შინაგანი რწმენა თუ არ გექნება, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის

შინაგანი რწმენა თუ არ გექნება, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის

ადამიანებს ყოველთვის არ სურთ სამოტივაციო სიტყვების მოსმენა.ზოგჯერ  წუწუნი და უიმედობა ყველაფერს ურჩევნიათ. თავს კომფორტულად  გრძნობენ თუ პლედში გაეხვევიან და უიმედო ფიქრებს მიეცემიან, მაგრამ თუ გიფიქრია, რამდენი ხნით  გაქვს  უფლება,ასე მოექცე საკუთარ თავს?! სხეულს და სულს შეგვიძლია მივცეთ უმოქმედობის მხოლოდ ერთი საათი,ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ  ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და გავიგოთ რა გვსურს სინამდვილეში! ჩვენ უმოკლეს დროში უნდა გავაცნობიეროთ,რომ  დროს ფუჭად ვკარგავთ.ნამდვილად არ არის  ხანგრძლივი თერაპიების დრო ახლა.უმოქმედობა ეს დასასრულია. არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები,ჩვენ ხომ  არაფერი შეგვიქმნია ჯერ!

ხშირად სამყარო გვეხმარება ხელი შეგვიწყოს ოცნებების ასრულებაში,მაგრამ ზოგჯერ პირიქით ხდება. თითქოს გიპირისპირდება,უამრავი დაბრკოლება გეღობება წინ და ფიქრობ,რომ შენს ოცნებებს ვერასოდეს შეასხამ ფრთებს. მაგრამ თუ შინაგანი რწმენა არ გექნება ცხოვრება გვერდზე ჩაგივლის. არ მოვლენ მომავლიდან აგენტები და არ გეტყვიან შენ საუკეთესო ხარ, შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ,ამაში შენ თავად უნდა დაარწმუნო მთელი სამყარო.რადგან სამყაროს მოსწონს მებრძოლები, მას ყოველთვის აღაფრთოვანებდა რაინდები და ახლაც იგივე ფასეულობები აქვს.

ხშირად ვფიქრობ, რატომ გვჭირდება გამუდმებით  იმის შეხსენება,რომ ოცნებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.რატომ გვჭირდება გამუდმებით ბრძოლა ოცნებებისთვის?

ალბათ იმიტომ,რომ სწორედ იმაშია ცხოვრების მუღამი –  როდესაც საკუთარი ხელით აშენებ – შენს სახლს,შენს მდინარეს.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც თქვენი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია….

მართალია, სულ რაღაც ერთი სიტყვით შემოიფარგლება თუმცა სარგებელი ძალიან დიდი აქვს. ეს ჯადოსნური სიტყვა კი” რეკლამა “გახლავთ… დიახ, რეკლამა… იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყროთ თქვენს ბიზნესს, როგორც წესი პროდუქტის ან

რაზე შეიძლება ფულის დაზოგვა?

ბევრი ადამიანი ცდილობს ფულის დაზოგვას, მაგრამ ბევრ მათგანს ეს რატომღაც არ გამოსდის, ან პირიქით – მთელი თვე ადამიანი ცდილობს ფულის გადადებას, შემდეგ კი მოულოდნელად ტეხავს ყულაბას და ხარჯავს მთლიან დანაზოგს

წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი

1. აინ რენდი «Atlas Shrugged“  აინ რენდი (1905-1982) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკელი მწერალი. ოთხი რომანი-ბესტსელერის და უამრავი სტატიის ავტორი. ფილოსოფიური კონცეფციის შემქმნელი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნების თავისუფლება, რაციონალურობის უმთავრესობა

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი. რიჩარდ ბრენსონი

ფრთხილად ფიქრებთან!

ადამიანი და მისი შესაძლებლობები იმდენად  ამოუცნობია, ზოგჯერ რთულია იმის გააზრებაც  კი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს და განვითარდეს. მთავარია სურვილი,  მონდომება  და  რა თქმა  უნდა რწმენა საკუთარი თავის. ალბათ საიდუმლოს აღარ

მეძუძური დედების შესანიშნავი 15 ფოტო ივეტ ივენსისგან

ფოტოგრაფ ივეტ ივენსს სურს ფოტოებით შეძლოს ძუძუთი კვების ნორმად ქცევა საზოგადოებაში. გოგონა ჩიკაგოში ცხოვრობს, 25 წლის არის და უკვე ორი შვილის დედაა. ივეტი უფროს შვილს ძუძუს 3 წლამდე აჭმევდა. ფოტოგრაფს