20 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს

1. რა ისწავლეთ გასულ კვირას? –  თუ თქვენ პრობლემა გაქვთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, მაშინ ცვლილებების დროა. თქვენს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ კვირა რაიმე ახალი უნდა გაიგოთ.

2. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა გასულ კვირას? – თქვენი მიღწევების გაანალიზება – კარგი მიზეზია რწმენის და კმაყოფილების გრძნობის გამოსაცდელად. ასევე ეფექტურია ამ მეთოდის გამოყენება იმისათვის, რომ თვალი ადევნოთ საკუთარ პროგრესს.

3. გასული კვირის რომელი მომენტი იყო ყველაზე დაუვიწყარი და რატომ? – ამრიგად, თქვენ შეძლებთ ახალი გასართობის, მიზნების და მისწრაფებების გამონახვას, ასევე გაამრავალფეროვნოთ თქვენი ცხოვრება.

4. როგორია მიზანი №1, რომელსაც უნდა მიაღწიოთ ამ კვირაში? – ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია და განხილულ უნდა იქნეს, სწორედ ასე. თუმცა მეორეხარისხოვანი საქმეების სულ დავიწყებაც არ ღირს.

5. რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ შემდეგი კვირა იყოს ნაკლებ დაძაბული? – ჩაინიშნეთ კალენდარში: პროდუქტების ყიდვა, სარეცხის გარეცხვა, მანქანის შეკეთება. ამ გზით თქვენ მოახდენთ თვითორგანიზებას.

6. რა არის ის, რასაც ადრე ებრძოდით და რასაც მომავალ კვირაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი? – იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წარსულის გამოცდილება იქნეს გამოყენებული და უკეთ მოამზადოთ საკუთარი თავი სამომავლოდ, მსგავსი სიტუაციებისთვის.

7. რაზე დახარჯეთ ფუჭად დრო გასულ კვირას? – შეეცადეთ თავი აარიდოთ მსგავს ქცევას მომავალში. შეზღუდეთ საკუთარი თავი იმისგან, რაც გაცდენთ.

8. ახალ კვირაში გადაგაქვთ რაიმე ზედმეტი ტვირთი? – იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მოუწესრიგებლობა, აუცილებლად უნდა მოახდინოთ მათი ლიკვიდაცია. მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი, ასე ყველაფერს გარკვეულს გახდით.

9. რასაც თავს არიდებთ რა არის იქედან აუცილებლად გასაკეთბელი? – დახაზეთ ცხრილი, სადაც ყოველი შესასრულებელი საკითხის გვერდით დასმული იქნება დრო, რომლის დახარჯვასაც აღნიშნულ საკითხზე გეგმავთ. ორშაბათი დილა დაიწყეთ იმ საკითხების მოგვარებით, რომლებსაც სჭირდება 2 წუთი და ნაკლები.

10. რა შესაძლებლობები დევს ზედაპირზე? – თუ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია და თქვენ გინდათ მათი დაუფლება, შეადგინეთ გეგმა, როგორ გააკეთოთ ეს მომავალ კვირას.

11. არის ისეთი ვინმე, ვისთანაც დალაპარაკება გსურთ? – რეგულარულ ურთიერთობას შეუძლია კონფლიქტის მოგვარება მანამ, სანამ ის კულმინაციას მიაღწევს. გაამყარეთ ურთიერთობა გარემოცვასთან.

12. არის ვინმე, ვისაც „დიდი მადლობა“ უნდა უთხრათ? – ყოველ კვირა გამოყავით დრო იმისათვის, რომ ადამიანებს, ვინც დაგეხმარათ მადლობა მოუხადოთ. თქვენი ჟესტი შეუმჩნეველი არ დარჩება.

13. არის ისეთი ვინმე, ვისი დახმარებაც გსურთ? – ყველაზე სწორი გზა სასურველის მისაღებად, არის ის, რომ სხვებს დაეხმაროთ მიიღონ რაც მათ სურთ. ადამიანებს ახსოვთ სიკეთე და როცა თქვენ დაგჭირდებათ დახმარება, ისინი სიხარულით გააკეთბენ ამას.

14. როგორია თქვენი მთავარი 3 მიზანი მომავალი 3 წლის მანძილზე? – თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას ცხოვრებაში, თუ რეალურ მიზნებს არ დაისახავთ.

15. რომელმა ქმედებამ დაგაახლოვათ მიზანთან? – თუ ასეთს ვერ იხსენებთ, დროა რამე შეცვალოთ.

16. როგორია თქვენი შემდეგი ნაბიჯი მიზნის მიღწევის გზაზე? – ყოველი ნაბიჯის ცოდნა, მიზნის სრულად მიღწევის გასაღებია.

17. რას ელოდებით ყველაზე მეტად მომავალი კვირისგან? – პასუხი შეიძლება გახდეს თქვენი მოტივაციის მიზეზი. თუ პასუხი არ გაქვთ, მაშინ მოინიშნეთ ის, რასაც ელოდებით.

18. როგორია თქვენი შიშები? – გაცნობიერებულად მიუდექით თქვენს შიშებს ყოველკვირეულად და მუდმივად იმუშავეთ მათგან გათავისუფლებაზე.

19. რაზე ხართ ყველაზე მეტად კმაყოფილი? – ეს კარგი საშუალებაა პერსპქეტივაში უყუროთ მოვლენებს და არაფერი გამოგრჩეთ მხედველობიდან.

20. მომავალი კვირა ბოლო რომ ყოფილიყო თქვენს ცხოვრებაში, როგორ გაატარებდით მას? – ცხოვრება ხანმოკლეა. ახლობელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

სამოტივაციო ვიდეო: ბრმა, აუტისტი ბიჭის გასაოცარი სიმღერა

კეტი პერიმ კლიპში „Roar“ – Nokia 1020 შეაფასა