Sevent – უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კომფორტი

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. ბევრი სასარგებლო რჩევა მიმიღია მისგან. ზოგჯერ ისიც მეკითხება ხოლმე და ითვალისწინებს ჩემს მოსაზრებას. ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ მასში ის უბრალოებაა, რომ მარტივად ასწავლის სხვებს და თვითონაც სწავლობს მუდამ. თუმცა ახლა მის პიროვნულ მხარეზე როდი გიამბობთ. უბრალოდ წარვადგენ – ეს მაკო ჯაოშვილია და ასევე უბრალოდ ვთხოვ, გაგვაცნოს თავისი საქმე, რომლითაც სხვებს უქმნის კომფორტს.

– მკითხველმა რომ კომფორტულად იგრძნოს თავი, ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავალ. მარტივად გეტყვით რატომ უნდა აირჩიოთ კომპანია „სევენთი“ და რიგითობის გარეშე ჩამოვთვლი, რით შეიძლება დაგაინტერესოთ ჩვენთან ურთიერთობამ.

პირველ რიგში, გასწავლით როგორ დაგეგმოთ საკომუნიკაციო სტრატეგია, რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ თქვენს მომხმარებელს. უფრო მეტი კომფორტისთვის, რა თქმა უნდა გეგმაზომიერად შევასრულებთ ყველა იმ ამოცანას, რასაც თქვენთან ერთად დავსახავთ.

დაგეხმარებით მიზნის განსაზღვრაში და სასურველი შედეგების მიღწევაში. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის შეგირჩევთ შესაბამის სცენარს, რომლის მიხედვითაც თქვენი საქმე უფრო წინ წავა.

თქვენთან ერთად მოფიქრებული ღონისძიებისთვის ადგილის შერჩევიდან დაწყებული ყველა უმცირესი დეტალის გათვალისწინებით თქვენს გასაკეთებელ საქმეებს ჩვენ მოვაგვარებთ.

თქვენ გვითხარით კორპორატიული თავყრილობა გაქვთ, საიუბილეო შეხვედრა თუ პირადი დღესასწაული, ჩვენ შემოგთავაზებთ ორიგინალურ გზას იდეიდან რეალიზების ჩათვლით. წამყვანსაც შეგირჩევთ, მუსიკალურ პროგრამასაც და სცენარსაც, შესაფერის გაფორმებით.

თქვენთვის, თქვენს მაგივრად დავხარჯავთ დროს და ენერგიას, რომ მეტი კომფორტი მიიღოთ და რაც მთავარია, გთავაზობთ ვიყოთ თქვენი პარტნიორი, მხარდამჭერი ყველა სასიკეთო წამოწყებაში.

„სევენთი“ კრეატიული იდეებით აღსავსე ადამიანთა მცირე გუნდია, რომელსაც ფართო მასშტაბიანი ხედვა აქვს და ერთი უცნაური მისწრაფება – შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს. ეს ყველაფერი იმ პოზიტიური მუხტის დამსახურებაა, რომლითაც საქმეს გულმოდგინედ ვეკიდებით.

და მაინც, რით ვართ გამორჩეული?! თქვენთან ერთად ვაშენებთ ურთიერთობებს და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კომფორტი.

ინტერვიუერი: გიორგი მანასიან

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ჯიმი რონი: ხელმძღვანელი ლიდერის 6 პიროვნული თვისება

10 მიმავალი გზა კარიერისკენ და დედობისკენ