სიბრძნე ბალანსშია

— თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი უთხრათ საკუთარ თავს რამეზე, მაგალითად ნაყინის ჭამაზე, ეს ნიშნავს, რომ ნაყინი გმართავთ თქვენ. თუ თქვენ ზღუდავთ საკუთარ თავს ნაყინზე – მაშინ მას ორმაგი კონტროლი აქვს თქვენზე, რადგან ამ შემთხვევაში დისკომფორტს ემატემა საკუთარი თავის აუტანლობა და დანაშაულის გრძნობა, თუ თავის შეკავებას ვერ შეძლებთ. თუ თქვენ საერთოდ უარყოფთ ნაყის – ის თქვენ სრულად გმართავთ, რადგან მან მოახერხა თქვენი რეალობიდან ერთი ნაჭერის ჩამოჭრა.
ზუსტად ასეა სხვა სურვილების მიმართ, როგორიცაა ალკოჰოლი, სექსი, ფული, ადრენალინი. სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია არა ქიმიური დამოკიდებულების გამო, არამედ იმის გამო, რომ თავის დანებების გადაწყვეტილების მიმღები მწეველზე მეტად არის დამოკიდებული სიგარეტზე.

სიბრძნე მდგომარეობს არა თვითშეზღუდვაში, არა ტოტალურ ასკეტიზმში – არამედ ბალანსში. თქვენ საკუთარი სურვილებისგან თავისუფალი ხდებით მაშინ, როცა ინარჩუნებთ შინაგან კომფორტს, იმისდა მიუხედავად, იღებთ სასურველს თუ არა.

ასეთი თავისუფლების ხიბლი არის იმაში, რომ თქვენ ხდებით — მყარი ადამიანი. თქვენ ბედნიერი ხართ თუ… მიუხედავად ყველაფრისა მაინც ბედნიერი.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

შეუპოვრობის გამომუშავების 7 ხერხი

ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა