in ,

10 საუკეთესო ციტატა დროის შესახებ

1. ნუ იტყვით, რომ დრო არ გაქვთ. დრო თქვენ ზუსტად იმდენი გაქვთ, რამდენიც ჰქონდა მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, თომას ჯეფერსონს, პასტერს, ჰელენ კელერს, ალბერტ ეინშტეინს.

2. დრო მიფრინავს — ეს ცუდი ამბავია. კარგი ამბავი ისაა, რომ საკუთარი დროის პილოტი თქვენ თავად ხართ.

3. წარმატებასა და წარუმატებლობას შორის არის უფსკრული, რომელსაც ჰქვია «მე დრო არ მაქვს».

4. ნუ მოტყუვდებით საკუთარი კალენდრით. წელიწადში იმდენი დღეა, რამდენის გამოყენებაც შეგიძლიათ. ასე შეიძლება ერთი ადამიანისთვის წელიწადში 7 დღე იყოს, მეორესთვის – 365.

5. საჭიროა დროში ინვესტირება და არა მისი ხარჯვა.

6. ჩვეულებვრივი ადამიანი ფიქრობს, როგორმე გაატაროს დრო. ჭკვიანი ადამიანი ფიქრობს როგორ გამოიყენოს დრო.

7. ნუ მისცემთ უფლებას გუშინდელ დღეს თქვენზე გავლენა მოახდინოს დღეს.

8. ერთ-ერთი ნარჩენი, რომლის გადამუშავებაც შეუძლებელია – ტყუილად დახარჯული დროა.

9. თქვენ არ შეგიძლიათ დროის მოკვლა ზიანის გარეშე მარადისობისთვის.

10. თქვენ ვერასოდეს «იპოვით» დროს რამისთვის. თუ გჭირდებათ დრო, აიღეთ ის.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

საქმიანი საუბრის 7 წესი

მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც საქმე საკმაოდ რთულია