წარმატებული მეწარმეების 6 წესი

წარმატებული მეწარმეების 6 წესი

რა არის OODA და როგორ დაგეხმარებათ ის გახდეთ სტივ ჯობსზე წარმატებული.
ხუთი წლის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მასწავლებელი ემი უილკსონი იმყოფებოდა ნიუ-იორკში, დაბადების დღის წვეულებაზე. როცა მან მიმოიხედა, დამსწრე საზოგადოებაში აღმოაჩინა რამოდენიმე ძალიან ცნობილი მეწარმე. მათ შორის იყვნენ Google-ის, eBay-ის და Gilt Groupe-ის დამფუძნებლები.
ამ ყველაფერმა, იმ დროისთვის თეთრი სახლის სავაჭრო პალატის წევრი – უილკსონი დააფიქრა. მან დაიწყო იმის გაანალიზება, თუ რა გახდა ამ მეწარმეების წარმატების საწინდარი მაშინ, როცა ბევრმა კრახი განიცადა. უილკსონი ამბობს:
«მე გადავწყვიტე შემესწავლა ყელაზე წარმატებული მეწარმეები, რომ გამეერთიანებინა მათი საერთო ნიშნები».
ასე დაიწყო მისი კვლევითი ოდისეა: 200 ინტერვიუ წამყვან მეწარმეებთან, რომელბშიც შედიოდნენ LinkedIn-ის, Spanx-ის, Chipotle-ის და Airbnb-ის დამფუძნებლებიც.

ინტერვიუების დაახლოებით 10 ათასი გვერდის, 5 ათასზე მეტი საარქივო მასალის და 4 ათასი გვერდი აკადემიური კვლევების გაანალიზების შემდეგ უილკსონმა გამოყო 6 თვისება, რომლებიც აქვთ ყველა წარმატებულ ბიზნესმენს და დაწერა ამის თაობაზე წიგნი. ის აცხადებს, რომ წარმატებული მეწარმეები არიან «შემქმნელები», რომლებიც ამ ნიჭით კი არ დაიბადნენ, არამედ შეუპოვარი შრომით და ქვემოთ მოცემული 6 პრინციპის დაცვით აღწევენ წარმატებას.

1. მოძებნეთ შუალედები
სტივ ელისს უნდოდა გაეხსნა მექსიკური სწრაფი კვების რესტორანი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა ე.წ. “FastFood”-ის საწინააღმდეგო: კერძების შეკვეთით, რომლებიც დამზადებული იქნებოდა უმაღლესი ხარისხის პროდუქტით. 1993 წელს მან დააარსა Chipotle-ი, რითაც შექმნა რესტორნების ახალი კატეგორია — სასადილოები casual სტილში. შესაძლებლობების და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების დანახვის უნარი, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, ხოლო შემდეგ ინოვაციური მიდგომების მოძებნა ცარიელი ნიშის შესავსებად — არის ის, რაც გამოარჩევს ნოვატორ-მეწარმეებს სხვებისგან.
2. იქონიეთ წინსვლის მისწრაფება
როგორც სპორტული მანქანის პილოტი ახდენს ყურადღების მობილიზებას გზაზე და პარალელურად ცდილობს მოძებნოს კონკურენტებისთვის გზის ავლის მეთოდები, სწორედ ასე აკეთებენ წარმატებული მეწარმეებიც, ისინი ფოკუსირებულნი არიან მომავალზე, არ იციკლებიან საკუთარი «ზოლის» შეზღუდვებზე ან კონკურენტების პოზიციებზე. მაგალითად, “Chobani yogurt”-ის დამფუძნებელმა ჰამდი ულუკაიამ ხუთი წლის მანძილზე საკუთარი კომპანია ნულიდან დაიწყო და ახლა წლიური შემოსავალი 1 მლრდ დოლარი აქვს, რაც მომავალზე კონცენტრაციით გააკეთა. ამ ყველაფერში შედიოდა იოგურტის მწარმოებელი მომაკვდავი ქარხნის შეძენა, მაშინ, როცა ულუკაის მხოლოდ რამოდენიმე ათასი ნაღდი ფული ჰქონდა. დღეისათვის ბერძნული იოგურტის Chobani-ს გაყიდვები შეადგენს მთელს საბერძნეში გაყიდვაში არსებული იოგურტის თითქმის ნახევარს.
3. იმოძრავეთ OODA-ს კვნაძებით
სწრაფი კვების ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აშშ-ის სამხედრო შეიარაღებული ძალების მფრინავის მიერ კორეის ომის დროს, მაგრამ ის მეწარმეებსაც შეეფერება.
აბრევიატურა OODA(«observe-თვალყურის დევნება, orient-ორიენტაცია, decide-გადაწყვეტილება, Act-მოქმედება») — არის ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად ცვალებად გარემოებებში. კორეის ომის დროს ის შექმნა პოლკოვნიკმა ჯონ ბოიდმა – აშშ-ს სამხედრო შეიარაღებული ძალების მფრინავმა. ბიზნესმენისთვის ეს ნიშნავს საკუთარი წესების მუდმივ განახლებას და ერთი ციკლიდან მეორეზე სწრაფად გადასვლას. დევიდ საქსმა, PayPal-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა უილკსონს მოუთხრო, რომ მისი გუნდი ეძებნდა ახალ «ფანდებს», რომელბსაც კონკურენტები იგონებდნენ და ახდენდა მათ სწრაფ რეალიზებას. მაგალითად, როცა Dotbank.com-მა მოიგონა, რომ მათთვის, ვინც სერვისზე მეგობრებს დაარეგისტრირებდა, ბონუსად გაეცა $10, PayPal-მა უკვე ერთ კვირაში სწორედ ანალოგიური შეთავაზება გაუკეთა მომხმარებელს, ხოლო შემდეგ ახალ კლიენტებს კიდევ 10 დოლარი დაუმატა რეგისტრაციისთვის.
4. წააგე გონივრულად
უილკსონი ამბობს: «სტარტაპების სფეროში ძალიან ბევრი კერპთაყვანისმცემლობაა, მაგრამ ყველა ამ კერპმა განიცადა კრახი. ყველა, ვისაც შევხვდი ამაზე საუბრობს».
წარმატებულ მეწარმეებს ესმით, რომ კატასტროფული შეცდომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პატარა წარუმატებლობების სერია. ეს ადამიანები ახდენენ მცირედი რისკების სფეროში ტესტირებას, რაც იაფი საშუალებაა იმის გასარკვევად, რამდენად კარგად ჩაეშვება პროდუქტი ან იდეა. ზოგი კონცეფცია მუშაობს, ზოგი არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რეზულტატები შემქმნელებს ხდის უფრო ჭკვიანებს და ამტანებს.
5. გამოიყენეთ კოლექტიური გონება
სამეწარმეო წარმატება მოიცავს მრავალმხრივი ამოცანების გადაჭრას და მრავალფეროვანი გუნდის ერთობლივ ძალისხმევას. მისი წევრები ერთ იდეას მეორეზე აწყობენ და ეს იმ პრობლემების დაძლევის საშუალებას იძლევა, რომელსაც ეჯახება ბიზნესი.
6. გააკეთეთ პატარა საჩუქრები
მნიშვნელობა არ აქვს ეხება თუ არა ეს რეზუმეს გაგზავნას, პროგრამული კოდის რამოდენიმე წინადადების დაწერას, კოლეგისთვის კარგი შესაძლებლობების გადაცემას ან შეთავაზების წინადადების შედგენას — როცა თქვენ გასცემთ, ეს ყოველთვის მოგიტანთ კარგ ნაყოფს. უილკსონი ამბობს, რომ მეწარმეები, რომელბიც აწყობდნენ კარგ ურთიერთობებს, სთავაზობდნენ დახმარებას, შედეგად უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდათ: «ეს ჩემთვის სურპრიზი იყო. ასეთია ინფორმაციის სწრაფად გადაცემის შედეგი, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელის დახმარებით, რითაც ჩვენი რეპუტაცია ცნობილია 100%-ით. ეს გვაძლევს უკეთესად მოქცევის სტიმულს».
უილკსონი გააოცა იმ ფაქტმაც, რომ წარმატებული მეწარმეების უმეტესობა, რომელმაც კარგ შედეგებს მიაღწიეს, არ ჩერდებიან, პირიქით, აგრძელებენ ბრძოლას. ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები უბრალოდ აიგნორებენ სკეპტიკოსებს. უილკსონი ამბობს: ეს ადამიანები მუდმივად ქმნიან სიახლეს და წყვეტენ ახალ პრობლემებს. ისინი შეგუებულები არიან იმ ფაქტთან, რომ ერთ ადგილას ვერ გაჩერდებიან.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, პოლიცი არ არის და ხელფასი 1200 ევროა!

ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია. საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში.

პროდუქტის ანტირეკლამით გაპიარება

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება. და ძალიან კარგს? სჭირდება რა თქმა უნდა! და უფრო კარგს? სჭირდება! უფრო, უფრო კარგს? საუკეთესოს? სჭირდება და როგორ! რა უნდა ქნათ, თუ

9 თვისება, რომელიც თქვენ ცხოვრებას შეცვლის

1. ადრე ადგომა  ყველა წარმატებული ადამიანი „დილის ფრინველია“. არის რაღაც განსაკუთრებული ადრიანად ადგომაში. ეს არის დღის ის ნაწილი, როცა სამყაროს ჯერ კიდევ არ გაუღვიძია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი.

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?

1. «მენტალური საუზმე» დილით როცა იღვიძებთ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ? ის, რაზეც ჩვენ ყოველ დღე ვფიქრობთ გაღვიძებისას, რეალობად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში. თგავაზობთ საკუთარი თავი «კვებოთ» ვიტამინებით, რომელსაც “მენტალური საუზმე” ჰქვია.

შეცდომებზე სწავლობენ – M&M’s-ის ისტორიის მაგალითზე

როცა საკუთარი ბიზნესის კეთებას იწყებთ, სასარგებლოა მსხვილი და წარმატებული კომპანიების საქმიანობაზე დაკვირვება. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მათი წარსულის შეცდომების შესწავლაც. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ კორპორაცია Mars-ის შესახებ, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება,

მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი ჩვევები ახდენენ ადამიანის სიღარიბეზე პროგრამირებას

ზოგიერთი ჩვევა ზემოქმედებს ტვინის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ადმიანებს ფაქტიურად სიღარიბეზე აპროგრამირებს. 1. საკუთარი თავის შეცოდების ჩვევა სიღარიბის ჩვევები საკუთარი თავის დაუსრულებელი შეცოდებით და გაუმართლებელი ცხოვრების გამოტირებით იწყება. შეუფერებელი ფიგურა, არასასურველი