შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა. დაუთმეთ ამ საქმეს დღეში ნახევარი საათი მაინც.

2. გაიხადეთ ჩვევად სამუშაო ადგილის/სახლის ყოველ მეორე დღეს დალაგება და ზედმეტი, უსარგებლო ნივთების გადაყრა.

3. უარი თქვით კომპიუტერულ თამაშებზე, ჩაანაცვლეთ ისინი წიგნებით.

4. გამორიცხეთ რაციონიდან ფასტ-ფუდი და სხვა მავნე საკვები. დაიწყეთ ჯანსაღი კვება.

5. ივარჯიშეთ დილაობით.

6. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ.

7. იძინეთ არანაკლებ 8 საათი.

8. ისწავლეთ ფულის ეკონომია.

9. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე – დადებითი აზრები იზიდავენ დადებით მოვლენებს.

10. აწარმოეთ დღიური, რომელშიც ჩაწერთ საკუთარ წარმატებებს, თუნდაც უმნიშვნელოს.

11. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დალიეთ.

12. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე – ივარჯიშეთ, ირბინეთ, დაკავდით სპორტით.

13. მოძებნეთ თქვენი მიზნების გამომხატველი ფოტოები და გააკარით თვალსაჩინო ადგილას – მოახდინეთ საკუთარი მიზნების ვიზუალიზაცია.

14. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა “გამოკიდებული” საქმე (რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მოგეგვარებინათ). გაუმკლავდით მათ საბოლოოდ – ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.

15. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი საუბრის მანერას: უარი თქვით უცენზურო და სიტყვა-პარაზიტების გამოყენებაზე.

16. ყოველ დღე გააკეთეთ ერთი კეთილი საქმე ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდეთ. სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.

17. იარეთ გამართულად და ყურადღება მიაქციეთ სხეულის პოზას.

18. საბოლოოდ თქვით უარი მავნე ჩვევებზე.

19. ნუ მოიხიბლებით თბილი სიტყვებით და კომპლიმენტებით. შექმენით თქვენს გარშემო დადებითი აურა და ცხოვრება აუცილებლად უკეთესი გახდება.

20. გაიღიმეთ რაც შეიძლება მეტი.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ოცნებები,რომლებიც ჩვენ გვაქვს

ძალიან დიდხანს ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე. ეს თავიდან მხოლოდ ოცნებას ჰგავდა,რადგან ვერ ვახერხებდი მარტო მოვსულიყავი აქ და სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო ბუნებაში. მაგრამ დღეს ჩემი ოცნება რეალური გახდა, როდესაც სასტუმროს აივანზე გამოვედი

სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

სცადეთ შეასრულოთ ერთი მარტივი პრაქტიკა და თქვენ დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ თქვენს თვალწინ … მიეცით ადმაიანებს ყველაფერი ის, რაც თქვენი შეხედულებით მათგან გაკლიათ (მზრუნველობა, პატივისცემა, დახმარება, სიყვარული, მადლიერება,

მიზეზები, რომელთა გამოც გაღვიძების შემდეგ ვგრძნობთ დაღლილობას

სრულფასოვანი ძილის შემდეგ წესით ხალისიანად და განახლებული ენერგიით უნდა ვიღვიძებდეთ. ხშირად კი ამის ნაცვლად ცუდ ხასიათზე და გაღიზიანებულებს გვეღვიძება. ამას თავისი ახსნა აქვს. რატომ ვგრძნობთ დაღლილობას ძილის შემდეგ? 1. ტვინში

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ იქნებით მეხსიერების იმედად. ჩაინიშნეთ თქვენი დავალებები და განტვირთეთ ტვინი. 2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარზე და დრო არ ხარჯოთ მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე. 3. ყოველი კვირის

8 ეფექტური საშუალება ყველაფრის დასამახსოვრებლად

1. შეცვალეთ გარემო თუ ერთ საღამოს უნდა მოემზადოთ ერთდროულად ორი გამოცდისთვის (ან თათბირისთვის), მოემზადეთ სხვადასხვა ოთახებში. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიმახსოვრებთ სხვადასხვა გარემოებებში არასოდეს ირევა თავში. 2. ხმამაღლა იყვირეთ სიტყვები 10%-ით

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“ მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.