როგორ გვაჩვენებენ ადოლფ ჰიტლერი, ბერნი მედიოფი და ამანდა ნოქსი 4 ძალიან ადამიანურ შეცდომას, რომელსაც ხალხთან შეხვედრისას ვუშვებთ

უმეტესობას გვინდა გვჯეროდეს, რომ თუკი ჰიტლერს ან მედიოფს პირადად შევხვდებოდით მაშინვე მოვახდენდით მათ იდენტიფიცირებას. მაგრამ შვძლებდით კი ამას? ახალ პროვოკაციულ წიგნში, მწერალი მალკოლმ გლადველი ამტკიცებს, რომ ჩვენი თანდაყოლილი მიდრეკილებები და ცრურწმენები ამახინჯებს ჩვენს განსჯას და ხელს გვიშლის ჩვენს შორის ბოროტების აღმოჩენაში.

თავსი უახლეს წიგნში ,,საუბარი უცნობებთნ’’ , ნიუ-იორკელი მწერალი მალკოლმ გლადველი კიდევ ერთხელ საუბრობს ადამიანის ქცევასა და ურთიერთობებზე. მაგრამ ამჯერად, ის ყურადღებას ამახვილებს უახლესი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ბოროტმოქმედზე, როგორებიც არიან ადოლფ ჰიტლერი, ბერნი მედიოფი და ჯერი სანდუსკი.

მათი დანაშაულების გარდა, ამ ადამიანებს საყურადღებო კიდევ ერთი რამ ჰქონდათ – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძირითადად შეუმჩნევლები იყვნენ. ჰიტლერის შემთხვევაში მსოფლიოს ლიდერები ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რამდენად დიდი იყო მისგან მომავალი საფრთხე. მადოფთან და სანდუსკთან მიმართებაში მათი კოლეგები და თანამოაზრეები ფიქრობდნენ, რომ ისინი კანონმორჩილ ხალხს წარმოადგენდნენ.

რა მოხდა?

გლადველი ამბობს, რომ ის ტენდენციები, რამაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა, ყველა ჩვენგანში არსებობს. ,, ვფიქრობთ, რომ ადვილად შეგვიძლია სხვის გულებში ჩახედვა, რაც ნაკლებ მტკიცებულებებს ეყრდობა. ჩვენ ვთვლით რომ ვართ კომპლექსურები და იდუმალები, ხოლო უცნობები მარტივები არიან. თუ ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ არის ეს: უცნობები მარტივები არ არიან” ამბობს გლადველის. მისი წიგნში იგი საუბრობს იმ შეცდომებზე, რომელსაც ჩვენ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას ვუშვებთ.

1. შეცდომა.ჩვენ ზედმეტად ვეყრდნობით პირად შთაბეჭდილებებს ადამიანების შეფასებისას
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნევილ ჩემბერლეინი არის იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც პირადად შეხვდა ადოლფ ჰიტლერს.

ერთად რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ჩემბერლენმა იფიქრა, რომ მათ გაუგეს ერთმანეთს და მრჩევლებს განუცხადა ,,ჰიტლერს არ აქვს სიგიჟის ნიშნები, მაგრამ აქვს შფოთვის ნიშნები”. იგი ენდო ჰიტლერს, როდესაც პირობა დადო, რომ მისი ტერიტორიული ინტერესები არ ვრცელდებოდა სუდეტენლენდზე. ის შეცდა.
ეს არ იყო მხოლოდ ჩემბერლენი, ვინც მას დაუჯერა. ბევრ სხვას – სახელმწიფო მეთაურებიდან დაწყებული და ინგლისის მოქალაქეებამდე – ჰქონდა ანალოგიური რწმენა, ამიტომ მათ გაიზიარეს ჩემბერლენის აზრი.
ჩვენ ყველანი ამისკენ მიდრეკილნი ვართ, ამბობს გლადველი. ,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირადი კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია ცალსახად ღირებულია” ,,თქვენ არასოდეს დაიქირავებთ ძიძას თქვენი შვილისთვის, მასთან პირადად შეხვედრის გარეშე”. კომპანიები არ ქირაობენ თანამშრომლებს ბრმად. ისინი მათ იბარებენ გასაუბრებაზე პირადად შესახვედრად, ზოგჯერ მათ რამდენჯერმეც კი ხვდებიან.
სინამდვილეში, ის პოლიტიკოსები, რომლებმაც აშკარად დაინახეს ჰიტლერის საფრთხე, იყვნენ ისინი, ვინც მას არასოდეს შეხვედრია.

2. შეცდომა. ჩვენ ვთვლით, რომ ხალხი გულწრფელია,ასე რომ, ჩვენთვის ბევრი მტკიცებულებაა საჭირო იმის დასაჯერებლად, რომ ისინი ასეთები არ არიან.

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუსჯელინ რჩებოდნენ, პენის შტატის ფეხბურთის მწვრთნელის ასისტენტი ჯერი სანდუსკი და აშშ-ის ტანვარჯიშის ნაკრების ექიმი, ლარი ნასარი, რომლებიც სექსულაურად ძალადობდნენ უამრავ ახალგაზრდაზე. მათი დანაშაულებრივი ქმედება უყურადღებოდ რჩებოდა, სანამ არ მოხდა გარკვეული რაოდენობის მსხვერპლის ისტორიის შეგროვება. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საქმის გამოძიება და მათი გასამართლება.

გლადველი განმარტავს, თუ როგორ აიცილეს თავის გამოვილება სანდუსკიმ და ნასარმმა, ტიმოთი ლევინის Truth-Default თეორიის მიხედვით, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა, რატომ გვიჭირს ტყუილისია და მარტყუარის ამოცნობა. ოდესღაც ყველას გვიფიქირა: ,, ადამიანი დაბადებიდან ბოროტია ან კეთილი?” ლევინი ამტკიცებს, რომ ზოგადად ადამიანებს სჯერად რომ არიან კარგები. როდესაც ვდილობთ ამოვიცნოთ აპიროვნება რომელსაც ვხვდებით, ჩვენ არ ვმოქმდებეთ ფხიზელი გონებით ისე, როგორც მეცნიერები , რომლებიც აგროვებენ მტკიცებულებას სანამ დასკვნას დადებენ, ჩვენ უბრალოდ გვჯერა. დაჯერებას მხოლოდ მაშინ შევწყვეტთ, როდესაც ჩვენი ეჭვი და შიშები მაღწევს ისეთ დონემდე, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლება მათი ახსნა.
გლადველი განიხილავს ტანმოვარჯიშეეების მშობლებს, რომლებიც თავდაპირველად ნასარს მხარს უჭერდნენ. მიცემულ ინტერვიუში ზოგიერთი მათგანი ასაბუთებდა საკუთარ მოსაზრებას. როგორც გლადველი წერს ,, ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანას მაშინ ვიწყებთ,როდესაც ჩვენ იძულებულნი ვართ ავირჩიოთ ორ ალტერნატივას შორის, რომელთაგან ერთი სავარაუდოა, ხოლო მეორე,ისეთი რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, მშობლებს გაცილებით გაუადვილდათ დაეჯერათ ნასარის ვერსია – ის იყო გამოჩენილი ექიმი და ჰყავდა საიმედო მოკავშირეები – ვიდრე მიეღოთ სულისშემძვრელი სიმართლე – მან ჩაიდინა “წარმოუდგენლად ამაზრზენი” დანაშაულები მათი შვილების მიმართ და მათ დაუშვეს, რომ თავიანთი შვილები მის გვერდით ყოფილიყვნენ.

3.შეცდომა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები რომლებსაც ვხვდებით ისეთივე მატრივი ამოსაცნობნი არაინ როგორც სერიალ ,,მეგობრების” გმირები

გლადველი განიხილავს ამ გრძელვადიანი sitcom-ს და ამბობს რომ მისი პოპულარობა უმეტეს წილად განაპირობა იმან რომ იყო ძალიან აშკარა. პერსონაჟები სახის გამომეტყველებითა და სხეულის ენის საშუალებით, გამოხატავდნენ თავიანთ განზრახვებსა და რეაქციებს ისეთი სიცხადით, რომ სიუჟეტის გაგება ხმის გარეშეც კი შესაძლებელი იყო.

გლადველი ,,მეგობრების” აშკარაობას იყენებს ლევინის კიდევ ერთი დასკვნის გამჭვირვალობის ასახვის მიზნით. ,, გამჭვირვალობა არის მცდარი რწმენა” ,,იმ გზით რომლითაც ხალხი საკუთარ თავს წამოაჩენს, არ იმას აჩვენებს თუ რას გრძნობენ შინაგანად. ექსპერიმენტში ლევინმა აღმოაჩინა რომ, მონაწილეები იყვდენენ ადეკვატურები იმ მატუყარების ამოცნობაში, ვინც იქცეოდა ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მატყუარები უნდა იქცეოდნენ (ყალბი ღიმილი, ძალიან ბევრი ან ძალიან მცირე თვალებით კონტაქტი ან ხმის ტემბრის ცვლილება). თუმცა მათ ვერ შეძლეს იმ მატყუარების ამოცნობა, რომლებსაც არ ახასიათებდათ ეს ქცევები. როგორც გლადველი აღნიშნავს, ჩვენი გამჭვირვალობის გამო, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვეშლება ადამიანების ამოცნობა რადგან, ,,მეგობრების” მსახიობისგან განსხვავებით, ადამიანთა უმეტესობას არ ახასიათებს შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა.

4.შეცდომა.ჩვენ ძირითადად გარშემორტყმულნი ვართ ისეთი ადამიანებით, რომელთა გარეგნობა არ შეესაბამება მათ რეალურ სახეს

გლზდველი ამას შეუსაბამობის პრობლემას უწოდებს. მაგალითისთვის ავიღოთ ბერნი მეიდოფი. თავისი დავარცხნილი თეთრი თმით, კოსტუმით და მოკრძალებული ქცევით, მისი გარეგნობა შეესაბამებოდა ინვესტიციის გენიოსის იმიჯს.მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰქონდა შეკითხვები მის უჩვეულო წარმატებასთან დაკავშირებით, არავინ უღრმავდებოდა საკითხს. მისი სქემა გამოაშკარავდა მაშინ , როდესაც მან დახარჯა ინვესტორებისთვის გადასახდელი ფული. მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო დამნაშავე, იგი მსოფლიოს თვალში უდანაშაულოდ ითვლებოდა.

შეუსაბამობას შეუძლია სხვა გზითაც იმუშაოს და გლადველი იხსენებს კოლეჯის სტუდენტის ამანდა ნოქსის ისტორის, რათა აჩვენოს, თუ როგორ. ამანდა ნოქსი ამერიკელი სტუდენტი, რომელიც სწავლობდა იტალიაში ცხოვრობდა მის ოთახის მეზობელ მერედით კერშერთან ერთად. როდესაც კერშერი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, ნოქსი და ორი ეჭვმიტანილი თანამზრახველი დააპატიმრეს. როდესაც პოლიციამ მას ჩვენება ჩამოართვა, მისი ქცევა არ გავდა უდანაშულოს ქცევას. ხმამაღლა საუბრობდა და მეგობართან ერთად იცინოდა. გამოძიების შემდეგ ის გაასამართლეს, დამნაშავედ ცნეს მკვლელობისთვის და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ გასაჩივრების შემდეგ ნაპოვნი იყო სანდო მტკიცებულებები, რის შედეგადაც ამანდა გაათავისუფლეს. მისი ნამდვილი დანაშაული იყო მისი უცნაურობა, ამბობს გლადველი. ,,ჩვენ შევქმენით სამყარო, რომელიც სისტემატურად ახდენს იმ ადამიანების დისკრიმინაციას, რომლებიც არღვევენ ჩვენს შეხედულებებს გამჭვირვალობის შესახებ”.

ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ბუნებით ცუდი მოსამართლეები ვართ და ჩვენი ხედვა დამახინჯებულია მიკერძოებულობით და ცრუშეხედულებებით. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა, საფუძვლიანი მტკიცებულებების გარეშე.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

კრიზისი და კატასტროფები ჩვენს საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს

რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება და როგორ მოვიპოვოთ ის