უნდა გავუზიაროთ თუ არა ჩვენი იდეები სხვებს?!

უნდა გავუზიაროთ თუ არა ჩვენი იდეები სხვებს?!

დილით  როდესაც ფინჯანი ყავა გავიმზადე და მორიგი პოსტის დასაწერად მოვემზადე, აივანზე გავიტანე ლეპტოპი და  როდესაც, კიდევ ერთხელ მოვავლე მწვანე მთებში ჩაძირულ ლურჯ ტბას თვალი, შთაგონებით ავივსე.

ჩვენ როდესაც ახალი იდეებით გულანთებული ვართ და უამრავ წინსვლას და წარმატებას ვგეგმავთ,აუცილებელია  შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავიაზროთ,რომ ყოველთვის არ უნდა მოვისმინოთ რჩევები ჩვენი ახლობლების გარემოცვაში.  თქვენც დამეთანხმებით, როდესაც იდეა გვაქვს ან გეგმებს ვაწყობთ და მას ახლობელ ადამიანს ვუზიარებთ, საბოლოოდ იმედგაცრუებული ვრჩებით. მათი რჩევები   გულს გვტკენს, იმედი გვიცრუვდება და  შესაძლოა, ჩვენი იდეის განხორციელება ვერასდროს შევძლოთ.
ახლობელი ადამიანები ჩვენს ახალ იდეებს შემდეგნაირად ეხმიანებიან :

1.” ვფიქრობ ჯერ ამის დრო არ დამდგარა შენს ცხოვრებაში. ვფიქრობ ამ იდეის განხორციელება სამომავლოდ უნდა გადადო,როდესაც გექნება შესაბამისი რესურსი” –  დიახ ისინი ძირითადად მსგავს პასუხს გვიბრუნებენ  და ჩვენი აღმაფრენა მაშინათვე ქრება. გახსოვდეს მეოცნებე ადამიანს ყოველთვის აქვს შესაბამისი ძალა იმისათვის,რომ ოცნებები აიხდინოს და მიაღწიოს დასახულ მიზანს.

2.  მათ  ხშირად ეშინიათ ახალი იდეების, რადგან თავად არასდროს მიუღიათ ახალი გადაწყვეტილებები და შესაბამისად არ იციან როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას. ისინი  გიმეორებენ რომ დღევანდელ სამყაროში რთულია წარმატების მიღწევა,  იმ სფეროში,რომელშიც გსურს ინოვაციები განახორციელო უკვე უამრავი ადამიანია  წარმატებული. ნუ დაიჯერებ მსგავს სიტყვებს! შენ შეუცვლელი ხარ და აუცილებლად შექმნი ახალს და ღირებულს სამყაროსთვის.

3.გახსოვდეთ გარშემო ყოველთვის არ არიან თქვენი მეგობრები. ისინი მხარს ვერ დაუჭერენ თქვენს წამოწყებას, შესაბამისად, თქვენი გული დაიცლება, ენერგია რომელიც საქმის კეთებისთვის უნდა დაგეხარჯათ აღარ გექნებათ,ამიტომ შეინარჩუნეთ თქვენი ძალა და მოტივაცია.მიაღწიეთ წარმატებას და მხოლოდ შემდეგ ისაუბრეთ ამის შესახებ.

თუმცა შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს ყველა წამოწყებას აღმაფრენით შეხვდება,რომელიც დაგეხმარებათ  მიაღწიოთ წარმატებას და გახდეთ შეუცვლელი.აუცილებლად ჩასჭიდეთ ხელი ასეთ ადამიანს და იყავით ბედნიერი იმის გამო, რომ გყავთ თანამოაზრე.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

დროის მენეჯმენტი ფრანკლინის პირამიდის მიხედვით

ბენჯამინ ფრანკლინს სხვებისგან გამოარჩევდა ფანტასტიური შრომისუნარიანობა და უნიკალური მიზანდასახულობა. 20 წლის ასაკში მან მთელი ცხოვრების მანძილზე მიზნების მიღწევის გეგმა შეადგინა. სანამ ცოცხალი იყო, ის ამ გეგმას მიჰყვებოდა და დამატებით გეგმავდა

ფრთხილად ფიქრებთან!

ადამიანი და მისი შესაძლებლობები იმდენად  ამოუცნობია, ზოგჯერ რთულია იმის გააზრებაც  კი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს და განვითარდეს. მთავარია სურვილი,  მონდომება  და  რა თქმა  უნდა რწმენა საკუთარი თავის. ალბათ საიდუმლოს აღარ

ცხოვრების უსამართლო 35 კანონზომიერება

1. გვერდითა რიგი უფრო სწარფად გადის. /ეტორეს დაკვირვება/ 2. თუ სხვა არაფერი გშველით, ბოლო-ბოლო ინსტრუქცია წაიკითხეთ! /კანისა და ორბენის აქსიომა/ 3. ძებნის დაწყება საჭიროა ყველაზე შეუფერებელი ადგილიდან. /ძიების კანონი/ 4.

როგორ გამოვიკვლიოთ ადამიანის ფსიკიკა – საიტერესო ფსიქოლოგიური ტესტი

ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება

7 ვნება, რომლებსაც ადამიანი ავადმყოფობამდე და სნეულებამდე მიჰყავს

ზოგიერთი საშიში დაავადების მიზეზი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ სტატიაში მოცემულია 7 უმთავრესი ვნება, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს ავადმყოფობამდე და სნეულებამდე, შესაბამისად, აუცილებელია მათი განდევნა საკუთარი ცხოვრებიდან, რადგან სწორედ

მარტივი მექანიზმი, რომელიც დაგეხმარებათ კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრება

ნამდვილი თქვენ — ეს არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ხართ. ნამდვილი თქვენ — ეს არის ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. იმისათვის, რომ ცხოვრებაში ხარისხიან ცვლილებებს მალე მიაღწიოთ, უნდა მოიქცეთ