in ,

სხეულის ენა წარმატების გზაზე

1. ღიმილი
როცა იღიმებით გარშემომყოფებს აჩვენებთ თუ როგორი გახსნილი და მეგობრული ხართ. ის, ვინც არ იღიმება, ბოროტ და ცივ ადამიანად აღიქმება. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ღიმილი ყალბად არ გამოიყურებოდეს, რაც ასევე უარყოფით შთაბეჭდილებას დატოვებს.

2. თავის ქნევა
საუბრის დროს მქუბუქი თავის ქნევა მეტყველებს იმაზე, რომ დაინტერესებული ხართ თემით და ყურადღებით უსმენთ. თუმცა არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა, რადგან შეიძლება უხერხულად გამოიყურებოდეთ.

3. სხეულის მსუბუქი გადახრა წინ
ეს ჟესტი, როგორც წესი უნებლიეა და აჩვენებს იმას, რომ დაინტერესებული ხართ.

4. გადაჯვარედინებული ხელები
გადაჯვარედინებულ ხელებსა და ფეხებს, მიტყუპებულ ხელისგულებსა და მოხრილ მხრებს ასევე მოიხსენებენ, როგორც „შებოჭილ“ პოზებს. მსგავსი ჟესტები გამოხატავენ შებოჭილობას, აგრესიულობასა და ჩაკეტილობას.

იყავით ღია ურთიერთობებისთვის და ადამიანებსაც გაუჩნდებათ თქვენთან ურთიერთობის სურვილი. შეიძლება ეს თქვეთვის რთული იყოს, მაგრამ მაინც შეეცადეთ გაიხსნათ. მსგავსი „ძალდატანებიდან“ რამდენიმე წუთის შემდეგ თავს უსათუოდ უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ.

5. შეხება
როცა ვინმეს ეხებით მიისწრაფვით გამოხატოთ ზრუნვა, სინაზე, დათანხმება ან სიმპატია. მსგავსი კონტაქტი მიუთითებს იმაზე, რომ განწყობილი ხართ პოზიტიურად. აქციეთ თქვენი შეხება მსუბუქად და მოკრძალებულად, მაშინ მას სწორად გაიგებენ.

6. მხედველობითი კონტაქტი
თვალები ჩვენი სხეულის ყველაზე გამომხატველი ნაწილია. მხედველობითი კონტაქტი წარმატების გასაღებია ნებისმიერ ურთიერთობაში. თვალებში შეხედვით ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს რწმენასა და პატივისცემას ადამიანის მიმართ. მორბენალი თვალები და თვალებში შეხედვის სურვილის არქონა ბევრზე მეტყველებს – კერძოდ, რომ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, მერყევი ხართ ან იტყუებით.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ქალბატონს არ ეყო ფული ტორტის საყიდლად. მაგრამ ეს ახალგაზრდა მამაკაცი დროულად აღმოჩნდა მის გვერდით…

როგორ გავიღვიძოთ ყოველ დილით ამაღლებულ განწყობაზე?