიც გააჩნია Grove-ს, არის იგივე მასალა რაც გვხვდება კოსმოსურ ინდუტრიაში და პროფესიონალურ სარბოლო მანქანებში.

მანქანის კონცეფცია შემუშავდა ბარსელონაში Grove -ის დიზაინის ცენტრში კრისტოფერ რაიცის ხელმძღვანელობით, რომელიც ადრე მუშაობდა Fiat- ის, Volkswagen- ისა და Audi- ის დიზაინზე. რაიცი აღნიშნავს რომ Grove პროექტირებულია იდეალური ბალანსით მანქანის წინა და უკანა მხარეს, შესანიშნავად წარმოაჩნეს  საკუთარ თავს დიდ მანძილზე გადასაადგილებლად და  ცხადყოფს კომპანიის ვალდებულებას  ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის იდეაზე.

პირველი გამოცდა  Grove-ის  სერიოზულ მოდელზე მოხდება უახლოეს თვეებში, პირველი ავტომობილი  გამოვა საზოგადოებრივ გზებზე  წელსვე, ხოლო სერიული წარმოება დაიწყება 2020 წელს.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

ადამიანებს რომლებსაც სჯერათ, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა, ისინი ჰგვანან არარეალიზებულ შესაძლებლობებს. რეალურად კი ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობების ფართო არეალი, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი,

დონალდ ტრამპის წარმატების ისტორია

ბევრი ღარიბი ადამიანი ოცნებობს გამდიდრებაზე, თუმცა დონალდ ტრამპი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ის მდიდარ ოჯახში დაიბადა, მამამისი ფრედ ტრამპი – მილიონერი, სამშენებლო მაგნატი და ნიუ-იორკის წარმატებული მშენებელი იყო. მთელი ცხოვრების

ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი

 საკუთარი თავის, პროდუქტის ან კომპანიის «შესანიშნავ ხარისხში» პოზიციონირების 15 მეთოდი 1. რაც არ უნდა გააკეთოთ კლიენტისთვის, აკეთეთ ეს შემდეგი დევიზით: «თქვენს განკარგულებაში ვარ». გახსოვდეთ, რომ თქვენ კლიენტისთვის «სანდო მრჩეველი» ხართ

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და თქვენ შეიძლება ეშინოდეთ

ადამიანებს ეშინიათ თქვენი? შესაძლებელია ისინი თქვენში ძლიერ პიროვნებას ხედავენ. როცა ადამიანები ძლიერ პიროვნებას ხვდებიან, მათ უჭირთ გაერკვნენ რა ტიპის პიროვნებასთან აქვთ საქმე. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს იმისა, რომ ძლიერი პიროვნება ხართ,

13 ძალიან უბრალო ნივთი, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

ამ სტატიაში მოყვანილი მარტივი გამოგონებები, რომლებზეც სხვას არ უფიქრია, შემქმნელებისთვის მილიონების მომტანია, რომლებიც მათი წყალობით ზღაპრულად მდიდრები გახდნენ. თუმცა შრომა, როგორც ასეთი, ზოგჯერ საერთოდ არ ჩანს. ეს 13 რამ სწორედ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან