სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

“მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება – ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის იქით, ცოტა რამ თუ მაბედნიერებს. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რასაც შევეჩვიე.
ვწევარ საავადმყოფოს ლოგინზე და მთელს ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა კი მივხვდი, რომ ის სიმდიდრე, რომელითაც ასე ვამაყობდი, ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა, რადგანაც სიკვდილი მომიახლოვდა…

როდესაც მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც აპარატიდან მოდის და მისთვის დამახასიათებელ მექანიკურ ხმას ვუსმენ, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა როდესაც საკმარისად გვაქვს ფული, დროა დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან არანაირ კავშირში არაა…

ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია. შეიძლება ზოგიერთისთვის ეს ურთიერთობებია, სხვებისთვის კი – ხელოვნება, ან ბავშვობის ოცნებები…

სახელის მოხვეჭისკენ ან ფულისკენ სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად ხდის. ეს მეც დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რათა საყვარელი ადამიანებისთვის გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს…

სიმდიდრე, რომელიც მე ცხოვრებაში მოვიხვეჭე, თან ვერ წავიღებ. ყველაფერს რასაც თან წავიღებ – ეს მხოლოდ მოგონებებია, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გქონდეთ, გაძლევდეთ წინსვლის ძალას. სიყვარულს ყველაფრის დაძლევა შეუძლია. ცხოვრებას საზღვრები არ გააჩნია. მიაღწიეთ მწვერვალებს, რისი მიღწევაც გსურთ. წადით იქ სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენ ხელშია.

ბევრი ფულით თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ადამიანები, რომლებიც ყველგან წაგიყვანენ, სამსახურში ან სახლში ყველაფერს გაგიმზადებენ. მაგრამ არავინ არ აიღებს საკუთარ თავზე თქვენს ავადმყოფობებს.

მატერიალური საგნები, რომლებსაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ, კიდევ შეიძლევა ვიპოვოთ, გამოვიმუშავოთ. მაგრამ არის ერთი რამ, რომლის დაკარგვის შემდეგაც, მას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ეს ცხოვრებაა.

არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. თქვენ ყველას დაგიდგებათ ის დღე, როდესაც ფარდა ქვემოთ დაიწევს…

თქვენი სიმდიდრე – ოჯახის წევრებისადმი, მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი სიყვარულია
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. გაუფრთხილდით სხვებს…

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სავიზიტო ბარათის 10 სწორი პრინციპი

სწორი სავიზიტო ბარათი მარტივი, მაგრამ ამასთანავე ეფექტური ბიზნეს-ინსტრუმენტია. შესაბამისად ინფორმაციის მცირე რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილია სავიზიტე ბარათზე, მოითხოვს განსაკუთრებულ, სკურპულოზურ მიდგომას დამუშავებისა და დამზადების მხრივ. სავიზიტო ბარათის შექმნისას ყურადღება მიაქცით შემდეგ დეტალებს:

წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიო ფსიქოლოგებისგან – მიყევი მათ და იყავი წარმატებული!

1. განავითარე შენში იმ საქმისადმი სიყვარულის გრძნობა, რომელსაც აკეთებ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2. გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და ფიზიკურად. შეეცადე ჯანმრთელი იყო სულით და სხეულით. თუ არ იცი

მშვიდობით ბენზინო: Toyota-მ დაიწყო ავტომობილების სერიული გამოშვება, რომლებიც წყალბადზე მუშაობენ

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა Toyota-მ დაიწყო მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ძრავის მქონე მანქანების სერიული გამოშვება. ახალი სედანი «Mirai» მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ცუდი გამონაბოლქვის ნაცვლდ კი აწარმოებს სუფთა წყალს. კონსტრუქტორები აცხადებენ, რომ

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – რიჩარდ ბრენსონის რჩევები

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? ეს საკითხი ბევრს აღელვებს. გთავაზობთ 5 იდეას რიჩარდ ბრენსონისგან, რომლებიც გაზრდიან თქვენი ახალი ბიზნესის წამატების შანსებს. 1. არ მოკიდოთ ისეთ საქმეს ხელი, რომელიც არ მოგწონთ

პატარა გუნდის ეფექტურობის გაზრდის 5 გზა

თუ თქვენ პატარა კოლექტივს ხელმძღვანელობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ გარკვეული ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდის მუშაობიდან მიიღოთ მაქსიმუმი. პატარა გუნდებს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც ნაკლები ადამიანია გუნდში, მით უფრო

Apple-მა წარმოადგინა ახალი iPad-ი და წითელი iPhone 7-ი

iPhone 7 და iPhone SE ფერის გარდა iPhone 7-ში არაფერი არ შეცვლილა. მათი ყიდვა უკვე შესაძლებელია Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან. ოფიციალური ფასი iPhone 7 და iPhone 7 Plus (PRODUCT)RED Special Edition-ზე მერყეობს $749 აშშ-დან