9 ნაბიჯი თავბრუდამხვევი წარმატების მისაღწევად 

9 ნაბიჯი თავბრუდამხვევი წარმატების მისაღწევად 

1. «შიმშილი» – წარმატების პირველი ინგრედიენტია. იყავი «მშიერი»! 
a. იყო მშიერი, ნიშნავს, რომ შენს შიგნით არის რაღაც, რაც არ გაკმაყოფილებს. რაღაც, რაც გეუბნება, რომ შენ მეტი შგიძლია და გეკუთვნის კიდეც მეტი, ვიდრე ახლა გაქვს. მაშნაც კი, თუ გარშემომყოფები ძალიან წარმატებულ ადამიანად გვთვლიან.
b. იქონიე იმის მკაფიო ხედვა, რისი მიღწევაც გინდა და კარგად გააცნობიერე რატომ გინდა ამის მიღწევა. ეს შეგმატებთ დრაივს და ენერგიას!

2. მსოფლმხედველობა ძალიან მნიშნელოვანია 
a. სწორი მსოფლმხედველობა წარმოადგენს სერიოზული წარმატების მიღწევის კრიტიკულ ფაქტორს. მითუმეტეს, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური ასპექტები «როგორ გაკეთდეს ეს».
b. წარმატებულ ადამიანებს აქვთ «მომსახურების» ფილოსოფია. მისი საიდუმლო არის შემდეგში – «როგორ შემიძლია მივიღო მეტი» და «როგორ შემიძლია გარემოცვას უფრო მეტი მივცე».
c. ყოველთვის ეცადეთ უფრო მეტი ფასეულობის მომტანი იყოთ, ვიდრე კონკურენტობა გაწიოთ ტრადიციული გაგებით.
d. არ ეცადოთ რაიმეს მიღებას მოტყუებით. იცოდეთ, რასაც გასცემთ სამყაროში, ის გიბრუნდებათ.
e. არასოდეს არ შეწყვიტოთ სწავლა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო მოსწავლე, ყოველდღიურად უნდა ავარჯიშოთ ტვინი და დატვირთოთ ის ხარისხიანი ინფრომაციით.

3. თქვენი გარემოცვა ახდენს თქვენს ფორმირებას 
a. თქვენ ზუსტად ისეთი ხართ, როგორიც თქვენი გარემოცვა. თუ თქვენს გარშემო არწივები არიან – თქვენც მათთან ერთად დაფრინავთ. თუ კუები – თქვენც მათთან ერთად იხოხებთ.
b. მოძებნეთ წარმატებული ადამიანები თქვენს გარშემო – თქვენს ქალაქში, რეგიონში, ქვეყანაში… სადაც გინდათ… და მოძებნეთ მათთან ყოფნის საშუალება.
c. იმუშავეთ მათზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავად მოგიწევთ ამ ყველაფრისთვს გადახდა. ისწვლეთ მათგან. დაესწარით მათ სემინარებს, გამოსვლებს, შესთავაზეთ დახმარება.
d. ნუ გექნებათ იმედი, რომ მალე შეგამჩნევენ. მზად იყავით მცდელობების გასამეორებლად იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. წარმატებული ადამიანი წარუმატებელზე არანაკლებად დაცემულა… უბრალოდ ის ყოველ ჯერზე დგებოდა და სვლას აგრძელებდა.

4. მოახდინეთ მოდელირება 
a. მოძებნეთ ის, ვინც დიდ წარმატებას მიაღწია იმ სფეროში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და გააკეთეთ იგივე.
b. ნუ შეეცდებით ველოსიპედის გამოგონებას. ეს დიდ დროს წაიღებს. დრო კი თავის მხრივ არის იშვიათი და შეუვსებადი რესურსი.

5. ყველა წარმატებული ადამიანი ძალიან ბევრს კითხულობს 
a. კითხვა დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ საჭირო ფილოსოფია და ფსიქოლოგია.
b. დატვირთეთ საკუთარი თავი იმ თემით, რომელშიც გინდათ დაოსტატდეთ. ეს პერიოდულად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
c. განავითარეთ თქვენი ყველაზე ფასეული ინსტრუმენტი – თქვენი ინტელექტი. თქვენ შეიძლება ყველანაირი მატერიალური კეთილდრეობა დაკარგოთ, მაგრამ ის, რაც ორ ყურს შორის გაქვთ, არასოდეს დაიკარგება და ვერავინ წაგართმევთ.

6. ცდა არ არის საჭირო, საჭიროა მოქმედება 
a. ნუ იქნებით ის, ვინც ცდილობს მუდმივად რაღაც სცადოს. თუ გადაწყვიტეთ – დაივიწყეთ ყველაფერი, მოკიდეთ ხელი საქმეს და გააკეთეთ.
b. გაიფართოვეთ მსოფლმხედველობა «მე ამას გავაკეთებ… მანამ, სანამ არ გავხდები ოსტატი».
c. ის ვინც «ცდის» ვერ აღწევს წარმატებას.
d. ოსტატები მუშაობენ… მუშაობენ… დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ მუშაობენ, მანამ, სანამ არ გახდებიან ოსტატები.

7. 80% წარმატება ფსიქოლოგიაში 
a. რისი გჯერათ? რომელი წესების მიხედვით თამაშობთ? რას თვლით შესაძლებლად და რას შეუძლებლად? ვინ ხართ, ვინც ცდის, თუ ვინც ოსტატია?
b. ეს რწმენა, წესები და პრინციპები განსაზღვრავს იქნებით თუ არა წარმატებული.
c. ტექნიკური საკითხები «როგორ» უნდა გაკეთდეს ესა თუ ის საქმე – გაცილებით მარტივია
d. ყველაზე რთულია – ყოველთვის იდგეთ საკუთარ გზაზე და არ «უღალატოთ» სწორ ფსიქოლოგიას.

8. საკუთარ ცხოვრებაში დანერგეთ სასარგებლო რიტუალები 
a. თქვენ უნდა გახდეთ იმ რიტუალების ფანატი, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენს წარმატებას
b. მიყევით ამ რიტუალებს – დღეში, თვეში ან წელიწადში ერთხელ.
c. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად გააკეთებ, მით უფრო მიუახლოვდებით წარმატებას.
d. ეს არის ის, რაც გამოარჩევს მოქმედ ადამიანს ისეთისგან, ვინც «ცდის»

9. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ 
a. ახალი ადამიანები, ადგილები, ცოდნა – ეს ყველაფერი თქვენს თავში ბადებს ახალ იდეებს და აზრებს, რომლებიც გაახლოებთ წარმატებასთან.
b. ეს მუდმივი ზრდის ერთად-ერთი საშუალებაა

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატების კიბე – განვითარების პრინციპები

თუ თქვენ ოდნავ მაინც იცნობთ თვითგანვითარების პრინციპებს დაეთანხმებით მოსაზრებას, რომ წარმატების მიღწევა თითოეული საფეხურის გავლით ხდება, რომ უცებ ვერავინ მიაღწევს წარმატებას და საჭიროა განვითარების ეტაპობრივი გავლა. ბედნიერებისა და წარმატებისკენ მოკლე

დროის მენეჯმენტი ფრანკლინის პირამიდის მიხედვით

ბენჯამინ ფრანკლინს სხვებისგან გამოარჩევდა ფანტასტიური შრომისუნარიანობა და უნიკალური მიზანდასახულობა. 20 წლის ასაკში მან მთელი ცხოვრების მანძილზე მიზნების მიღწევის გეგმა შეადგინა. სანამ ცოცხალი იყო, ის ამ გეგმას მიჰყვებოდა და დამატებით გეგმავდა

როდის სჯობს დუმილის შენარჩუნება

თუ არ გინდათ ისეთი ადამიანი გახდეთ, რომლისგანაც ყველა გარბის, გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, როდის სჯობს დუმილის შენარჩუნება ან თავშეკავებულობა! — არასოდეს განსაჯოთ დედა მისი შვილების წინაშე. მაშინაც კი, თუ რჩევა ან მოსაზრება

შემოსავლის საკუთარი წყაროები

ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ოჯახების უმრავლესობისთვის საკმარისი იყო შემოსავლის მხოლოდ ერთ წყარო. დღეისათვის ძალიან ცოტა ოჯახია, რომლისთვისაც საკმარისია ერთი ან ორი შემოსავლის წყაროს ქონა. მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებ, ამიტომ მოდით

ბიზნესმენების 7 აღიარება. რა გელით, როცა საკუთარ საქმეს წამოიწყებთ?

ადამიანები იწყებენ თავის ბიზნესს იმისათვის, რომ შეცვალონ სამყარო. როგორც წესი, მათ აქვთ შესანიშნავი იდეა, ჰყავთ თანამოაზრეთა გუნდი, აქვთ გარკვეული კაპიტალი, სამოქმედო გეგმა და კიდევ სტერეოტიპების ნაკრები იმის თაობაზე, თუ რას

იყავი ძლიერი!

იყავი ძლიერი – მაშინაც კი როდესაც ხვდები რომ არაფერი გამოგდის. იყავი ძლიერი–რადგან თუ შენ არ იქნები სხვა ვერავინ იქნება შენ მაგივრად. იყავი ძლიერი – მაშინაც კი როდესაც ვერ ამტკიცებ შენ