in

SMART – კრიტერიუმები მიზნების დასახვისთვის

წარმატებით მიზნების მისაღწევად საჭიროა მათი სწორი ფორმულირება. ამისათვის არსებობს რიგი მეთოდიკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ჭეშმარიტად „ხარისხიანი“ მიზნების დასახვა.

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და მოქმედი საშუალებაა–„გონიერი“ (ინგლ. SMART) მიზნების დასახვა, ანუ მიზნების დასახვა S.M.A.R.T. კრიტერიუმებით…

ამგვარად, მიზანი უნდა იყოს:

  • კონკრეტული (Specific)
  • გაზომვადი (Measurable)
  • მიღწევადი (Achivable)
  • შედეგზე ორიენტირებული (Result-oriented)
  • კონკრეტულ დროზე გათვლილი (Timed)

კონკრეტული მიზანი (S)
მიზანი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგად მიიღებთ იმას, რაც არ დაგიგეგმავთ.

გაზომვადი მიზანი (M)
თუკი მიზანს არ ექნება რაიმე გასაზომი პარამეტრი, მაშინ შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, მიღწეულია თუ არა შედეგი.

მიღწევადი მიზანი (A)
მიზანი გამოიყენება სტიმულის სახით გარკვეული ამოცანების შესასრულებლად და შესაბამისად, მიღწეული წარმატების ხარჯზე შემდგომი წინსვლისათვის. არ უნდა დაისახოთ ისეთი მიზნები, რომლებიც გაზრდის სტრესს თქვენს ცხოვრებაში. უნდა დაისახოთ რთული მიზნები, რომელთა მიღწევაც ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამავდროულად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მიზანი უნდა იყოს მიღწევადი.

შედეგზე ორიენტირებული მიზნები (R)
მიზნები უნდა განისაზღვრებოდეს შედეგიდან და არა შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე. სწორედ ასე მიიღწევა ეფექტურობა. შეიძლება დავისახოთ მიზნად სამსახურში ერთი საათით ადრე მისვლა, მაგრამ ამავე დროს არ განვსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგი, რის გამოც ამ ერთ საათს გავატარებთ ან ყავის სმაში და ან უბრალოდ ჭორაობაში.

კონკრეტულ დროზე გათვლილი მიზნები (T)
ნებისმიერი მიზანი უნდა მიიღწეოდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში.


P.S.
აგრეთვე გაეცანით შემდეგ სტატიას, რომლის დახმარებით თქვენ უფრო რეალურ მიზნებს დაისახავთ > “ეიმინგი: მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ხელოვნება”

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ეიმინგი: მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ხელოვნება

ქართული რეკლამის 5 მაგალითი