in ,

როგორ შევძლოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

როგორ შევძლოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – ეს საკითხი ბევრს აღელვებს. გთავაზობთ რიჩარდ ბრენსონის 5 იდეას, რომლებიც თქვენი ახალი ბიზნესის წარმატების შანსებს გაზრდის.

1. ნუ მოკიდებთ საქმეს ხელს, თუ ის არ მოგწონთ
ახალი ბიზნესის შექმნისას თქვენ ბევრი და შეუპოვარი შრომა დაგჭირდებათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომა განიჭებდეთ სიამოვნებას. როცა ახალგაზრდა ბრენსონი თავის ბიზნესს იწყებდა ლონდონის ერთ-ერთ სარდაფში, მას არ ჰქონდა რაიმე გეგმა ან სტრატეგია ბიზნეს-იმპერიის შექმნისთვის. მას უბრალოდ უნდოდა შეექმნა ის, რაც სარგებლობას მოუტანდა სხვა ადამიანებს.
ბრენსონის აზრით ბიზნესის შექმნისას პრიორიტეტულია შემდეგი საკითხები:

  • შექმნათ კომპანია, რომლითაც იამაყებთ;
  • შეკრათ ნიჭიერი ადამიანების გუნდი;
  • ააწყოთ ბიზნესი, რომელიც შეცვლის გარშემომყოფთა ცხოვრებას.

2. იყავით გამომგონებელი – შეცვალეთ სამყარო
ჩვენს დროში წარმატებული კომპანია რომ გქონდეს, საჭიროა რაიმე ახალის შექმნა, ისეთის, რომელიც უკვე არსებულისგან ძირშივე განსხვავდება. მნიშვნელობა არ აქვს რას სთავაზობთ მომხმარებელს – პროდუქტს, მომსახურებას თუ ბრენდს.

მოდით გავიხსენოთ ყველაზე წარმატებული კომპანიები: Microsoft, Apple, Google და Facebook. ყველა მათგანმა მოხიბლა მსოფლიო იმით, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. დღესაც კი ისინი აგრძელებენ რაღაც ახლის გამოგონებას და დანერგვას.
რა თქმა უნდა ყველას არ აქვს გამბედაობა მწვერვალების დაპყრობა დაისახოს მიზნად. თუ თქვენ გსურთ წარმატებული ბიზნესი იქონიოთ – თქვენს კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი ლოტი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებელს ისეთი მომსახურებები შესთავაზოთ, რის შედეგადაც კონკურენტისგან „ქვა-ქვაზე აღარ დარჩება“.

მაგალითად ბრენსონის კომპანია Virgin Atlantic-ის მთავარი ხრიკი – მგზავრების მიმართ ძალიან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.

3. იამაყეთ თქვენი თანამშრომლების მუშაობით
ნებისმიერი კომპანიის ყველაზე ფასეული აქვტივი არის მისი პერსონალი. თქვენი გუნდი არის თქვენი პროდუქტი. მნიშვნელოვანია გუნდში გყავდეთ თავისი საქმის მცოდნე ადამიანები, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები კომპანიის იდეების ერთგულნი იყვნენ.

როცა თქვენ თავად იამაყებთ საკუთარი კომპანიით, ეს გააჩენს ნდობის და ლოიალობის განსაკუთრებულ დონეს და მომგებიანად გამოარჩევს თქვენს კომპანიას კონკურენტებისგან.

4. მოუსმინეთ და ისე იხელმძღვანელეთ
კარგი ხელმძღვანელი არის ის, ვისაც მოსმენა შეუძლია. თქვენი მოსაზრება უდაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ნუ დაიწყებთ თავიდანვე საკუთარი მოსაზრების თავს მოხვევას, ჯერ სხვებს მოუსმინეთ. განხილვით მიღწეული კონსენსუსი არის საუკეთესო ურთიერთობის ფორმატი ბიზნესში.

როგორც ლიდერი, თქვენ გულუხვად უნდა შეაქოთ თანამშრომლები. თავი აარიდეთ ღია კრიტიკას და ყოველთვის აპლოდისმენტებით შეხვდით კარგად შესრულებულ სამუშაოს. გახსოვდეთ, შექებით ადამიანები ყვავილებივით იფურჩქნებიან. როგორც წესი, საჭირო არ არის მათ უთხრათ, რომ არ არიან მართლები, როცა ასეა, ეს ისედაც იციან.

5. იყავით შესამჩნევი
რიჩარდ ბრენსონი იმ ლიდერთაგანია, რომელთა ოფისში ნახვა ძალიან რთულია. თუმცა ის ყოველთვის თავის გუნდთანაა. ზოგჯერ შეიძლება ისე ჩანდეს, რომ სულ გასულია, მაგრამ მას ყოველთვის თან აქვს ბლოკნოტი, რომელშიც იწერს ყველა საკითხს და საუკეთესო იდეებს.

რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა იქონიეთ თქვენს კლიენტებთან და თანამშრომლებთან. ყურადღებით მოუსმინეთ და მათი იდეები აქციეთ რეალობად. შეიძლება ზოგმა თქვას: ეს მუშაობს თუ მცირე ბიზნესი გაქვს, მაგრამ ასე არ არის. უზარმაზარი კორპორაცია Virgin-ის მართვა შესაძლებელია ზუსტად ისე, როგორც მცირე ბიზნესის.

თქვენთვის უკვე ცნობილია როგორ უნდა შეძლოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება. ბიზნესში წარმატების მთავარი კრიტერიუმია: რეაგირება, პროაქტიურობა და კეთილგანწყობა. თუ თქვენ მათზე ააგებთ ბიზნესს, მაშინ აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი!

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

ქცევის 12 ტიპი, რაც ხელს კრავს გარშემო მყოფთ

იგავი: წარმატებას დრო უნდა, ის სწრაფად არ მოდის