10 სასარგებლო ბიზნეს-ჩვევა ყველა დროისთვის

თანამედროვე სამყაროში ყველა ცდილობს დასახულ მიზანს მიაღწიოს სწრაფად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შრომის პროდუქტიულობის ამაღლების რჩევები წარმოუდგენლად პოპულარულია. თუმცა რეალობაა ისიც, რომ არაფერია ახალი მზისქვეშეთში.

მიუხედავად იმისა, რომ სხვები ცდილობენ მოგყიდოთ მოწინავე ტექნოლოგიები ან მოდური გურუ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ძველ, ნაცად მეთოდებს, რასაც ადამიანები იყენებდნენ წლების მანძილზე შრომისუნარიანობის ამაღლებისთვის. რამოდენიმე მათგანის გამოყენებაც კი გარანტირებულად დაგეხმარებათ პროდუქტიულობის ამაღლებაში.

1. განსაზღვრეთ ყველაზე მთავარი. ფოკუსირება გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე. რამოდენიმე წუთი დახარჯეთ იმისთვის, რომ გამოყოთ 3-5 საკითხი, რომლებიც ყოველ დღე უნდა გააკეთოთ. ამით თქვენ გაიუმჯობესებთ საერთო პროდუქტიულობას. გახსოვდეთ, შეუძლებელია კონცენტრაცია გააკეთოთ მნიშვნელოვან საქმეზე, თუ არ იცით რა არის მნიშვნელოვანი.

2. ერთდროულად რამოდენიმე ამოცანას ნუ მოეჭიდებით. ჩვენ ვცხოვრობთ მრავალმიზნობრივი, უნივერსალური მოწყობილობების სამყაროში და ვმუშაობთ მრავალამოცანიან რეჟიმში. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ თქვენ ერთდროულად რამოდენიმე საქმეს აკეთებთ, შესრულებული აქმის ხარისხი მკვეთრად ეცემა. ერთ საქმეზე კონცენტრაცია საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ ის უფრო სწრაფად და შეცდომების დაშვებისგანაც დაგიცავთ.

3. მიყევით თანმიმდევრულად. ბევრ ადამიანს სამუშაო რეჟიმში გადასვლისთვის სჭრიდება დღის განრიგის ზუსტი დაცვა და მათთვის ოპტიმალური დღის რეჟიმი მიყოლა. თუ თქვენ იცით, რომ თქვენთვის მუშაობა უფრო ადვილია როცა ადგებით, ივარჯიშებთ და ისაუზმებთ, მაშინ ეს საკითხები პრიორიტეტულთა რიცხვში ჩასვით, ეს დადებითად იმოქმედებს დღის დარჩენილ ნაწილზე. გარდა ამისა, მსგავსი პროცედურები დღის მანძილზე დაგეხმარებათ სხვადასხვა ამოცანების შესრულება გაიადვილოთ.

4. მოახდინეთ გამავალი ინფორმაციის ნაკადის მოთხოვნის ოპტიმიზაცია. ადამიანების უმრავლესობას არ შეუძლია უარი თქვას სიახლეების, ბლოგების და სოციალური ქსელების ინტერნეტ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის წაკითხვაზე, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა მედიაკონტენტის მოთხოვნა უფრო პროდუქტიული გახადოს. პირველ რიგში მკაცრად დაყავით თქვენი მედიანაკადი, ყურადღება დაუთმეთ მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან და ფასეულ ინფორმაციას. შემდეგ მოძებნეთ გზები, როგორ მოახდინოთ სიახლეებზე მოთხოვნის ოპტიმიზაცია ისეთი ინსტრუმენტის საშუალებით როგორიც არის მაგალითად – HootSuite (სოციალური მედიის მართვის პანელი, რომელიც საშუალებას იძლევა მართოთ და ანალიტიკა გაუკეთოთ თქვენი ინტერნეტ-გვერდების ანგარიშებს) და სტატიების Ofline-ნახვა.

5. იყავით ხანმოკლე – ეს ნიჭის „დობილია“. წერილის წერისას მალევე გადადით ძირითად საკითხზე. დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: თქვენი წერილი ჩაატიეთ ხუთ წინადადებაში, შესაძლებელია უფრო ნაკლებიც.

6. შეასრულეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმე. წიგნში „მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარჩვევა“ სტივენ კოვი ახდენს ჩვენი ამოცანების დაჯგუფებას ოთხ კატეგორიად. პირველი – მნიშვნელოვანი და სასწრაფო. მეორე – არასასწრაფო, მაგრამ მნიშვნელოვანი. მესამე – სასწრაფო, მაგრამ უმნიშვნელო. აქ არის წარმატების გასაღები – მეორე კატეგორიაში მეტი დროის გატარება, მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რომელიც არ არის მიყვანილი კრიზისამდე.

7. მსგავსი საკითხები გააერთიანეთ ჯგუფებად. ამის შესანიშნავი მაგალითია ელექტრონულ წერილებთან მუშაობა. წესად გაიხადეთ ყოველდღიურად შემოსული წერილების დღეში ორჯერ გადამუშავება რომ წარამარა არ მოგიხდეთ ფოსტის გადამოწმება და აქეთ იქეთ ხტუნაობა „პავლოვის ძაღლივით“ რამდენჯერაც შეტყობინებას მიიღებთ ახალი წერილის მიღებაზე. განსაზღვრეთ ის აქტივობები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ საქმიდან თქვენი ყურადღების გადატანას (ელ-ფოსტის გაგზავნა, სატელეფონო ზარები, შეხვედრების დანიშვნა და ა.შ.) და გამოყავით დრო, რომ ყველაფერი ეს ერთიანად გააკეთოთ.

8. მოახდინეთ საკითხების მოხსნა, ავტომატიზირება, დელეგირება. იმისათვის, რომ საქმე ოპტიმალურად კეთდებოდეს, ხშირად საჭიროა იმ საკითხების მინიმიზირება ან მოხსნა, რომელთა შესრულების აუცილებლობა არ არსებობს. პირველ რიგში ამოაგდეთ ყველა უმნიშვნელო საკითხი თქვენი გეგმიდან, განსაზღვრეთ არის თუ არა ისეთი ამოცანები, რომელთა ავტომატიზირებაც შესაძლებელია შაბლონების ან სხვა ტექნოლოგიების დახმარებით. და ბოლოს, მოახდინეთ ყველა ამოცანის დელეგირება, რომლებიც არ მოითხოვენ თქვენს პირად მონაწილეობას. დაავალეთ მათი შესრულება თანამშრომლებს ან დამხმარეებს.

9. იმუშავეთ ონლაინ რეჟიმში. ინტერნეტი შესანიშნავი რამეა, თუმცა უამრავ დროს შთანთქავს. თუ ვერ ახერხებთ მისთვის თავის დანებებას, მაშინ სჯობს გათიშოთ ინტერნეტი და ასე მოახერხოთ საქმეზე ფოკუსირება. მაგალითად ზოგი ადამიანი უამრავ საქმეს ასრულებს თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობისას. ზოგი ადამიანი იყენებს ადგილობრივ კაფეებს, როცა მათ სჭირდებათ რამოდენიმე საათით შეუსვენებლივ მუშაობა.

10. საქმის კეთება დაიწყეთ იმით, რისი გაკეთებაც ბოლოს გინდათ. მნიშვნელობა მიანიჭეთ იმ ამოცანებს, რომელთა შემდეგისთვის გადადებას აპირებთ და თქვენი სამუშაო დღე გაცილებით კარგად ჩაივლის. დაიწყეთ არასასიამოვნო სატელეფონო ზარით ან შეადგინეთ ანგარიში, რომლის მომზადებაც ძალიან არ გინდათ – ამრიგად ეს საკითხები ამოიწურება და ტვირთად აღარ დაგაწვებათ.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

სტატია, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

იყავი ის ვინც გინდა რომ იყო