სიმდიდრის საფუძველი №1– შენი ხარჯები შემოსავალზე ნაკლები უნდა იყოს.
სიმდიდრის საფუძველი №2 – შემოსავლების დამატებითი ნაწილი ისეთ აქტივებში დააბანდე, რომლებიც მოგიტანენ პასიურ შემოსავალს.
პირველი ნაბიჯი – ფინანსური რეზერვის შექმნა. მეტი თავდაჯერებულობისთვის ყოველთვიური საშუალო ხარჯი გაამრავლეთ 4-5 თვეზე. ეს თანხა მუდმივად უნდა გქონდეთ გადადებული (დეპოზიტზე ან ნაღდი ფულის სახით).
- გადადე ყოველთვიური შემოსავლის 10 %, სჯობს ეგრევე ბანკში, გამოტანა რომ ვერ შეძლო მორიგი აკვიატების საყიდლად.
- ამ 10 %-ის შოვნა ადვილია, თუ თვის მანძლზე ხარჯების ანგარიშის წარმოებას დაიწყებ. ყველა ადამიანის შემოსავლის დაახლოებით 30% იხარჯება უსარგებლო ნივთებზე.
- იზრუნე შემოსავლის გაზრდაზე. ყოველ თვე გააკეთე რაღაც იმისათვის, რომ შენი შემოსავლი 5 %-ით მაინც გაიზარდოს.
- ყოველი გაზრდილი შემოსავლის ნახევარი დააბანდე, მეორე ნახევარი საკუთარი სურვილების ასრულებას და სიამოვნების მიღება მოახმარე – ესეც აუცილებელია.
მეორე ნაბიჯი – ინვესტიცირება გააკეთე აქტივებში, რომლებიც იცი როგორ მუშაობს. (თუ არაფერი არ იცი – დაიწყე გარკვევა).
- გააკეთე ინვესტიციები აქციებში, ობლიგაციებში, ფორექსზე, თუ არ იცი ეს რას ნიშნვას, აგიხსნი – იგივე კაზინოა, ოღონდ კაიფის გარეშე.
- თავისუფლება – ეს არის არამარტო ფულის ქონა, არამედ თავისუფალი დროის ქონაც, იმისათვის, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღო.
- დაქირავებულ მუშაკს თავისუფლების მოპოვება ძალიან უჭირს, ფრილანსერისთვის ოდნავ უფრო ადვილია.
- თვითრეალიზაციისთვის, მაღალი ანაზღაურების მიღებისა და თავისუფალი დროის მოპოვებისთვის ოპტიმალური არჩევანი – არის საკუთარი საქმის შექმნა – პროექტის, რომელიც გულიდან წამოვა, ადამიანებს დაეხმარება. ამისთვის ფულს ნამდვილად გადაგიხდიან.
- მარტო ბევრს ვერაფერს გააკეთებ, დღე-ღამეში 24 საათია. შეიძლება მეტი იშრომო, მეტი ანაზღაურება მოითხოვო, მაგრამ ბოლოს მაინც გაიჭედები.
- სხვა ადამიანების დროს + გონივრული დელიგირება + მუშა სისტემის შექმნა – წარმატების გასაღებია.
- ძრითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძალიან ცოტა ფულია საჭირო. სიამოვნებისთვის ცოტა მეტი. საქმისა და ადამიანებისთვის – რეალურად ბევრი. ყველა დანარჩენი – თამაშია, ბედნიერების დევნაა, სადაც გამარჯვებულები არ არსებობენ.
- ჩვეულებრივ, ფულს დიდ დროს უთმობენ ის ადამიანები, ვისაც ის არ აქვს. თან შემდეგ რეჟმში – მე ღარიბი ვარ, სამაგიეროდ არ ვიპარავ.
- გაარკვიე ფულთან შენი დამოკიდებულება. სანამ თავში ჭიები დარბიან, ქვეცნობიერად ფულის განდევნას ვერ გადაეჩვევი.
- სიმდიდრე იზომება თვეებით, რამდენ თვეს გაძლებ უფულოდ, თუ არ იმუშავებ?
- მილიონი დოლარი – ეს მიზანი არ არის. მიზანი არის – არსებობა, ქონა, კეთება. ამ ამოცანების გათვლა უკვე შესაძლებელია ფულით.
- ზემოთ აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე დაბლა ჩათრევა. თუ შენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც ფულის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, არ სწამთ საკუთარი თავის და არ აქვთ ოცნება – მაშინ შენც მალე გადმოგედება ეს განწყობა.
- ყოველ დღე ერთი ნაბიჯი გადადგი კეთილდღეობის მიღწევის გზაზე. თუნდაც პატარა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია. მთავარია არ გაჩერდე და რამე აკეთო! ტენდენცია იმ ადგილზე გაცილებით მნიშვნელოვანია, საიდანაც სტარტს იღებ!