სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

ადამიანებს რომლებსაც სჯერათ, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა, ისინი ჰგვანან არარეალიზებულ შესაძლებლობებს. რეალურად კი ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობების ფართო არეალი, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი, რომლის აღმოჩენის შემდეგ მათ ეხსნებათ ფართო გზა, დიდი წარმატებებისკენ თუმცა, რაც მანამდე დხდება ესაა მთავარი და გარდამტეხი ყოველთვის ცხოვრებაში…

თუ ადამიანს არ მოუნდა საკუთარ თავზე მუშაობა, წინ წასვლა, განვითარება, წარმატების და კეთილდღეობის მიღწევა ყველა მისი ბუნებრივი თუ ღვთით ნაბოძები ნიჭი არის ამაო და რჩება ისინი არარეალიზებულ შანსებად და შესაძლებლობებად.

ყველას თავის მიზეზი აქვს რატომაც არ აქვთ მათ სტიმული და მოტივაცია იღწვოდნენ სულ წინ და ზემოთ ამ ცხოვრებაში. მათ არ აქვთ იმის მოთხოვნილება, რომ მიაღწიონ რაიმე მიმართულებით რაიმე სახის წარმატებას და ამით სხვებისთვის გახდნენ მაგალითის მიმცემი. ყველა პრობლემა და დაბრკოლება ქრება მაშინ, როცა გადაწყვეტილება მიიღება მტკიცედ და ადამიანი ამბობს: -მე ეს მინდა და ე.ი. იქნება!

და სანამ ამ გადაწყვეტილებამდე არ მივდა და შინაგანად არ იგრძნობს წინსვლის და წარმატების მიღწევის დიდ სურვილს, მანამდე ნებისმიერი რჩევა-დარიგება, წიგნები, ლექციები თუ სტატიები ამაოა და სრულიად უსარგებლოა მისთვის. ამიტომ თუ თქვენ ამ ეტაპზე გრძნობთ, რომ უბრალოდ ცოტა მაინც უკეთესი ცხოვრება გსურთ, ცოტა უფრო საინტერესო, ცოტა უფრო ხალისიანი და ბედნიერი მომენტები ცხოვრებაში, ეძიეთ ის მაინც რა გაგახარებდათ, როგორი ცხოვრების სტილით იცხოვრებდით, ვინ იქნებოდით, როგორი, სად იმუშავებდით, სად დაისვენებდით, რამდენჯერ და ვისთან ერთად. ანუ გახსენით თქვენი წარმოსახვა და მიეცით ოცნებას თქვენი საყვარელი მუსიკის ფონზე.

რა იცით რა ხდება, იქნებ და უცებ გონებაში რაღაც ისე ‘’გადაგიტრიალდეთ’’ და ისე შთაგაგონოთ თქვენმა ოცნებამ და უკეთესი მომავლის წარმოსახვამ, რომ არა მხოლოდ ძალა მოგეცეთ მოქმედების დასაწყებად არამედ, სრულიად შეიცვალოთ აზროვნება საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და იმდენად მიზანდასახული, შრომისმოყვარე, წარმატებული და საინტერესო პიროვნება გახდეთ სულ რამოდენიმე წელში, რომ მერე უკვე თქვენ გახდეთ სხვა ადამიანების მოტივაციის წყარო, რომ შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ.

ალბათ, თქვენ ამ დროს ჩაგერთვებათ გონებაში ავტომატურად შიში, რომელსაც წარმატების ან წარუმატებლობის შიში ჰქვია, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ. არასოდეს არ უნდა შეგეშინდეთ კრიტიკის და ნეგატიური შეფასებების, რადგან ძლიერია არა ის, ვისთვისაც ქვები არ უსროლიათ, არამედ ის, ვინც მისგან მყარი ფუნდამენტის აგება შესძლო.

ასე რომ, პირველ ჯერზე იოცნებეთ მაინც უკეთეს ცხოვრებაზე, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ, გადახედეთ თქვენს ღირებულებებს, დაისახეთ დროში გაზომვადი მიზნები, შექმენით სამოქმედო სტრატეგია და გათვალეთ შემდეგი ნაბიჯები და თუ თქვენ ჯიუტად და შეუპოვრად დაიწყებთ ამ გზაზე სიარულს, წინასწარ გილოცავთ ყველა დიდ მიღწევას, რომელსაც სწორედ თქვენ ამგვარი მოქმედებით მიაღწევთ.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 ნაბიჯი თვითმყოფადობისკენ

თუ თქვენ მოგბეზრდათ დინების მიმართულებით ცურვა და არ გყოფნით ცხოვრებაში ე.წ. დრაივი – ეს იმას ნიშნავს, რომ დროა გადახვიდეთ ჩვეული გზიდან და გაუყვეთ თვითმყოფადობის ბილიკს. ეს მარტივი არაა, თუმცა ყველას

მოტივაციისა და წარმატებისათვის

პატარა მოხუცებული ქალბატონი მიდიოდა ქუჩაში და ხელში ეჭირა ორი ცელოფანის ტომარა, რომელსაც ჩვეულებრივ, ნაგვისთვის იყენებენ ხოლმე. ერთ–ერთი მათგანი გახვრეტილი იყო და იქიდან 20 დოლარიანი კუპიურები ცვიოდა. პოლიციელმა ეს შეამჩნია და

დააკვირდით გარშემომყოფებს და აღმოაჩინეთ მათში ნიჭი

რამდენჯერმე შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებიც თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათგან მოდის ენერგია და ჩვენ ვგრძნობთ,რომ მათ “გადაჭარბებული” წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და იდუმალების ბურუსში არიან გახვეული. ჩვენ თუ

ცხოვრების მოკლე წესები

თუ შეპირდით გადმორეკვას – გადაურეკეთ. იგვიანებთ? გამონახეთ საშუალება შეატყობინოთ ამის შესახებ. არ დასცინოთ სხვის ოცნებებს. არ დაუბრუნდეთ ადამიანებს, რომლებმაც გიღალატეს. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან – მომენტი, როცა ისინი აღარ გეყოლებათ,

13 უსარგებლო რამ, რომლისგან გათავისუფლებაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ

1. გათავისუფლდით მოთხოვნისგან, მუდმივად ამტკიცოთ თქვენი სიმართლე ჩვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც ურთიერთობების დანგრევის პირასაც კი არ შეუძლია შეეგუოს, აღიაროს რეალობა და სხვა თვალით შეხედოს ამ ყველაფერს. 2. შეწყვიტეთ კონტროლი

ეს საიტი საშუალებას იძლევა იშოვოთ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას!

დასავლეთში სწრაფად ვითარდება და პოპულარული ხდება სტარტაპი Jobbatical.com ის ადამიანებს საშუალებას აძლევს სამსახური იშოვონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წლის მანძილზე. სტარტაპმა მსხვილი ინვესტორების ყურადღბა მიიქცია. Techcrunch-ი წერს: «Jobbatical-მა წარმატებით დახურა