10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

1. ქარიზმა
ნუ იფიქრებთ, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. ქარიზმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი თვისება შესაძლებელია გამოიმუშაოთ. ღიმილიანი სახე და იუმორის გრძნობა, ანთებული თვალები, საკუთარი თავის რწმენა – ამ თვისებებს ჯერ არავისთვის უღალატია. ამიტომ ნამდვილად ღირს გარშემომყოფებისთვის სიხარულის მინიჭება ისწავლოთ, აჩვენოთ მათ პოზიტიური ემოციები და კარგი დამოკიდებულება.

2. კომპლიმენტები
საჭირო არ არის ზედმეტად გულახდილი კომპლიმენტები. მიეჩვიეთ გარშემომყოფებში შეამჩნიოთ პოზიტიური თვისებები და ხმამაღლა დააფიქსიროთ ისინი.

3. თავმდაბლობა
საჭირო არ არის საკუთარი საგმირო საქმეების შესახებ საქვეყნოდ ყვირილი. თუ ნამდვილად გინდათ, რომ თქვენით აღფრთოვანებული იყვნენ გარშემომყოფები, მაშინ სჯობს ჩუმად იყოთ ან დამალოთ რაიმე პოზიტიური ფაქტი თქვენი ბიოგრაფიიდან. სულ ერთია, ადრე თუ გვიან ის მაინც გამჟღავნდება. თქვენდამი ინტერესი კი სწორედ მაშინ გაღვივდება, როცა ასეთ თავმდაბლობას გამოიჩენთ.

4. ტაქტიკურობა
ნუ იქნებით შემაწუხებელი. თუ ადამიანს თავს მოაბეზრებთ, მას გაუჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ამიტომ საჭირო არ არის ადამიანის სულში ჩაძრომა, საკუთარი აზრის თავს მოხვევა და ბევრი შეკითხვების დასმა. ზოგჯერ უკეთესია გაჩუმდეთ და მოუსმინოთ სხვას.

5. გულკლეთილობა
ყველას მოსწონს გულკეთილი ადამიანები, ვინც ყოველთვის მზად არის რაიმე რჩევის მოსაცემად ან დასახმარებლად და ცოტა ვინმეს თუ მოსწონს სნობი და ეგოისტი ადამიანი, ვინც მზად არის ნებისმიერი აკრიტიკოს. მაშინაც კი, თუ თქვენ ადამიანი არ მოგწონთ, საჭირო არ არის მოაბეზროთ თავი. ამ სიტუაციაში ღირსეული ქცევა იქნება «არ მოგწონს – არ იურთიერთო»-ს პრინციპი გამოიყენოთ.

6. თავაზიანობა
დაივიწყეთ დაუდევრობა და უხეშობა. თუ გსურთ, რომ ყველა მოხიბლოთ, იყავით კულტურული და დაიცავით ეტიკეტის წესები. მაგრამ საჭირო არ არის მოჩვენებითობა. საკუთარი თავაზიანობა წარმოაჩინეთ რეალურად, როგორც თქვენი აღზრდისა და ხასიათის განუყოფელი ელემენტი.

7. დაივიწყეთ შეზღუდვები
საჭირო არ არის ადამიანებისთვის სხვადასხვა იარლიყების მიკერება, როგორიცაა მაგალითად: «ბოტანიკოსი», «მაჟორი» და ა შ. განზე გადექით სტერეოტიპებისგან და ნუ განსჯით გარშემომყოფებს გარეგნობის მიხედვით. მაშინაც კი, თუ თქვენს წინაშე დგას ასპროცენტიანი «ჰიპსტერი», ეს არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია რაიმე თავისებურება და ინდივიდუალურობა.

8. ღიმილი
ეს ნიშანი ყველასთვის გასაგებია და მსოფლიოს ყველა ენაზე ერთნაირად ხდება მისი ინტერპრეტაცია. რაც უფრო ხშირად გაიღიმებთ, მით უკეთესი. მაგრამ ეს უნდა აკეთოთ ბუნებრივად, ხელოვნურობისა და მოჩვენებითი ქცევის გარეშე.

9. ისწავლეთ მოსმენა
ისწავლეთ არა მარტო მოსმენა, გაგონებაც. ადამიანების უმრავლესობას საკუთარი თავი უფრო უყვარს, ვიდრე სხვები. გამოიყენეთ ეს მომენტი თქვენს სასარგებლოდ. საუბრის დროს ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეს, არ შეაწყვეტინოთ მას. ამით თქვენ მოახდენთ საკუთარი ინტერესისა და მონაწილეობის დემონსტრირებას. გარდა ამისა შესაძლოა დაუსვათ თემიდან გამომდინარე შეკითხვები, რომლებიც მოსაუბრეს დაეხმარება ბოლომდე გაიხსნას.

10. შეეცადეთ არ დაიძაბოთ
ნუ შეეცდებით ზედმეტად დადებითი გამოჩნდეთ, რადგან ეს წარმოგაჩენთ ხელოვნურს და მოჩვენებითს. ნამდვილ «ადამიან მომხიბვლელობას» არ უნდა უნდოდეს, რომ მისით აღფრთოვანდნენ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 ქმედება, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი თავისთვის

1. დაიწყეთ დროის გატარება სწორ ადამიანებთან ეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ყოფნაც თქვენ გაინტერესებთ, ვისაც უყვარხართ და გაფასებენ. ვინც შთაგაგონებთ მიზნების მიღწევისთვის, გმუხტავთ ენერგიით და მხარდაჭერას გიცხადებთ. ისინი გღებულობენ არამარტო

სუპერმეხსიერების განვითარება

გააკარით კედელზე, რომ არ დაგეკარგოთ! სუპერმეხსიერება – როგორ განვივითაროთ ან უბრალოდ არ დავკარგოთ? საჭიროა ტვინის ყოფით პირობებში ვარჯიში – უბრალოდ რამოდენიმე მარტივი წესის გამოყენებით. შესაძლებელია თუ არა სუპერმეხსიერების და სუპერყურადღების

მშობლის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მსოფლიოს შეცვლის

“შენი ბედისწერა უკვე დაწერილია. შენ შეგიძლია დაიჯერო რომ გაქვს არჩევანის საშუალება, თუმცა ჩვენ შენი ბედი უკვე გადაწყვეტილი გვაქვს.” – ამბობს ჩემი საყვარელი ანგელოზი პერსონაჟი ჩემი საყვარელი სერიალიდან. ფენტეზიდან რეალურ ცხოვრებაში

ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი

გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე. 1. ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად. ბ) ალბათ

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან. კრიზისი

ადამიანების 7 ტიპი, რომლებსაც უნდა ერიდოთ

1. მანიპულატორები. ეს ადამიანები მანიპულირების სპეციალისტები არიან. ისინი კარგად განსაზღვრავენ ადამიანის სუსტ მხარეებს და იციან რომელს უნდა ჩაეჭიდონ, რომ აიძულონ მათ სასარგებლოდ მოქმედება. რით არიან საშიშები: ამ ადამიანებთან ურთიერთობა უარყოფითად