უორენ ბაფეტის 10 რჩევა ინვესტირებასთან დაკავშირებით

1. ინვესტირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფული უნდა დააბანდო დღეს იმისათვის, რომ ხვალ მიიღო უფრო მეტი ფული. უორენ ბაფეტი ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა. მდიდრული სახლების ყიდვის და რესტორნებში სიარულის ნაცვლად ის ცდილობდა ფული დაებანდებინა აქციებში. 35 წლის მანძილზე მან შეძლო საწყისი კაპიტალი $ 100 ათასის ოდენობით, გაეზარდა 200 000%-ით.

2. შეიძინეთ იმ კომპანიების აქციები, რომელთა პროდუქცია თავად მოგწონთ. თავის დროზე, უორენ ბაფეტმა საკმაოდ გაზარდა შემოსავლი, როცა შეიძინა მისი რჩეული ბრენდის Gillette-ის აქციების 9%-იანი წილი.

3. ნუ დააბანდებთ ფულს ისეთ საქმეში, რომელსაც არ იცნობთ. გაცილებით მომგებიანია თქვენთვის გასაგებ ბიზნესში ინვესტირება.

4. დააბანდეთ ფული საპაე ანგარიშებში. ეს არის ერთ-ერთი შემოსავლიანი საინვესტიციო ინსტრუმენტი.

5. ნუ “მოგერიდებათ” წამგებიანი აქციების. თუ თქვენმა კომპანიამ მოლოდინი არ გაამართლა, ნუ დაკარგავთ მასზე ზედმეტ დროს, გადაყიდეთ აქციები და გაუფრთხილდით ნერვებს.

6. ყოველი აქციის უკან, რომელიც იზრდება, დგას წარმატებული ბიზნესი. თუ კომპანიაში ყველაფერი კარგად არის და შემოსავალი იზრდება – აქციების ფასიც გაიზრდება.

7. დააბანდეთ ფული საერთაშორისო დონის ბიზნესში.

8. ბაზარზე არსებობენ გამარჯვებული აქციები და საჭიროა მათი მოძებნა. როგორც წესი ზოგი კომპანია სწრაფად იზრდება, ზოგი ნელა. სწორედ აქედან გამომდინარეობს უორენ ბაფეტის მე-8 წესი.

9. თუ თქვენ აწარმოებთ ანგარიშებს აუცილებლად მიაღწევთ მწვერვალს. მაგრამ მსხვილი რისკებისგან თავის დაზღვევა საჭიროა. გამოიყენეთ ანალიზი იმისათვის, რომ გამოეყოთ გაუნათლებელი ინვესტორების საერთო მასას. ამ გზით თქვენ შეძლებთ შემოსავლის გაზრდას.

10. მთავარია — კომპანიის ისტორია. ინვესტორები ხშირად უშვებენ ერთი და იგივე შეცდომას — ისინი სიტუაციის შეფასებას ცდილობენ „უკანა ხედვის სარკეში ჩახედვით“, ანუ დროის მოკლე მონაკვეთს აქცევენ ყურადღებას. უორენ ბაფეტი დარწმუნებულია, რომ საჭიროა კომპანიის განვითარების მთელი ისტორიის გაგება და არა მოკლე პერიოდის.

11. არ ღირს აჩქარება და ნერვიულობა. “როცა მე აქციებს ვყიდულობ, მნიშვნელობა არ აქვს რა დაემართება მათ მომდევნო დღეს. მთავარია, რომ მე ადვილად გავაკეთო იმის პროგნოზი, თუ რა მოხდება ბაზარზე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ” — ამბობს ბაფეტი.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

People Are Hypnotized With This Dude Who Surf Like Few Surfers Ever Have

ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი