სტუდენტის სხარტი პასუხი პროფესორს

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა:

— ბატი ღორთან არ მეგობრობს.
— მაშინ, ნახვამდის პროფესორო, სხვაგან გადავფრინდები.

პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და გადაწყვიტა სტუდენტი გამოცდებში ჩაეჭრა. გამოცდის
დღეა. პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთები მისცა, მაგრამ სტუდენტი შესანიშნავად პასუხობდა. ბოლოს ასეთი კითხვა დუსვა:

— დავუშვათ, მიდიხარ გზაზე და დაინახე ორი ტომარა. ერთი სავსეა ოქროთი, მეორე კი ჭკუით. რომელს აირჩევ?
— იმას, რომელშიც ოქროა, – უპასუხა სტუდენტმა.
— მე კი იმას ავიღებდი, რომელშიც ჭკუაა.
— ვისთვის როგორ, ყველა იმას აიღებს, რაც აკლია. უპასუხა სტუდენტმა.

პროფესორი გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში სტუდენტს ჩაუწერა: “ვირი”.
სტუდენტი გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა, პროფესორს წიგნაკი გაუწოდა და უთხრა:

— ხელი კი მოაწერეთ, მაგრამ ნიშნის დასმა დაგვიწყებიათო.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რატომ არ უნდა შევასრულოთ მყიდველების ახირება?

არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი