სიცოცხლეზე შეყვარებული

სიცოცხლეზე შეყვარებული

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავედება თქვენი ცხოვრებისან. მეტიც ძალიან ძალიან უბრალოა,  როგორც დღეს ხშირად ვამბობთ  რუტინულია. მაგრამ მე ამ რუტინაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი იფიქრებთ, ეს იმიტომ რომ არ ვარ სიახლეების მოყვარული, რომ მეშინია ცვლილებების და ვკმაყოფილდები იმით რაც მაქვს. თუ ასე ფიქრობთ,  მაშინ მინდა გითხრათ რომ ცდებით. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ უნდა შევიცვალო – გავხდე ,,შემტევი“ , თუ მინდა წარმატებას მივაღწიო. 

გამუდმებით ვაწყდები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ,, შეგონებებს’’ რომ ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი მებრძოლები თუ გვინდა გამარჯვენა, ან გადარჩენა მაინც. მე კი ყოველთვის როდესაც ვკითულობ ან ვუსმენ მსგავს რჩევებს სურვილი მიჩნდება მთელი ხმით ვიყვირო რომ ,, ეს არ არის სიმართლე’’.

სიმართლე არის ის რომ, არც ცხოვრებაა ომი და არც ჩვენ ვართ ჯარისკაცები, ცხოვრება უბრალოდ ცხოვრებაა, თავისი კარგი და ცუდი მომენტებით. სიცოცხლე  იმდენად ფასეულია, რომ მისი ერთი წამის დაუფასებლობაც კი დანაშაულია. როგორ გულუბრყვილობადაც არ უნდა ჩათვალოთ –  დიახ, მე მიყვარს ჩემი ცხოვრების ყოველი წამი, რაგდან მთელი ჩემი არსებობა შედგება ამ უთვალავი წამებისგან. 

ნუ დავკარგავთ ამ ძვირფას წუთებს მუდმივ შეჯიბრში. რეალურად ჩვენ ხომ ყველა უნიკალურები ვართ?!  რატომ უნდა შევადაროთ საკუთარი თავი სხვას, როდესაც ყოველგვარი შეჯიბრის გარეშე შეგვიძლია  გავხდეთ წარმატებულები ჩვენი ინდივიდუალიზმით. მთავარია შეძლოთ საკუთარი პიროვნების შეყვარება, შეწყვიტოთ ადამიანების მტრებად აღქმა და დამერწმუნეთ ამის შემდეგ ცხოვრებას უფრო მეტად შეიყვარებთ.

 

ავტორი: ანა აბრამაშვილი

 

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს საუკეთსო თანამშრომლები ტოვებენ

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი ხელმძღვანელი ხშირად წუწუნებს იმაზე, რომ მათგან საუკეთესო თანამშრომლები მიდიან. რადგან ასეა, მათ მართლა აქვთ განგაშის მიზეზი, რამდენადაც ნებისმიერი კომპანიისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საუკეთესო თანამშრომლების დაკარგვა. ეს

20 ჭეშმარიტება, რომლებიც 30 დღეში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

პატარა გამოცდები, რომელთა გავლის შემდეგ, ერთ თვეში თქვენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ – ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. სრულყოფილება – ეს მოქმედება კი არა, ჩვევაა. ~ არისტოტელე მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს,

მულტფილმი, რომელმაც 50 ფესტივალის ჯილდო მიიღო, ინტერნეტში გამოაქვეყნეს!

ცნობილი მულტფილმი, რომელმაც 50 ფესტივალის ჯილდო აიღო ახლა უკვე ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. მოკლემეტრაჟიან მულტფილმში აღწერილია ნამდვილი მეგობრობის ისტორია. ნამუშევარი ნამდვილად ძლიერი გამოვიდა! აღნიშნული მულტფილმის ავტორია გერმანელი მულტიპლიკატორი იაკობ ფრეი,

მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…

გასულ წელს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ:  ‘’გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც კარგი გასწავლათ, დაგეხმარათ და სულ მცირე წვლილი

17 უნარ-ჩვევა, რომელიც უნდა გამოიმუშაო ნებისმიერი წარმატების მიღწევისთვის

ქვემოთ მოცემული 17 რჩევა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს წარტებულ  ცხოვრებას. წაიკითხეთ და დაფიქრდით, ნამდვილად ასეა თუ არა. 1. ნუ იფიქრებთ ყველაფერზე ერთდროულად – ეს ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, იზრდება სტრესულის სიტუაცია და

მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

1. უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა გადარეულები ვართ და წონასწორობის დაცვას ვცდილობთ. არავის შეუძლია იყოს სრულყოფილი. 2. ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასოდეს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა ის