in , ,

გამოავლინეთ ტოპ ბიზნესები Business Georgia-თან ერთად

დღეიდან თითოეულ ჩვენგანს იმ კომპანიათა საქმიანობის შეფასების საშუალება გვეძლევა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების შემოთავაზებას და ამით ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას. როგორ გამოსდის ეს ბიზნესს და რამდენად კმაყოფილი რჩება მომხმარებელი, ამის გარკვევაში უშუალოდ ამ უკანასკნელთა გამოკითხვებზე დაყრდნობით შემდგარი დარგობრივი რეიტინგები დაგვეხმარება. შედეგები საინტერესო იქნება თავად კომპანიებისთვისაც, რადგან ეს მათ თავიანთი პროდუქტითა და მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შესახებ ზოგად სურათს შეუქმნის.

ინიციატივა ქართულ–ინგლისურენოვან ბიზნეს ჟურნალ “Business Georgia“-ს ეკუთვნის. აღნიშნული კვლევები და შესაბამისი რეიტინგები რეგულარული ხასიათის მატარებელი იქნება და ყოველთვიურად ბიზნეს სექტორის თითო მიმართულებას დაფარავს. გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს ჟურნალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.businessgeorgia.ge –> Take Part in Business Georgia Rankings!) შეეძლება.

რიგით პირველი სფერო, რომლის შეფასება ამ გზით მოხდება, საბანკო სექტორია. ფავორიტი კომპანიისათვის ხმის მიცემა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი. თითოეული ადამიანი კი, რომელიც სააპლიკაციო ფორმის შევსებით მონაწილეობას მიიღებს წლის მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკის გამოვლენაში, ავტომატურად ჩაერთვება Business Georgia-ს წამახალისებელ გათამაშებაში.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

13 Amazing Underwater Photos That Will Make You Want To Swim

ბიზნეს-ახალგაზრდობის თანადამფუძნებლის – პეტრე ოსიპოვის წლის 8 ინსაიტი