პროფესიონალი ადამიანის განმასხვავებელი 7 ნიშანი

1. მუდმივი განათლება
შეცდომა, რომელსაც ადამიანების 99% უშვებს არის, ის, რომ თვლიან თითქოს ყველაფერი იციან. როგორც კი აღიარებთ, რომ დასრულებული განათლება გაქვთ ამა თუ იმ სფეროში, ზუსტად იმ მომენტიდან იწყებთ დეგრადაციას, რადგან სხვები სწორედ ამ დროს მიიწევენ წინ და ადიან განვითარების ახალ საფეხურზე, თქვენ კი მათ ფონზე მიდიხართ უკან, ან უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილას რჩებით – მარტივია. მუდმივი განათლებით ფორმაში ხართ და მოქნილი ხდებით, რაც ასევე გეხმარებათ სწრაფად გაუმკლავდეთ რთულ ამოცანებს. ისწავლეთ მუდმივად, მოსინჯეთ რამე ახალი და იმის საწინააღმდეგო, რაც უკვე გაქვთ და იცით, გაეცანით სხვადასხვა შეხედულებებს და შეაჯამეთ.

2. საძირკველზე ორიენტაცია
საშუალო დონის სპეციალისტის აღენიშნება სწრაფი შედეგების სინდრომი. იგივე სინდრომი აქვთ ნარკომანებს და სულიერად სუსტ ადამიანებს. მათ სურთ ძალიან სწრაფად მიიღონ კაიფი, შედეგი, ყველაფერი ერთდროულად. ასეთი ტიპის ადამიანები სწრაფად გამოდიან წყობიდან და იწყებენ წუწუნს იმის ნაცვლად, რომ იბრძოლონ და სხვა გზა სცადონ შედეგის მისაღწევად. სავარაუდოდ, ასეთი რეაქცია დაკავშირებულია ადამიანის აღზრდასთან, ბავშვობაში ალბათ ეცოდებოდათ, მის ნაცვლად აკეთებდნენ საქმეს, მის ნაცვლად პასუხობდნენ, მის ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, შეცდომის დაშვების უფლებას და საშუალებას არ ძლევდნენ… ასეთ ადამიანებს არ უნდათ დიდხანს ერთი და იგივე საქმეზე იმუშაონ, რადგან ამას არ ახლავს სწრაფი შედეგი, მათი ყურადღება ამ დროს მიმართულია საძირკველზე და არა ლამაზ ფასადზე. ამიტომ, საძირკველი სახლში ჩაასხით, შემდეგ ადვილად რომ შეძლოთ კედლების ამოყვანა და გადახურვა – დიახ, საქმის კეთება მშნებლობასავით არის, იწყებ საძირკვლით და ეტაპობრივად მიყვები. დიდი საქმე ყოველთვის პატარა ნაბიჯებით კეთდება. განვლილი გზის ბოლოს უნდა გაგახაროთ გლობალურმა შედეგმა და არა წვრილმანებმა.

3. სტანდარტი მუშაობის პროცესში
ნებისმიერ პროფესიონალს აქვს დასაშვები საზღვრების გაგება და პრინციპები. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, პროფესიონალები ყოველთვის გარკვეული სტანდარტებით მოქმედებენ, განსაზღვრავენ როგორ აკეთონ სწორად და მიყვებიან ამ წესებს მაშინაც კი, როცა სხვები ამბობენ, რომ საჭირო არ არის ამდენი მცდელობა. სწორედ ამ შინაგანი სტანდარტების დამსახურებით, რომლებიც პროფესიონალ ადამიანებს გააჩნიათ და იცავენ, ჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობაც. ასეთ ადამიანებს შეგიძლიათ ენდოთ და დაეყრდნოთ. შინაგანი სტანდარტების არმქონე ადამიანები უყურადღებოები არიან, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა ხარისხს, არამედ შთაბეჭდილების შექმნას – თითქოს მუშაობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღონ ფული და შაბათ-კვირას კარგად დაისვენონ. შექმენით ნორმის თქვენი პირადი დონე და მიყევით მას.

4. მსუბუქი აკვიატება
ერთ ცნობილ გიტარისტს ჰკითხეს: რაში მდგომარეობდა მისი გენიალური შესრულება და მან უპასუხა, რომ დღეში 8 საათი ვარჯიშობდა. პროფესიონალი არაპროფესიონალისგან იმით განსხვავდება, რომ საკუთარ საქმეს მეტ დროს უთმობს, რაც მას ხელს უწყობს მიიღოს მეტი გამოცდილება და მეტი შედეგი. სწორედ ძლიერი კონცენტრაციის და მსუბუქი აკვიატების წყალობით მიიღება უფრო მეტი შედეგი. თუ რამეს აკეთებ 100%-ით ამ საქმით უნდა დაკავდე. თუ გეუბნებიან, რომ გიჟი ხართ და რაღაცას ზედმეტად დიდ დროს უთმობთ, იცოდეთ, რომ სწორად მოქმედებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ეს საქმე მოგწონთ და გაინტერესებთ. ბოლო დროს ადამიანები სულ უფრო კარგავენ რაიმეზე დიდი ხნით კონცენტრაციის უნარს, იყავით ამ მხრივ გამორჩეული. კონცენტრაცია და ყურადღების ხარისხი – ყველაზე ძლიერი თვისებაა შედეგის მიღწევისთვის.

5. მედალიიონის მეორე მხარე
როგორც მუშაობ, ისე ისვენებ. ყურადღება მიაქციეთ დასვენების ხარისხს, რადგან ის სარკისებურად ასახავს თქვენი მუშაობის ხარისხს. თუ თქვენ მუდმივად შრომობთ და ვერ წყდებით საქმეს, უბრალოდ ღუპავთ საკუთარ თავს. ეს ყველაფერი ჰგავს იმას, რომ მტვერსასრუტი გამოიყენოთ მუდმივად და არ გაწმინდოთ. დროთა განმავლობაში ის უბრალოდ შეწყვეტს მტვრის შესრუტვას. ასე იქნება თქვენ შემთხვევაშიც, იშრომებთ მთელი ცხოვრება და არანაირი შედეგი არ გექნებათ. დასვენების და ყველაფრისგან გადართვის შესაძლებლობა (სოც ქსელი, ფოსტა, ზარები , SMS) – მუშაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ოქროს კვერცხის მადებარი იხვი ოქროს კვერცხზე უფრო მნიშვნელოვანია. ლოგიკა – დაისვენეთ ისე, რომ ენერგია კი არ დახარჯოთ, დააგროვოთ.

6. ექსპერიმენტები და შიშის შეგრძნების არქონა
საინტერესო პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უსაფრთხოდ ყოფნის სურვილი ზღუდავს აზრვონებას, ქმედებას, სურვილებს და ამავდროულად ბლოკავს კრეატიულობას, ინოვაციებს, პროგრესს და განვითარებას. პროფესიონალობა ერთის მხრივ ნიშნავს კანონებისა და პრინციპების მიყოლას, ხოლო მეორეს მხრივ სხვა კანონებისა და პრინციპების დარღვევას, რაიმე ახლის ცდას, ექსპერიმენტობას, იმის კეთებას, რაც სხვას მანამდე არ გაუკეთებია. მხოლოდ ამის წყალობით არის შესაძლებელი ახალი გამოცდილებისა და ახალი შედეგების მიღება. პროფესიონალს რაიმე საინტერესოს და ახლის კეთების ინტერესი უფრო მკაფიო აქვს, ვიდრე შეცდომის დაშვების შიში.

7. პირადი ინტერესი და საკუთარ ფასეულობებთან ერთობლიობა
ნებისმიერი საქმიანობა არის შესაძლებლობა, ხოლო თქვენ, როგორც ადამიანი, ხართ უნარ-ჩვევების მატარებელი, რომელთა გამოვლენა შეგიძლიათ ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე. ამიტომაა, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვირჩევთ ამა თუ იმ საქმიანობას, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ გარკვეული შინაგანი პრინციპებისა და ინტერესის მიხედვით. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავაიგნოროთ საკუთარი თავი და პროფესიონალიც სწორედ პირადი სივრციდან ავლენს არამარტო თავის ნიჭს და შესაძლებლობებს, ასევე ადამიანურ ფასეულობებს. თუ თქვენ საქმიანობაში არ შეგიძლიათ გამოავლინოთ პიროვნული უნიკალურობა და მიყვეთ საკუთარ ფასეულობებს, დიდი შედეგები ნაკლებად გექნებათ. ნებისმიერი საქმე იქნება ცუდად შესრულებული, თუ საკუთარ ბუნებას ეწინააღმდეგებით. საუკეთესო მდგომარეობაა იყოთ ის, ვინც ხართ.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რატომ არის საჭირო ნელი და არა ბევრი მუშაობა

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული