მსოფლიოს ტოპ-10 უგემრიელესი ყველი, რომლებიც უნდა გასინჯოთ

მსოფლიოს ტოპ-10 უგემრიელესი ყველი, რომლებიც უნდა გასინჯოთ

10. პარმეზანი – მაგარი, მტვრევადი, მძაფრი გემოს მქონე. ის უნდა დაჭრათ ძალიან თხელ ნატეხებად და მიირთვათ მსხალთან და მიწის თხილთან ერთად. პარმეზანს ამატებენ პასტებში, რიზოტოში, ომლეტებში. 100 გრ პარმეზანში დაახლოებით 392 კალორიაა.

 

 

9. ბრი – ძველი ფრანგული ყველი. მეფეების ყველი. მისი გემო დამოკიდებულია დაძველების ხანგრძლივობაზე, რომელიც ვარირებს სოკოსა და ხილის გემოებს შორის. ხილი და ბრი საუკეთესო შეხამებაა. 100 გრ შეიცავს 330 კალორიას.

 

 

8. კომბოცოლა (Cambozola) – გერმანული, დაწნული, ძროხის ყველი, რომლის მწარმოებლებმაც შეძლეს მსუბუქი ფრანგული ყველის და იტალიური გორგონცოლას გემოს გაერთიანება. გემოთი კამამბერეს წააგავს, მაგრამ წნულების გამო ის უფრო მსუყე და მძაფრია. ამ ყველს ძალიან უხდება ხილი (მაგალითად ნესვი, ყურძენი ან მსხალი). იმისათვის, რომ კომბოცოლას თავისებური გემო კარგად შეიგრძნოთ, საჭიროა მის არომატს ბოლომდე გახსნის საშუალება მისცეთ. ამისათვის საჭიროა ყველი სუფრაზე გატანამდე 1 საათით ადრე დადოთ თეფშზე. 100 გრ საშუალოდ 427 კალორიას შეიცავს.

7. მასკარპონე – იტალიური ნაღების ყველი მდიდარი გემოთი, რომელიც ნაღებისა და იოგურტის გემოს ჰგავს. 100 გრ შეიცავს 453 კალორიას.

 

 

 

6. კამამბერე – მსუბუქი ყველი, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება. ბრი და კამამბერე ერთმანეთს ჰგავს გემოთი, მაგრამ ბრი ოდნავ უფრო ცხიმიანია. 100 გრ შეიცავს 3000 კალორიას.

 

 

5. დორ ბლუ – გერმანული ლურჯი ყველი. უმჯობესია მიირთვათ თხილთან და ყურძენთან. თუ ერთდროულად რამოდენიმე სახეობის ყველს მიირთმევთ, სჯობს ეს სახეობა ბოლოსთვის შემოიტოვოთ. 100 გრ შეიცავს 354 კალორიას.

 

 

 

4. გორგონზოლა (Gorgonzola) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ყველი, რომელიც გამორჩეულად მძაფრი გემოთი ხასიათდება. მას თხილის მსუბუქი არომატი და მოტკბო გემო აქვს. 100 გრ შეიცავს დაახლოებით 358 კალორიას.

 

 

3. მოცარელა – კამეჩის რძისგან დამზადებული ყველი. ეს ყველი ძალიან უხდება პომიდორს, ბაზილიკს და ზეითუნის ზეთს. შეიძლება ცოტაოდენი შავი პილპილის დამატებაც. 100 გრ შეიცავს 250 კალორიას.

 

 

2. როკფორი – ცნობილი ფრანგული დაწნული ყველი. როკფორი კარგად მიდის ისეთ ღვინოებზე, როგორიცაა: Cahors, Sauternes, Porto. 100 გრ შეიცავს 335 კალორიას.

 

 

1. ტეტ-დე-მუან – მიეკუთვნება ექსკლუზიური შვეიცარული ყველის კატეგორიას. ფრანგულიდან თარგმანი ნიშნავს – «მონარქის თავი». ტეტ-დე-მუანი მზადდება ძროხის რძისგან, მხოლოდ ზაფხულის თვეებში. დაჭრისას ყველს აქვს ერთგვაროვანი შიგთავსი, გამოირჩევა სქელი კონსისტენციით. აქვს ძლიერი არომატი და მძაფრი გემო. უხდება თეთრ ღვინოებს. 100 გრ შეიცავს 410 კალორიას.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კავშირი საკვებსა და ადამიანის ორგანოებს შორის

ყველამ ვიცით გამოთქმა – ,,შენ ხარ ის, რასაც ჭამ“. შესაძლებელია ამ გამოთქმას სხვა ფარული აზრიც ჰქონდეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანოების მსგავსი საკვები პროდუქტები, რომლებიც ზუსტად ამ ორგანოებისთვის არიან სასარგებლონი. მაგალითად,

წიგნი “გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი”

რთული მარტივი სიტყვებით

1. ფემინიზმი მამაკაცები და ქალები თანასწორუფლებიანები არიან. მაგრამ ჭურჭელი კაცმა უნდა დარეცხოს. 2. თეოკრატია თუ არ დავრეცხავ ჭურჭელს ჰიჯაბით, ჩავიქოლები ქვებით და სიკვდილის შემდეგ მოვხვდები ჯოჯოხეთში. 3. დემოკრატია ოჯახურ საბჭოზე

10 ხერხი საკუთარი იმიჯის ამაღლებისთვის

მანამ, სანამ რამეს იტყვით, კარგად შეარჩიეთ სიტყვები. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რომელიც უფრო ჭკვიანურად ჟღერს. მაგალითად ამერიკულ ლექსიკონში ეს სიტყვებია: epitome, finagle, gregarious, panacea and perfunctory… საქმე მხოლოდ სიტყვებში როდია, ასევე

წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი

1. აინ რენდი «Atlas Shrugged“  აინ რენდი (1905-1982) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკელი მწერალი. ოთხი რომანი-ბესტსელერის და უამრავი სტატიის ავტორი. ფილოსოფიური კონცეფციის შემქმნელი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნების თავისუფლება, რაციონალურობის უმთავრესობა

ცხოვრებაში ყველაზე ნიჭიერი ადამიანები – სამოსნები!

მაგალითი №1 კომპანია Motorola-ს დამფუძნებელს პოლ გალვინს (Pol Galvin) სწავლა ძალიან არ უყვარდა. ვიდრე მისი კლასელები „მოსაწყენ“ გაკვეთილებს უსმენდნენ, ის სადგურში პოპკორნს, ნაყინსა და ბუტერბროდებს ყიდდა. ფულის გამომუშავების სურვილი უქმად