in , ,

წარმატების ისტორია მოტივაციისთვის

ერთხელ ერთი ბიზნესმენი სკვერში სკამზე იჯდა და თავჩახრილი თავის მეტად რთულ სიტუაციაზე ფიქრობდა. მას ვალები ახრჩობდა, ბანკი ყოველ დღე აკითხავდა, მომწოდებლებიც თავისას ითხოვდნენ…. იჯდა და ფიქრობდა შეეძლო თუ არა ამოეყვანა მისი ბიზნესი ამ მდგომარეობიდან.

უეცრად მის წინ მოხუცი კაცი გაჩნდა. – ვხედავ დაღონებულხართ, – გამოელაპარაკა ინტერესით. და მას შემდეგ რაც ბიზნესმენის ისტორია მოისმინა თქვა, – «ვფიქრობ მე შემიძლია თქვენ დაგეხმაროთ». მან ჰკითხა ბიზნესმენს სახელი და გვარი, გამოწერა ქვითარი მის სახელზე და უთხრა: «აიღეთ ეს თანხა. ზუსტად ერთ წელიწადში ჩვენ აქვე შევხვდებით ერთმანეთს და ვიცი, თქვენ შეძლებთ ამ ვალის დაბრუნებას». შემდეგ კი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

ბიზნესმენი იჯდა და გაოცებული დაჰყურებდა ქვითარს 500 000 დოლარზე, რომელიც ხელმოწერილი იყო ჯონ როკფელერის სახელით. ჯონ როკფელერი – პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი! ერთ წუთში მოვერევი ჩემს პრობლემებს! – გაიფიქრა მან. მაგრამ ნაცვლად ამისა, ბევრი ფიქრის შემდეგ, ბიზნესმენმა ეს ქვითარი სეიფში შეინახა და შეეცადა მდგომარეობას საკუთარი ძალებით გამკლავებოდა. მხოლოდ აზრი იმაზე, რომ სეიფში მას ნახევარი მილიონი ჰქონდა, ძალას აძლევდა გამხნევებულიყო და გაზრდილი ოპტიმიზმით, უშიშრად გაეფორმებინა სხვადასხვა გარიგებები. რამოდენიმე თვის შემდეგ ის ამოძვრა ვალებიდან და შეძლო მოგებაზე გასვლა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ ის მივიდა იმავე სკვერში ქვითრით ხელში. მოხუცი მალევე გამოჩნდა. და ზუსტად იმ დროს როცა ის აპირებდა მოხუცისთვის თანხის დაბრუნებას, მადლიერების გამოხატვას და საკუთარი წარმატების ისტორიის მოყოლას, მოირბინა ექთანმა. როგორც იქნა დავიჭირე, – დაიყვირა მან. – იმედია ძალიან არ შეგაწუხათ. ის მუდმივად გარბის სახლიდან და ყველას ეუბნება, რომ ჯონ როკფელერია.

ბიზნესმენი გაოცებული იდგა და ფიქრობდა. ერთი წლის განმავლობაში ის აკეთებდა საქმეს, უშიშრად ყიდდა და ყიდულობდა დარწმუნებული იმაში, რომ ხელში 500000 დოლარი ჰქონდა. ის მიხვდა, რომ მთელი მისი ცხოვრება მხოლოდ იმედმა შეცვალა. ეს იყო რწმენა, საკუთარ თავში რწმენა, რომელიც სეიფში შენახულმა ქვითარმა მისცა და რომელიც მას საჭირო ძალებს აძლევდა.

Report

What do you think?

ჯუნა სანიკიძე

ავტორი: ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული


Notice: Trying to get property 'ID' of non-object in /home/bpge/public_html/wp-content/themes/bimber/includes/post.php on line 1009

Notice: Trying to get property 'ID' of non-object in /home/bpge/public_html/wp-content/themes/bimber/includes/plugins/media-ace.php on line 128

Sexy Hot Yoga & Fitness Girls. You’re Welcome

21 Ladies That Will Have You Wishing It’s Friday