წარმატებული ცხოვრების 8 წესი

1. გარესამყარო არც მტრულია და არც კეთილი.
ის ისეთია, როგორადაც მას აღვიქვამთ. ყველა ჩვენი წარუმატებლობა და პრობლემები მხოლოდ ჩვენში უნდა ვეძებოთ. ჩვენ ხშირად უბრალოდ ვაჭარბებთ და ვბერავთ ყველაფერს.

2. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
არავის არაფერი მართებს თქვენი. უცხოების იმედი ნუ გექნებათ. თქვენს გარდა არავინ იზრუნებს თქვენზე. მაგრამ მეორეს მხრივ, გაცილებით საყურადღებოა ის ფაქტი, თუ როგორ აისახება თქვენი ქმედებები თქვენსავე ცხოვრებაზე.

3. გამოდით „გალიიდან“.
„გალია“ გარედან კი არ არის, არამედ ჩვენს თავშია. გათავისუფლდით, გამოდით გარეთ და შეხედეთ ცხოვრებას გახელილი თვალებით. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს მიაღწიოთ, რაც გსურთ! ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა. მთავარია პირველი წარუმატებლობის დროს უკან არ დაიხიოთ და მიზნის მიღწევისთვის წინსვლა განაგრძოთ.

4. სინუსოიდის კანონი.
ცხოვრებაში ყოველთვის იქნება გაცილებით წარმატებული და ნაკლებად წარმატებული პერიოდი. პლუსები და მინუსები დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ მოვლენებს. უნდა გახსოვდეთ, რომ დაღმასვლის შემდეგ ყოველთვის აღმასვლა იქნება და პირიქით. ამიტომ, საშუალოდ ყოველთვის პლუსს მიიღებთ.

5. უცბად ყველაფრის და ბევრის მიღება რთულია.
ამას თავისი ობიქტური მიზეზები აქვს. ფოკუსირება გააკეთეთ შემოსავლების პერიოდულ ზრდაზე. მაგალითად კარგი მიზანი მიმდინარე შემოსავალს გაგიორმაგებთ.

6. თქვენი მიმიდინარე მდგომარეობა არის თქვენი წინამდებარე ქმედებების შედეგი.
მიზეზ-შედეგობრივი კანონი არავის შეუცვლია. ამიტომ იფიქრეთ რა უნდა გააკეთოთ ახლა, რომ ხვალ ეს რეზულტატი იყოს სხვანაირი.

7. მიზანი.
მიზნის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველდღიურად გადაამოწმეთ რამდენად მიუახლოვდით მას. თვალი ადევნეთ მოვლენების განვითარებას.

8. ნუ გააკეთებთ მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც მოგწონთ.
ვინ არიან წარმატებული ადამიანები? ეს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელბიც ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც დიდად არ მოსწონთ. ე.წ. „ლუზერებს“ უყვართ „ნაღების მოხდა“, მაგრამ „ნაღების“ მისაღებად არაფრის გაკეთება არ უნდათ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ლევან ლეფსვერიძე – მაღლა ფრენის ტრაექტორია

თვითმოტივაციის საუკეთესო მეთოდები