in ,

თვითდაჯერებულობის 5 ფორმულა

1. მე ვიცი, რომ მაქვს ჩემი განსაზღვრული მიზნის მიღწევის უნარი ცხოვრებაში. ამიტომაც, მე საკუთარი თავისგან მოვითხოვ მტკიცე, მუდმივ მოქმედებას ამ მიზნის მისაღწევად, და, აქ და ახლა, მე პირობას ვდებ, რომ ამ ნაბიჯებს გადავდგამ.

2. მე მესმის, რომ ჩემს გონებაში არსებული დომინანტური აზრები მოახდენენ გონების გარეთ რეპროდუქციას – ფიზიკურ ქმედებას, და საბოლოოდ რეალობაში ჰპოვებენ გარდასახვას. ამიტომაც, მე ,ყოველ დღე, ოცდაათ წუთს დავუთმობ იმ ადამიანზე ფიქრს, რომელიც უნდა გავხდე; და ამით, იმ ადამიანის ნათელ გონებრივ სურათს შევქმნი.

3. მე ვიცი, რომ ავტომატური შეთავაზების პრინციპით, ნებისმიერი სურვილი, რომელსაც მტკიცედ ვინახავ ჩემს გონებაში, საბოლოოდ პრაქტიკულ გამოხატულებას ჰპოვებს და მიზანს მივაღწევ. ამიტომაც, მე, ყოველ დღე, ათ წუთით საკუთარ თავს მოვთხოვ თვით-დაჯერებულობის განვითარებას.

4. მე გარკვევით დავწერე ჩემი ცხოვრების მთავარი მიზნის აღწერა, და არასდროს შევწყვეტ მცდელობას სანამ არ განვავითარებ საკმარის თვითდაჯერებულობას მიზნის მისაღწევად.

5. მე სრულიად ვითავისებ, რომ არანაირი სიმდიდრე და პოზიცია დიდხანს ვერ გასტანს თუ ის სამართლიანობაზე არ იქნა დაფუძნებული. ამიტომაც, მე არ ჩავერთვები ისეთ ტრანზაქციაში თუ მასში მონაწილე რომელიმე პირი ზიანდება. მე წარმატებას მივაღწევ თუ ჩემსკენ ძალებს მოვიზიდავ – ხალხთან თანამშრომლობას შევძლებ. მე სხვებს სტიმულირებას გავუკეთებ, რომ მემსახურონ. აღმოვფხვრი სიძულვილს, შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, და ცინიზმს იმით, რომ ადამიანიბის მიმართ სიყვარულს განვავითარებ, რადგან ვიცი, რომ სხვების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება წარმატებას არ მომიტანს. მე სხვებს დაჯერებულობას მივცემ ჩემში, რადგან დავიჯერებ და ვირწმუნებ მათ და საკუთარ თავს.მე ხელს მოვაწერ ამ ფორმულას, და ყოველ დღეს ხმამაღლა გავიმეორებ, სრული რწმენით, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩემს ფიქრებსა და ქმედებებზე, რათა გავხდე საიმედო და წარმატებული ადამიანი.

ამ ფორმულის ხერხემალი არის ბუნების კანონი, რომელიც ჯერ ვერავინ ახსნა. ამ ფორმულამ მეცნიერები საუკენეების განმავლობაში დაბნეულობაში ამყოფა. ფსიქოლოგებმა, ამ ფორმულას “ავტომატური შეთავაზების” კანონი უწოდეს. დაე, იყოს ასე. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. მთავარია, რომ ეს ფორმულა მუშაობს და ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარება. დაიმახსოვრეთ, როგორი წყლითაც აავსებთ თქვენს აუზს, ისეთ ანარეკლს დაინახავთ მასში. აავსეთ ის ჭუჭყიანი წყლით, და თქვენ საოცრად შეუხედავი, არასასურველი და წარუმატებელი ადამიანის ანარეკლს დაინახავთ მასში.

აავსეთ აუზი სუფთა წყლით და თქვენ მასში შეგეძლებათ თქვენი ბრწყინვალე ანარეკლის დანახვა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რას ეტყვით თქვენს გონებას, თუ როგორი იდეებით განამტკიცებთ თქვენს ქვეცნობიერებას – ნეგატიურით თუ პოზიტიურით. ავტომატური შემოთავაზების კანონი ყოველთვის მუშაობს. “რასაც ჩასძახებთ, ქვევრს იმასვე ამოგძახებთ”.

მიჰყევით თვითდაჯერებულობის ფორმულას და იყავით წარმატებული!

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

დრო და ფული