როგორ ვმართოთ ბრაზი? – სამი ნაცადი მეთოდი

თუ თქვენ მშვიდი და თავშეკავებული პიროვნება ხართ, არასოდეს იმაღლებთ ხმას გარშემომყოფებზე, არ ეძებთ ნივთს, რომლის სროლაც შეიძლება მოსაუბრისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრაზი ვერ მოგერიათ შინაგანად. სინამდვილეში, თუ თქვენ არ გამოხატავთ ბრაზს (და არც არასოდეს გიცდიათ ეს), მაშინ ის გიგროვდებათ შინაგანად და ადრე თუ გვიან თქვენ სტრესის „უხვ მოსავალს“ მოიმკით, დაითრგუნებით და ჯანმრთელობასაც შეირყევთ. ზოგ ადამიანს თავისი ქცევით ან ნათქვამით ისე გამოვყავართ წყობიდან რომ ამას ვერც კი ხვდება.

ფიქრობთ, რომ გაბრაზების ჩვენება ხელმძღვანელისთვის არაგონივრულია, ხოლო ბავშვებზე ან მშობლებზე ამ ბრაზის გადატანა – უბრალოდ ამორალური? მთელი ძალით ცდილობთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე სხვების დასანახად? სამწუხაროდ ეს თავის მოტყუებაა და თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. რა უნდა ქნათ? რამოდენიმე მარტივი სავარჯიშო დაგეხმარებათ შეამციროთ ან სულაც გაანადგუროთ დაგროვილი ბრაზი ისე, რომ საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. ფაქტიურად ნახევარ წუთში თქვენ შეძლებთ გამოუშვათ დაგროვილი ნეგატივი. რაც ყველაზე მოსახერხებელია – თქვენ შეგიძლიათ ეს ვარჯიშები ნებისმიერ დროს შეასრულოთ: არავითარ მომზადებას ან განსაკუთრებულ პირობებს ისინი არ საჭიროებენ.

„საქანელა“ – დაჭიმეთ ყველა კუნთი მაქსიმალურად, შემდეგ კი ღრმად შეისუნთქეთ. 5 წამით შეიკავეთ სუნთქვა და დაჭიმულ მდგომარეობაში მყოფი კუნთები. ამოისუნთქეთ! ამოსუნთქვის დროს შეიგრძნობთ როგორ გშორდებათ დაძაბულობა, როგორ ტოვებს თქვენს სხეულს. ეს ვარჯიში რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ. შეიგრძენით ბოლომდე რაც ხდება თქვენს სხეულში, გადადგით ერთი ნაბიჯი წინ და დატოვეთ უკან „ბრაზის გროვა“.

„საჰაერო ბუშტი“ – გაბრაზდით? მაშინვე წარმოიდგინეთ, რომ ბუშტი ხართ. თქვენ იბერებით, თქვენი ფილტვები კი სუფთა ჰერით ივსება. ხელები მაღლა ასწიეთ, როცა ბუშტი „გასაფრენად“ მზად იქნება. შემდეგ ნელ-ნელა გამოუშვით ჰაერი. ხელები ჩამოუშვით, სხეული მოადუნეთ. ბუშტი სრულად დაჩუტეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 2-3-ჯერ.

„ღიმილი“– დაჯექით მოხერხებულად და დახუჭეთ თვალები. მოადუნეთ სახის კუნთები, წარმოიდგინეთ, რომ ისინი თებება, კარგავენ სიმყარეს და დნებიან. ყურადღება მიაქციეთ ტუჩების კუთხეებს. წარმოიდგინეთ როგორ გადის თქვენი ტუჩები განზე, ხოლო თქვენს სახეზე ჩნდება ღიმილი. საერთოდ არ გჭირდებათ რომ გაიღიმოთ, იმისათვის, რომ დაძლიოთ ბრაზი! ცოტა მოთმინება და თქვენ შეიგრძნობთ, როგორ თავისით გაგეხსნებათ ბაგეები ღიმილისთვის, სხეულში კი სიხარულისა და სიმშვიდის შეგრძნება გაგიჩნდებათ. შეეცადეთ ეს ვარჯიში შეასრულოთ ყოველ დღე. თქვენ გაოცებული დარჩებით იმით, რომ „მომღიმარი ბუდას“ მდგომარეობა თქვენი ყოველდღიური ჩვევა გახდება.

ნუ დაიგროვებთ შინაგანად ნეგატიურ ემოციებს, რეგულარულად შეასრულეთ ეს სავარჯიშოები და მოიპოვებთ სიმშვიდეს და სიხარულს!

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რატომ უმართლებთ ცხოვრებაში და ბიზნესში ოროსნებს უფრო მეტად, ვიდრე ხუთოსნებს?

ვიქტორიანული ეპოქის ჯენტლმენების ქცევის წესები, რომელსაც აქტუალობა არ დაუკარგავს