ვპოულობთ იმას რასაც ვეძებთ

ვპოულობთ იმას რასაც ვეძებთ

ბუზი თუ ფუტკარი?

აღარც კი მახსოვს სად და როდის ამოვიკითხე უსაყვარლესი ანდაზა ბუზისა და ფუტკარის შესახებ, ერთი კი გავიფიქრე მაშინ – ამდენ ბუზებს რა დათვლის მეთქი!

ამ დეკემბრის სუსხიან ამინდში, რატომღაც სახლთან ახლოს გასეირნება მომინდა. თითქოს მომენატრაო და ვჩქარობდი კიდევ ერთხელ თვალი შემევლო უსწორმასწორო ქვებით ნაშენი ხის დარაბებიანი კოპწია სახლებისთვის. ცალი თვალით გვერდიდან თუ გახედავ, მათი ასიმეტრია შეუმჩნეველი არ დაგრჩება, გზა საითაც უხვევს სახლებიც იმ მიმართულებით იზნიქებიან. როცა მეპატრონემ სახლის აშენების დაახლოებითი თარიღი გაგვანდო… ერთი კი გავიფიქრე ალბათ ამ ქალს თავის დროზე ისტორიაში ორიანები ყავდა მეთქი, მაგრამ როცა გავიკით-გამოვიკითხე, სახლები მართლაც ლუი XIV პერიოდის აღმოჩნდა. ანუ გამოდის ჩვეულებრივად მუზეუმში ვცხოვრობ? ცოტა ხანში ეს ამბავი მიმავიწყდა. მოგვიანებით, გადავწყვიტე ბინის ფენშუის მეთოდებით მოწყობა და მეუღლეს შევეხვეწე მეპატრონისთვის სახლის პროექტი ეთხოვა…. მანაც ჩვეული იუმორით მიპასუხა, აუცილებლად ვთხოვ ლუის გადაურეკოს და პროექტის ასლი სამეფო ფოსტით გამოგიზავნოსოო…..ასე დასრულდა ჩინური სიბრძნის გამოყენების მცდელობა “მზის მეფის” დროინდელ სახლში.

გარშემო ისეთი უჩვეულო სიჩუმეა, გეგონება სახლებში არავინ ცხოვრობსო. საგულდაგულოდ ვაკვირდები ხის ძველ კარებებს, სადაც მუდამ აბლაბუდების კოლექციაა გამოფენილი. ვერაფერს იტყვი, ფეხსახსრიანები აქ ნამდვილად დიდ პატივში ჰყავთ. ერთ-ერთ ასეთ მორთულ ნაქსოვში გახრწნილი ბუზი შევნიშნე, ხოდა სწორედ ამ დროს მომაგონდა ზემოხსენებული ანდაზა და მომიმდა თქვენვისაც გამეზიარებინა. ეჭვი მაქვს ტექსტის ბოლოს თქვენც თვლისა და გამოკლების სურვილი გაგიჩნდებათ.

ერთხელ ბუზს ჰკითხეს, ახლომახლო სადმე ყვავილები ხომ არ უნახავს, რაზეც მან უპასუხა, რომ ყვავილისთვის თვალიც კი არ მოუკრავს. სამაგიეროდ მრავლად ჩამოთვალა სურნელოვანი ნაგავსაყრელები და ტუალეტები, როლებიც უკვე მოინახულა.

შემდეგ ფუტკარს ჰკითხეს, მან თუ დაინახა უსუფთაო ადგილები. ფუტკარმა კი მიუგო, რომ მსგავსი არაფერი უნახავს – გარშემო ხომ ათასგვარი ყვავილებია!
ერთი – ყველაზე აყვავებულ მინდორშიც მოძებნის ბინძურ ადგილს და იქ დაჯდება, ხოლო მეორე – ჭაობშიც იპოვის ლოტუსის ყვავილს!

თუ თქვენ ცხოვრებაში მხოლოდ მუქ ფერებს ამჩნევთ და გარშემო დადებითი არაფერია, თუ თქვენ საუბარს გამუდმებით, საყვედურებით, წუწუნით, სხვისი ქილიკით,  ქედმაღლობით, დაცინვით, არასასიამოვნო ამბებით იწყებთ -მაშინ ალბათ უკვე მიხვდით თუ რას წამოადგენთ!

მგონი რთული არ იქნება ამოიცნოთ ბუზი და ფუტკარი თქვენს ნაცნობებში!

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უნდა დავგეგმოთ 2018 წელი უკვე დღეს

იმისათვის, რომ რამოდენიმე ხნის შემდეგ საოცნებო ცხოვრებით იცხოვროთ, საჭიროა გეგმების შედეგენა და მათთან შესაბამისობაში ცხოვრება უკვე დღეიდან. საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვა რა თქმა უნდა სამყარო სწრაფად იცვლება და ყელაფერს წინასწარ ვერ

აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნების 11 პრინციპი ბიზნესში

ბიზნესი – ისეთივე წინააღმდეგობაა, როგორიც რეალური ორთაბრძოლა. იბრძვიან ყველანი: ადამიანები ადამიანების წინააღმდეგ, ბიზნესმენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, კანონები კონტრაქტორების წინააღმდეგ, გარემოებები გამართლების წინააღმდეგ, გეგმარება ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ. ამიტომ, ბიზნესმენებისთვის საჭიროა საკუთარ არსენალში

როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

იაპონიაში ააშენეს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში. იქ არსებული ყველა სახლი იყენებს მზის ენერგიას, წყლის ხარჯი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებენ ელექტრომობილებს და ველოსიპედებს. ცოტა ხნის წინ შედგა «ჭკვიანი ქალაქის»

კონფუცის 25 შთამაგონებელი ფრაზა ცხოვრების საუკეთესო შესაძლებლობებზე

კონფუციზმი დაფუძნებულია ცნებაზე, რომ ადამინას შეუძლია განავითაროს საკუთარი ცხოვრება პიროვნული განვითარების გზით და იგი წარმართოს მისი სურვილისამებრ. წარმოგიდგენთ კონფუცის ბრძნულ ფრაზებს: 1. სიბრძნე, თანაგრძნობა და სიმამაცე არის სამი მთავარი ღირსება

ფულის შემოდინების კვადრანტი: 4 კატეგორია

განვიხილოთ ფულადი კვანდრანტი. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, სად ვართ ჩვენ და სად არიან მდიდრები. მომუშავეები (დაქირავებული პირები) 1. W კატეგორია, დაქირავებით მომუშავე პირები (Workers) – ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ

საკუთარი ბიზნესის შექმნის 12 იდეა

1. ჩამოწერეთ უნარები, რომლებიც თქვენ გაქვთ. 2. დაწერეთ, როგორი გინდათ იყოთ 10 წლის შემდეგ. 3. გაიხსენეთ ვინ გინდოდათ გამოსულიყავით ბავშვობაში. 4. მიმოიხედეთ: რითი არიან დაკავებულები თქვენი ახლობლები, მეგობრები და ნაცნობები.