წიგნის კითხვის უპირატესობანი

წიგნის კითხვის უპირატესობანი

1. ავითარებს აზოვნებას
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წიგნის კითხვის – ეს არის ის დადებითი ეფექტი, რომლესაც ის ახდენს ჩვენს აზროვნებაზე. კითხვისას ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ, რათა გავიგოთ ამა თუ იმ იდეის მნიშვნელობა.

2. ხსნის სტრესს
თანამედროვე სამყაროში სტრესისგან თავის დაღწევა, ადამიანთა უმრავლესობის მთავარი საზრუნავია. ენის სიმდიდრე და რითმი ამშვიდებს ფსიქიკას, რაც ათავისუფლებს სხეულს სტრესისგან. განსაკუთრებით ეხმარება ფანტასტიკის ჟანრის წიგნის კითხვა ძილის წინ.

3. ამდიდრებს ლექსიკას

როდესაც კითხულობთ სხვადასხვა ჟანრის წიგნს, თქვენ გხვდებათ ისეთი სიტყვები, რომლებსაც არ იყენებთ ყოველდღიურ საუბრებში. თუკი რომელიმე სიტყვა თქვენთვის უცხო აღმოჩნდება არ არის აუცილებელი მისი მოძებნა გამნარტებით ლექსიკონში. ზოგჯერ ტერმინის მნიშვნელობის გაგება შესაძლებელია წინადადების კონტექსტის მიხედვით. ამ გზით წიგნების კითხვა გვეხმარება არამარტო ლექსიკის გაუმჯობესებაში, ასევე ცოდნის გაღრმავებაში.

4. გიცავთ ალცეიმერით დაავადებისგან

ბოლოდროინდელი კვლევევბის მიხედვით, წიგნის კითხვა ნამდვილად იცავს ტვინს დაავადებისგან. როდესაც კითხულობთ ტვინის აქტივობა იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე.

5. გმატებთ თავდაჯერებულობას

წიგნის კითხვა გხდით უფრო თავდაჯერებულს. როდესაც საუბრისას ვავლენთ კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ ცოდნას, ჩვენ უნებლიედ ვიქცევით უფრო დამაჯერებლად. გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნის გამოვლენა დადებითად მოქმედებს თვითშეფასებაზე.

6. გხდით უფრო შემოქმედებითს

კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ ერთდროულად რამოდენიმე კარგი იდეის მოფიქრება.სად შეგვიძლია მათი მიღება? წიგნებიდან. კითხვისას თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უამრავი იდეა, რომლებიც მოგვიანებით შეგიძლიათ განახორციელოთ ცხოვრებაში.

7. აუმჯობესებს ძილს

თუ თქვენ სისტემატიურად იკითხავთ ძილის წინ, ორგანიზმი მალე მიეჩვევა ამას და ეს გახდება გარკვეული მიმანიშნებელი სიგნალი ძილის მოახლოების. ამ გზით თქვენ არამხოლოდ გაიუმჯობესებთ ძილს, ასევე დილასაც კარგი განწყობით დაიწყებთ.

8. აუმჯობესებს ტვინის აქტივობას

კითხვისას, როგორც წესი მრავალ დეტალს წარმოვიდგენთ: პერსონაჟებს, მათ ტანსაცმელს,სხვადასხვა საგნებს. ასევე გვიწევს ბევრი რამის დამახსოვრება, რათა შევძლოთ აზრის გაგება. ამ გზით კითხვა ავარჯიშებს მეხსიერებას და ლოგიკას.

9. აუმჯობესებს კონცენტრაციას

კითხვისას გვიწევს მოვახდინოთ კონცენტრაცია ნაწარმოების შინაარსზე, გარე ფაქტორებზე ყურადღების გადატანის გარეშე.ეს უნარი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერ სხვა საქმიანობაშიც. ასევე კითხვა ავითარებს ობიექტურობას და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

იფიქრე როგორც მილიონერი, იმოქმედე როგორც მილიონერი!

1. სურვილი რაც არ უნდა გსურდეთ ამ ცხოვრებაში, თქვენ ეს უნდა ინატროთ, რომ მიიღოთ მიღწევის შანსი. მიზეზი, რატომაა ადამიანების უმეტესობა ცხოვრებისეულად უიღბლოა, იმაშია, რომ იმათ არააქვთ საკმარისი სურვილის ცეცხლი, რომ

გენიალური წერილი დედისგან

«ჩემო ბიჭო! თუ ახლა ამ ფურცელს კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც იქნა ინტერნეტი აღარ გაქვს. არ გაბედო პროვაიდერთან დარეკვა ან ბრაუზერის ხელსაწყოებში ქექვა. შენ შემდეგი რამ უნდა გააკეთო: გადი

ენდი რუნი: “ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მივხვდი რომ…”

1)… რაც უფრო ნაკლები დრო მაქვს მუშაობისთვის, მით უფრო მეტს ვასწრებ” 2)… როცა ბავშვი ჩემს ხელში იძინებს – ეს ყველაზე ემოციური შეგრძნებაა. 3)… იყო კეთილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო მართალი.

6 მარტივი და ეფექტური ხერხი პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის

შეყვარებული წყვილისთვის ადვილია აღფრთოვანებული განწყობით იყვნენ ერთმანეთის მიმართ. მათ არ აქვთ ფუნქციები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები ერთმანეთის და ოჯახის მიმართ. არ აქვთ საზრუნავი და ოჯახური კრიზისული მომენტები (ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობის მოგვარების საკითხი,

5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვფრების კრიტიკულად შეფასება! ისტორიები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება გვიან არასოდეს არ არის. ბევრი ადამიანი 30 წლის ასაკში იწყებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულად შეფასებას და ნანობენ,

6 მეთოდი პრობლემების გადაწყვეტის გასაუმჯობესებლად

1. კონცენტრირდით გადაწყვეტილებებზე და არა პრობლემაზე ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ტვინი ვერ პოულობს გადაწყვეტილებას, თუ თქვენ ჩაიციკლებით პრობლემაზე. ეს იმის გამო ხდება, რომ პრობლემაზე კონცენტრაცია კვებავს ნეგატივს, რომელიც თავის მხრივ ააქტიურებს