სხეულის ტკივილის ფსიქოლოგიური მიზეზები

სხეულის ტკივილის ფსიქოლოგიური მიზეზები

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: გაიგე რატომ გტკივა სხეულის ესა თუ ის ნაწილი – ამ ყველაფერს სრულიად წარმოუდგენელი ახსნა აქვს!

ტკივილი — ორგანიზმის განგაშის სიგნალია იმის დასტურად, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. თუ სხეულის რომელიმე ნაწილი გტკივათ, რომლის გამოკვეთლი მიზეზი არ არსებობს, არ გაქვთ სერიოზული დაავადება ან ტრავმა, მაშინ საქმე გვაქვს თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე სხეულის ფსიქოსომატურ რეაქციასთან . ფსიქოსომატიკა – ეს არის მეცნიერება, რომელიც იკვლევს ადამიანის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიური პროცესების ურთიერთქმედებას. როცა ფსიქიკა ზიანდება, მთელი სხეული მწვავედ რეაგირებს ამაზე არამარტო დაავადებებით, არამედ სხვადასხვა სახის ტკივილებით. გაეცანით სტატიას და გაარკვიეთ რატომ გაწუხებთ ესა თუ ის ორგანო და გაერკვიეთ საკუთარ თავში. ადამიანის ორგანიზმი – საოცარი სისტემაა, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია…

1. თავის ტკივილი
თუ მუდმივად სტრესში ხართ და ზედმეტად დატვირთული რეჟიმი გაქვთ – ნუ გაგიკვირდებათ, რომ თავი გტკივათ. მის დასამარცხებლად საუკეთესო საშუალებაა მოდუნება, მედიტაცია ან იოგა. ექიმი ქრისტიან პეტერსონი ამტკიცებს, რომ საჭიროა ემოციური მდგომარეობის ჰარმონიულობის კონტროლი და თავის ტკივილი გაგივლით.

1

2. კისერი
ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავს აპატიოს, უჩივის კისრის ტკივილს. დანაშაულის გრძნობა აზიანებს სხეულის ამ ნაწილს – თვითგვემისა და დანაშაულის გრძნობისგან უნდა გათავისუფლდეთ სასწრაფოდ. კისრის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ სამყარო უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, ყოველ მხრივ. ლორი დ’ასკენზო, ექიმი-ქიროპრაქტიკოსი-კინეზიოლოგი გვირჩევს, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც მივუტევოთ — ეს ნამდივლად დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.

2

3. მხრები
ქიროპრაქტიკოსი როს კიტსონი განმარტავს, რომ მხრები — ეს არის ზონა, რომელსაც აწვება მთელი პასუხისმგებლობა და საზრუნავი, რაც ადამიანს აქვს. მხრების ტკივილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა საზრუნავის განაწილება ახლობელ ადამიანებთან. შეწყვიტეთ ყველა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

3

4. ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში
ეს ზონა პასუხისმგებელია სიყვარულზე, მის მიღებაზე ან გაცემაზე. რონდა დეგასტის, თვითგანვითარების ტრენერის და პრაქტიკოსის აზრით ამ ნაწილის ტკივილი მიგანიშნებთ იმაზე, რომ საჭიროა დაიწყოთ ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება, ენერგიის გაცვლის პროცესის დაბალანსება. საჭიროა რომ მიიღოთ და გასცეთ სიყვარული თანაბარი რაოდენობით.

4
5. წელი
ზურგის ქვედა ნაწილი პასუხისმგებელია ფინანსურ საკითხებზე, ამიტომ, თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ საკუთარი მატერიალური მდგომარეობით, ნუ გაგიკვირდებათ, რომ წელის ტკივილმა შეგაწუხოთ. ექიმი მარკ ვ. ტონგი გვაფრთხილებს: თუ ფულზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ, ცოტას გამოიმუშავებთ ან ბევრს ხარჯავთ – ეს ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი შეიძება გახდეს. შეეცადეთ ფულთან ურთიერთობა დაალაგოთ გონივრულად.

5
6. იდაყვები
ალან ფოგელი ჟურნალში «ფსიქოლოგია დღეს» აცხადებს, რომ იდაყვები – მიუთითებს იმას, თუ რამდენად მყარი ხარ შენ გარესამყაროს მიმართ. იყავით უფრო კეთილი, გააკეთეთ კომპრომისები და სხეულის ეს ნაწილი აღარ აგტკივდებათ.

6

7. ხელები
ხელების საშუალებით ხდება გარესამყაროსთან ურთიერთობის დამყარება. ლორი დასკენზო ამტკიცებს, რომ ხელების ტკივილი ადამიანებთან ნაკლები ურთიერთობის ან პირიქით, ჭარბი ურთიერთობის ბრალია. ყველაფერი საჭიროა ზომიერად, დაიმახსოვრეთ ეს.

7
8. თეძოები
თეძოები პასუხისმგებელნი არიან წინ, მომავლისკენ მოძრაობაზე – დარწმუნებულია ქიროპრაქტიკოსი ბარბარა კლარკი. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, თვალებში შეხედეთ იმ მოვლენებს, რაც გელით და თეძოების ტკივილი არ შეგაწუხებთ. იყავით მოქნილი და გახსნილი სიახლისადმი – ეს მყარი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.

8

9. მუხლები
მუხლები გამოხატავენ თვითშეფასების პრობლემას. თუ ადამიანი დაუმსახურებლად აკნინებს საკუთარ თავს ან პირიქით, სხვებზე მაღლა აყენებს, მუხლების ტკივილს ნამდვილად ვერ ასცდება. ლორენს მიჩელი, არატრადიციული აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტი – გვთავაზობს საკუთარ თავს იუმორით მივუდგეთ და გვიყვარდეს ჩვენი ეგო.

9
10. კანჭის ტყუპი კუნთი
წყენა და ბრაზი კონცენტრირდება სწორედ ამ ადგილში. ექიმი ლაურა პერი გვირჩევს უარი თქვათ ამ ნეგატიურ ემოციებზე და ვიცხოვროთ მშვიდი სულით, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გვექნება სხეულის ამ ნაწილში დისკომფორტი.

11
11. კოჭები
სიამოვნება ამარცხებს ტკივილს! კოჭები— სწორედ ეს შემთხვევაა. სხეულის ამ ნაწილის ტკივილი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მოდუნება და ცხოვრებისეული მომენტებით სიამოვნების მიღება. ჯული დუგლასი, თვითშეცნობის საკითხებზე მრავალი წიგნის ავტორი, გვირჩევს, რომ არ მოვაკლოთ საკუთარ თავს დამსახურებული ჯილდოები და მაქსიმალურად გვიხაროდეს ცხოვრება.

12
12. ტერფები
თუ თქვენ ტერფები გტკივათ, დროა ნეგატივისგან და პრობლემებისგან გათავისუფლება ისწავლოთ. ნუ ჩაიციკლებით ცუდზე. კალიფორნიელი ფსიქოლოგი ადაობი ანიჯეი თვლის, რომ საჭიროა ყოველი პოზიტიური წვრილმანიც კი დავაფასოთ, ხოლო პრობლემებს, რაც არ უნდა სერიოზული იყოს, ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება – ასე მათი თავიდან მოცილება უფრო ადვილი იქნება.
როცა თქვნ ემოციურ ტკივილს განიცდით, სხეულიც ზიანდება ამით. რატომ უნდა ავნოთ საკუთარ თავს? მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული როგორ რეაგირებას მოახდენთ ამა თუ იმ საკითხზე. ცხოვრება უფრო კომფორტული რომ იყოს, საკმარისია არ დაიგროვოთ სიბოროტე და კონცენტრაცია მოახდინოთ რაიმე პოზიტიურზე. შეეცადეთ იფიქროთ სხვაგვარად, ვიდრე აქამდე ფირქობდით – თქვენ ეს გამოგივათ! თუ შეძლებთ ამის გაკეთებას სხეული და ფსიქიკა უფრო გაგიჯანსაღდებათ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია…
გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია, მათ უნდა იცოდნენ რას იწვევს ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარესამყაროს მიმართ!

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

22 ყოველდღიური საქმე, რომლებიც აუმჯობესებენ ცხოვრებას

ჩაინიშნეთ, რომ არ დაგავიწყდეთ. 1. იყავი ყურადღებიანი. დააკვირდი ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. ცხოვრება შენს გარშემო საუკეთესო წყაროა ახალი გამოცდილებისა და იდეებისთვის. 2. არ გაუშვა არც ერთი იდეა, რაც თავში მოგდის.

4 ფაქტი პირველ იაპონელ მილიარდელ ქალზე, რომელმაც “საკუთარი თავი შექმნა”

აზიური წარმოშობის 26 მილიარდერი ქალის სია შეავსო კომპანია Tempstaff -ის დირექტორმა, იაპონელმა ქალბატონმა – იოსიკო სინოხარამ. საკუთარი საქმის გახსნიდან 40 წლის შემდეგ, 82 წლის იოსიკო სინოხარა გამოცხადდა პირველ იაპონელ მილიარდერ

შეყვარებული მოდელების ეგზოტიკური დასვენების 21 ფოტო

ეს შეყვარებული წყვილი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს «იდეალური ურთიერთობა» ფოტოგრაფი ჯეი ალვარესი და მისი შეყვარებული, მოდელი ალექსის რენე ცხოვრობენ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით. მათ უხარიათ ყოველი დღე

ნერვების დასაწყნარებელი 25 მეთოდი

1. 10 წუთი გაისეირნეთ ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნას, რაც იწვევს მოუსვენრობას და შფოთვას. 2. მოუსმინეთ სარელაქსაციო ან თუნდაც ჩვეულებრივ მუსიკას, რომელიც მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გადაიტანოთ

17 ციტატა მშვენიერი ცხოვრებით ცხოვრებაზე

სიცოცხლის ნამდვილი საჩუქარი თქვენი თავისუფლებაა, რათა გაატაროთ ის ლამაზად. მზის ყოველი ამოსვლისას თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მისცეთ თქვენს დღეს მნიშვნელობა – იცხოვროთ იმ ცხოვრებით რომელიც აირჩიეთ. 1. “ვფიქრობ, მარადიული ახალგაზრდობის

ჯეფ ბეზოსის წარმატების 5 საიდუმლო

ჯეფ ბეზოსისა და ინტერნეტ გაყიდვების უდიდესი კომპანიის წარმატების  ისტორია ახალი არაა, თუმცა ის დღემდე აქტუალობას ინარჩუნებს. მაშინ, როცა ბიზნესი მაქსიმალურად ორიენტირებულია უახლეს, ბრწყინვალე იდეებზე ამაზონმა საკუთარი მომავალი 1997 წელს შექმნილ