in ,

The Washington post: საქართველო შავ ზღვაზე პანდემიისგან დასასვენებელ თავშესაფრად დასახელდა

გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის პლაჟები. საქართველს აქვს ახალი ტურისტული პლატფორმა: ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ პანდემიისგან.

საქართველოს რეაგირებას კორონავირუსის პანდემიაზე სხვა ქვეყნებთან შედარებით დადებითი ისტორია აქვს: 746 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 576 გამოჯანმრთელდა და 12 დაიღუპა.

საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ცდილობს ტურისმის ადღგენას covid-19-ის შემდეგ. მაგრამ სამხრეთ კავკასიის ერი, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორისაა მოქცეული, გვთავაზობთ გარკვეულ სტრატეგიას, მათ შორისაა ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი.

,,ჩვენ უნდა შევურიდგეთ იმ ფაქტს, რომ ვერ შევძლებთ იმდენი ტურისტის მოზიდვას, რაც შევძელით წინა წელს, მაგრამ ჩვენ ეს კონკურენტული უპირატესობა უნდა დავამატოთ ჩვენს ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობას, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8000 წლიანი მეღვინება, სამზარეულო, ჩვენი კულტურა და სტუმართმოყვარეობა” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ფრთხილად იწყებენ ტურიზმის ინდუსტრიის დატვირთვას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხე კვლავს არსებობს როგორც პოტენციური მოგზაურებისთვის ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

როდესაც ისლანდია გახსნის საზღვრებს 15 ივნისს, ის მოსთხოვს ყველა ვიზიტორს, გაიაროს ტესტირება კორონავირუსზე ან დათანხმდნენ ორკვირიან კარანტინს, ან კიდევ წარმოადგინონ ოფიციალური დოკუმენტაცია უარყოფით ტესტზე, რომელიც ჩატარებული აქვთ უახლოეს პერიოდში. იმის მიუხედავად თუ რომელ ვარიანტს აირჩევს ტურისტი, მას მოუწევს კონტაქტების დამდგენი აპლიკაციის ჩამოტვირთვა.

საბერძნეთის ყველა საერთაშორისო ვიზიტორი, რომელიც საკუთარ საზღვრებს ხსნის 1 ივლისს, გაივლის სამედიცინო სკრინინგს, რომელიც მოიცავს კორონავირუსის სწრაფ ტესტს. მოსალოდნელია, რომ ღამის ცხოვრება იქნება დახურული. სამაგიეროდ, ტურისტებისთვის რეკომენდებულია მცირე ჯგუფის გარე აქტივობები.

შემთხვევების დათვლა

,,როდესაც საქართველო 1 ივლისს გახსნის საზღვრებს, ეს არ იქნება ყველასთვის. ეს შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოს ანალოგიური ეპიდემიოლოგიურ სიტუაცია აქვს”- განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრიმა ნათია თურნავამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ქვეყნის ელჩებს, რომ იყვნენ მთავარი მარკეტერები მასპინძელ ქვეყანაში. შესთავაზონ მათ ,,უსაფრთხო დერეფნები” რის საშუალებითაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განხორციელება მოხდება. ისრაელი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ბალტიის ქვეყნები, სავარაუდოდ, საქართველოს სიაში პირველ ქვეყნებს შორის აღმოჩნდებიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურების მიღებას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც აქვთ ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევები და სიკვდილიანობა მსოფლიოში.ზოგიერთი ქვეყნის ტურისტისთვის შეიძლება სავალდებულო იყოს წინასწარ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი წარმოდგენა – განაცხადა თურნავამ.

,,თუ ჩვენ გავხსნით საზღვრებს ყველასთვის, ეს ნიშნავს ჩვენი უსაფრთხოების ერთ დღეში განადგურებას” – ამბობს ის. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ პოზიციაზე არ დგას. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ covid-19-თან ბრძოლის შემდეგ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფნებს.

საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის არ იყო ”უსაფრთხო”, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაძაბულობა გამძაფრდა ჩრდილოეთ მეზობელ რუსეთთან. თორმეტი წლის წინ, ორი ქვეყანა მოიცვა მოკლევადიანმა ომმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამო.

გასულ ზაფხულს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით აკრძალა საქართველოში ფრენები და მოუწოდა რუსს ტურისტებს რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ სახლში დაბრუნებულიყვნენ, მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სცადეს შეტევა პარლამენტის შენობაზე, რომლეთა აღშფოთებაც გამოიწვია სპიკერის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის სიტყვით გამოსვლამ.

ნოემბერში, ათეულობით ათასი დემოსნტრანტი გამოვიდა ქუჩაში დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩააგდების გამო და მომიტინგეებმა დაბლოკეს პარლამენტის შენობა.

ტურიზმის ახალი რეალობა

მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ საქართველოში ფიქსირდება ტურისტების რაოდენობის სტაბილური ზრდა – 2001 წელს 3 მილიონზე ნაკლები ვიზიტორიდან წინა წელს მათმა რაოდენობამ 9 მილიონამდე მიაღწია. ეკონომიკის მინისტის განცხადებით, ტურიზმის სექტორი ქვეყნის მშპ-ს თითქმის 12 პროცენტს შეადგენს.

”ჩვენთვის ეს არის საქმიანობა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან. ჩვენ ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა”, – თქვა მან.

,,ქვეყანამ, რომელზეც წარსულში იწერებოდა შიდა არეულობებთან დაკავშირებით, კორონავირუსთან გამკლავებამ მთავრობის მიმართ ზოგადოებრივი ნდობა გამოავლინა“.

საქართველო აგრესიული იყო მისი მიდგომით, სკოლების დახურვის შემდეგ მას მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა.ის აკონტროლებდა ვირუსის გავრცელებას. შეაჩერა პირდაპირი ფრენები “ცხელ წერტილებში”, ატარებდა სამედიცინო სკრინინგებს აეროპორტებსა და საზღვრებზე. დაახლოებით 7,000 სასტუმროს ნომერი გამოყენებულ იქნა საკარატინო ზონად, მარტის პირველი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნებულ მოქალაქეებისთვის.

,,ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და ეს არის ქართული სასტუმროების სექტორის მოქნილობის მაგალითი, რომლითაც ის ადაპტირდება ახალ სტანდარტებთან, ”- განაცხადა თურნავამ. სწორედ ამიტომ არ გვჭირდება დამატებითი დრო ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ადაპტირებისთვის. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას რომ, საქართველო შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მოგზაურობისთვის, რადგან ყველაფერი ეხება პროტოკოლების დაცვას”.

,,2016 წელს CNN-ის შოუში „უცნობი მხარეები” ენტონი ბურდენმა საქართველო აღწერა როგორც ადგილი, რომელსაც ამერიკელების უმეტესობა რუკაზე ვერც კი იპოვის.იმის გამო, რომ ტრადიციული ევროპული ტურისტული ადგილები მაგალითად, იტალია და საფრანგეთი, ერთ – ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია პანდემიით, საქართველოს დაპირებამ უსაფრთხოების შესახებ შეიძლება დააინტერესოს დასავლეთის მოსახლეობა, რომლებიც აქამდე არ განიხილავდნენ საქართველოში მოგზაურობას” – განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.

,,საქართველო შეეცდება პოსტ-კორონავირუსის მოგზაურების მოზიდვას გარე აქტივობების წახალისებით, რაც დისტანცირების დაცვის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ aქტივობებს შორისაა ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულება. ასევე, რამდენიმე კურორტს „მწვანე ზონად“ აცხადებს იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც კონფიდენციალურობისა და სანიტარული ნორმების გარანტია სჭირდება.

,, ჩვენ ტურიზმის ახალ რეალობაში ვართ და ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ხელი შეუწყოს ახალ მიმართულებებს და ახალ ტურისტულ პროდუქტებს, ”- თქვა ნატალია კვაჭანტირაძემ. ,,”როდესაც მოგზაურობთ და გინდათ დასვენება, მნიშვნელოვანია, რომ თავი თავისუფლად, ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იგრძნოთ”.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება და როგორ მოვიპოვოთ ის

მიზანდასახულობის მნიშვნელობა