in

შეხვედრამდე „წარმატების აკადემია MK“-ში

გნებავთ ცხოვრებისეული მიდგომა შეცვალოთ უკეთესობისკენ?!

ხშირად გვსმენია: „წარმატება ჩვენს ხელთაა“! უმეტესად, ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარ წინსვლაზე. ბევრჯერ მოგვწონებია და გაგვიზიარებია ბრძნული აზრები, ოპტიმისტური გამონათქვამები და საინტერესო სტატიები, რაც სირთულეთა გადალახვაში გვეხმარება.

თუმცა ხდება ხოლმე, რომ უიღბლობა მოგვიმიზეზებია და ფარხმალი დაგვიყრია. წარმატება თითქოს ჩვენ არ გვეკუთვნის. არადა, ხელის ერთ გაწვდენაზეა, თუ მოვინდომებთ. ხელშემშლელია ის გარემოება, რომ ზოგჯერ იმაზე მეტს ვფიქრობთ, ვიდრე ვაკეთებთ. თუმცა ბევრ ფიქრს ცოტა ქმედებას თუ შევმატებთ, სულ ცოტათი მაინც დავწინაურდებით.

გაბედულად გადავდგათ ნაბიჯი, რათა ცხოვრება გავიუმჯობესოთ. ჩვენი უმოქმედობის მიზეზი მეტწილად „კომფორტის ზონაში“ არხეინად ყოფნაა. წარმატებული არიან, ვინც გამოდის ამ ზონიდან, იღებს გამოწვევას და მედგრად უმკლავდება. რადგან დარწმუნებულია საკუთარ რესურსებში, შეუძლია დროისა და ემოციების მართვა, ზუსტად იცის მიზანი და განუხრელად მუშაობს სასურველი შედეგის მისაღწევად.

ძირითად სათქმელს ლაკონურად გეტყვით: პოზიტიური აზროვნების დროა!

გაინტერესებთ, როგორ დაიწყოთ?! 
შემოგვიერთდით და გაიგეთ, როგორ აიმაღლოთ პროფესიონალიზმი, თვითმოტივაცია, თავდაჯერებულობა. მერე უკვე ადვილად მიხვდებით, რა არის საჭირო თქვენი წარმატებისთვის.

გელოდებით „წარმატების აკადემიაში“!
 f fb.com/MK

ტექსტის ავტორი: მაკო ჯაოშვილი
კომპანია „სევენთის“ დირექტორი

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოწესრიგებულობა

SAMSUNG-მა ბრიტანეთში პირველი საშობაო კამპანია ჩაუშვა 2015