in ,

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

ბობ ნელსონის წიგნების – «თანამშრომლის მოტივირების 1001 მეთოდი» და «თანამშრომლის წახალისების 1001 მეთოდი» – მასალების მიხედვით.

1. მიესალმეთ თანამშრომლებს და მიმართეთ მათ სახელით (დაიმახსოვრეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთბიათ).

2. ფურცელზე დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რაიმე ანალოგიური და დატოვეთ მის მაგიდაზე.

3. მიეცით თანამშრომლებს დამატებით დასვენების დღე ან ნახევარი დღე, ადრე წასვლის შესაძლებლობით.

4. კორიდორში, ჰოლში ან სასადილოში გამოაკარით ნებისმიერ პროდუქტთან ან პროექტთან დაკავშირებით კომპანიის საქმიანობის შესახებ რეზულტატები და ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად განაახლეთ მონაცემები, რომ ცხადი იყოს დინამიკა.

5. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჟონგლიორობა და სთხოვეთ მას ყველა თანამშრომელს ასწავლოს. დაძაბული სატელეოფონო საუბრის ან რთული დავალების შესრულების შემდეგ ბურთებით ჟონგლიორობა ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას.

6. კვირაში ან თვეში ერთხელ თანამშრომლებისთვის რაიმე გემრიელი მიიტანეთ: ტორტი, პიცა, ვაშლი, კანფეტები, თხილი ან პოპკორნი.

7. საწარმოს ყველა დაზგაზე გააკარით მასზე მომუშავე თანამშრომლის სახელი და თანამდებობა. ადამიანებს უყვართ საკუთარი სახელის დანახვა და მათი შეუცვლელობის განცდა.

8. დარწმუნდით, რომ გაქვთ თანამშრომლების არამარტო ინფორმირების, არამედ მოსმენის შესაძლებლობაც.

9. დააწესეთ ჯილდო სპეციალურად მათთვის, ვის შრომასაც ჩვეულებრვი ვერ ამჩნევენ.

10. კვირაში ან თვეში ერთხელ მოაწყვეთ შეხვედრა რამოდენიმე თანამშრომელთან, რომლებთანაც ჩვეულებრივ შეხვედრას ვერ ახერხებთ. უპასუხეთ მათ შეკითხვებს, ჰკითხეთ პრობლემების შესახებ.

11. მოუყევით ყველა თანამშრომელს რომელიმე სერიოზულ საკითხზე და სთხოვეთ გადაწყვეტილების ვარიანტების შემოგთავაზონ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

“მარტოხელა მამის ისტორია” – ვიდეო, რომელიც რეკორდებს ხსნის

32 საინტერესო ფაქტი ბიზნესის სამყაროდან