სწორი ცხოვრებისეული ჩვევები

სწორი ცხოვრებისეული ჩვევები

1. ადრე ადგომა
წარმატებული ადამიანები, როგორც წესი ტოროლები არიან. დღის ეს პერიოდი, რომელიც სამყაროს სრულად გაღვიძებამდეა, ყველაზე მნიშვნელოვანი, შთამაგონებელი და მშვიდია. ისინი, ვინც დილით ადრე ადგომა ჩვევად გაიხადა ამტკიცებენ, რომ არ ცხოვრობდნენ სრუფასოვანი ცხოვრებით მანამ, სანამ ყოველ დღე, დილის 5 საათზე ადგომა არ დაიწყეს.

2. მეტი კითხვა
ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დროის ნაწილს მაინც თუ დაუთმობთ სასარგებლო და კარგი წიგნების კითხვას, თქვენ იქნებით ყველაზე განათლებული ადამიანი მეგობრების წრეში. ნელ-ნელა ყველაფერი თავისით გამოგივათ. არსებობს მარკ ტვენის გასაოცარი ციტატა: „ადამიანი, რომელიც არ კითხულობს კარგ წიგნებს, არ აქვს უპირატესობა იმ ადამიანთან, რომელმაც კითხვა არ იცის“.

3. გამარტივება
გამარტივების ცოდნა ნიშნავს უსარგებლოს მოშორებას ისე, რომ აუცილებელი კარგად გამოჩნდეს. მნიშვნელოვანია შეგეძლოთ ყველაფრის გამარტივება, რისიც შეიძლება და საჭიროა. ამით ასევე მოგშორდებათ უსარგებლო საკითხები. თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება არც ისე მარტივია, ამისათვის საჭიროა ბევრი პრაქტიკა და გონივრული ხედვა. სამაგიეროდ ეს პროცესი ასუფთავებს მეხსიერებას და უსარგებლოს შეგრძნებას, ასევე ამცირებს სტრესს და ნერვიულობას.

4. შენელება
შეუძლებელია დატკბეთ ცხოვრებით, როცა მუდმივად დაკავებული ხართ, გარშემო ქაოსი და სტრესული მდგომარეობაა. საჭიროა მშვიდი პერიოდი გამონახოთ საკუთარი თავისთვის. შეჩერდით და მოუსმინეთ შინაგან ხმას. შეჩერდით და ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენ გამოიმუშავებთ დილით ადრე ადგომის ჩვევას, ეს იქნება თქვენი დრო – სავსე მკერდით სუნთქვის, განსჯის, მედიტაციის და შექმნის. შეჩერდით და ყველაფერი ის, რასაც თქვენ მისდევთ, თავად დაგეწევათ.

5. ვარჯიში
აქტივობის არარსებობა არღვევს ყველა ადამიანის ჯანმრთელობას, ხოლო მეთოდური ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. მათ, ვისაც არ აქვთ დრო ფიზიკური ვარჯიშისთვის, ადრე თუ გვიან მოუწევთ დროის გამონახვა ავადმყოფობისთვის. თქვენი ჯანმრთელობა – ეს თქვენი მიღწევებია. იპოვეთ თქვენი პროგრამა – სპორტით შესაძლებელია დაკავდეთ სახლიდან გაუსვლელად (სახლის პროგრამები), ასევე სატრენაჟორო დარბაზის აბონემენტის გარეშე (მაგალითად პარკში სირბილი).

6. ყოველდღიური პრაქტიკა
არსებობს ასეთი დაკვირვება: რაც უფრო მეტ პრაქტიკას გადის ადამიანი, მით უფრო წარმატებული ხდება ის. როგორ ფიქრობთ, შემთხვევითია ეს? წარმატება – ეს არის ადგილი, სადაც პრაქტიკა ხვდება შესაძლებლობებს. ნიჭს არ შეუძლია ვარჯიშის გარეშე გაძლოს. უფრო მეტიც, ყოველთვის არაა საჭირო ნიჭი – გავარჯიშებულ ცოდნას სრულად შეუძლია მისი შეცვლა.

7. გარემოცვა
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევაა. ის დააჩქარებს თქვენს წარმატებას ისე, როგორც ვერაფერი სხვა. იდეებით, ენთუზიაზმით და პოზიტივით სავსე ადამიანების გარემოცვა საუკეთესო მხარდაჭერაა, სადაც თქვენ იპოვით სასარგებლო ჩვევებს, აუცილებელ ბიძგს და უწყვეტ თანადგომას. რას მოგცემთ იმედგაცრუებისა და დეპრეესიის გარდა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ვერ განვითარდნენ სამსახურში, რომელსაც ვერ იტანენ? შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ცხოვრებაში შესაძლო მიღწევების დონე პირდაპირპროპორციულია თქვენი გარემოცვის მიღწევებისა.

8. აწარმოეთ მადლიერების ჟურნალი
ეს ჩვევა საოცრებებს ახდენს. იყავით მადლიერი იმისათვის, რაც უკვე გაქვთ და გქონდეთ უკეთესისკენ მისწრაფება. დარწმუნებული იყავით, რომ ცხოვრებაში საკუთარი მიზნის განსაზღვრით თქვენთვის გაცილებით მარტივი იქნება შესაძლებლობების „გაცნობა“. გახსოვდეთ: მადლიერებით ჩნდება სიხარულის უფრო მეტი მიზეზი.

9. იყავით შეუპოვარი
უოლტ დისნეის მხოლოდ 303-ე ბანკი დათანხმდა „დისნეილენდის“ მოსაწყობად საჭირო ფონდის გამოყოფაზე. საჭირო გახდა მილიონობით ფოტოს გადაღება 35 წლის მანძილზე იმისათვის, რომ სტივ მაკკერის „ავღანელი გოგო“ შეედარებინათ და ვინჩის შედევრისთვის – „მონა ლიზა“. 134-მა გამომცემლობამ უარყო ჯონ კენფილდის და მარკ ვ. ჰანსენის წიგნი „ქათმის ბულიონი სულისთვის“ მანამ, სანამ ის გახდა მეგა-ბესთსელერი. ედისონს 10 000 უშედეგო მცდელობა ჰქონდა ელექტრონათურის გამოგონებისას. ხედავთ კანონზომიერებას?

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარების 9 მარტივი მეთოდი

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ამიტომ, სირთულეებთან გამკლავების შესაძლებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შეჩერების ცოდნა. რა თქმა უნდა ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამომუშავების მეთოდები ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა იქნება, მაგრამ არსებობს 9 უნივერსალური

8 თამაში, რომლებსაც ჩვენი გონება გვეთამაშება 

გადაამოწმეთ ეს ჩამონათვალი და ნახეთ რამდენად ხშირად რჩებით მოტყუებული საკუთარი გონების მიერ. 1. მე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ნაკლები შრომა რომ მიწევდეს  ჩვენი გონება ხშირად მიმართავს ამ არგუმენტს და გვიმტკიცებს, რომ

10 მცნება მშობლებისთვის!

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა. 2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე,

დეილ კარნეგი: 5 რჩევა მეგობრების შეძენისთვის

ადამიანებს, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში პრობლემები აქვთ ადამიანებთან ურთიერთობაში. ზოგს უჭირს სხვებთან კონტაქტი, ზოგიც ვერ ახერხებს იმის მიღწევას რაც ძალიან უნდა. თუმცა ყველაფერი ურთიერთობით იწყება და სწორედ ამის გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ.

რა განსხვავებაა სამსახურს და კარიერას შორის?

რა საინტერესოა წარმატებულ და კარიერულად შემდგარ ადამიანებთან ურთიერთობა და კითხვების დასმა თუ როგორ, რა გზებით მივიდნენ დღევანდელ დღემდე და გაცილებით საინტერესო იმ საოცრებების აღმოჩენა-გაზიარება, რომლებიც მხოლოდ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე თუ

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“ მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.