როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ბავშვებთან ერთად

ჩვენს ცვალებად სამყაროში, ბევრ ჩვენგანს უწევს სახლიდან მუშაობა. ცვლილებებით გამოწვეულ სტრესს ემატება ისიც, რომ სკოლები დაკეტილია და ბავშვებიც შინ არიან.სახლში მუშაობის დროს გართობასა და მუშაობას შორის ბალანსის პოვნა საკმაოდ რთულია. ბავშვებთან ერთად სახლიდან მუშაობა კიდევ უფრო რთული.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რათა ბავშვებთან ერთად სახლიდან მუშაობა ყველას გაუადვილოთ.

მოიწყეთ საკუთარი სივრცე

ეცადეთ სახლში იპოვოთ ადგილი, რომელიც გახდება თქვენი სამუშაო სივრცე.მიუხედავად იმისა, რომ მაცდურია უბრალოდ ლეპტოპთან ერთად დივანზე წამოწოლა, სახლში ყურადღების გამფანტავი ბევრი ფაქტორია.
იდეალურ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ საკუთარ ოთახად სახლში, არსებული სათადარიგო საძინებელი, ვერანდა ან სხვა სივრცე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დადგით სამუშაო მაგიდა იქ სადაც შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო ზონა და სხვებს აუკრძალეთ მისი გამოყენება.
გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ, რათა შექმნათ გარკვეული ფიზიკურად განცალკევებული სივრცე სახლის დანარჩენი ნაწილისგან. თუ თქვენ გჭირდებათ საძილებლის და სასადილო ოთახის გამოყენება, 100 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური გამყოფი კედელი,რომელიც თქვენს სამუშაო ადგილს გამოყოფს დანარჩენი ოთახისგან.
შემდეგ დააწესეთ წესები. მაგალითად: ,, როცა დედა/მამა ზის სამუშაო მაგიდასთან არ შეაწუხოთ’’.
დაიმახსოვრეთ, პატარა ბავშვები მიჩვეულები არიან მშობლებთან თამაშს, როდესაც ისინი სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან.როდესაც თქვენი შვილები სახლში გხედავენ,ფიქრობენ რომ სამართლიანად სურთ თამაში და გართობა. ბავშვებს არ ესმით რა ხდება ამ განსაკუთრებულ დროს, ამიტომ მნიშვნელოვანია საზღვრების და წესების დაწესება.

 

შეადგინეთ განრიგი

თქვენთვის სამუშაო ადგილის შექმნის გარდა, შექმენით სამუშო გრაფიკი. გააგებინეთ ოჯახს როდის მუშაობთ და როდის გეგმავთ შესვენებას.
მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ თქვენს შვილებს რომ იმუშავებთ 9 დან 11 საათამდე,შემდეგ დაისვენებთ 30 წუთით, რომელსაც მათთან სათამაშოდ გამოიყენებთ.
თუ თქვენი სამუშაო ართულებს ასეთი გრაფიკის შექმნას, მაშინ შექმენით სიმბოლო როდესაც მუშობთ/არ მუშობთ.ხელნაკეთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს ხელმისაწვდომი ხართ თუ დაკავებული.
ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სახლიდან გეტყვიან, რომ საზღვრების დაწესება რთულია. თქვენ რეალურად არასდროს ბრუნდებით სამსახურიდან, როცა მუშაობთ სახლიდან, რის გამოც ადვილად ერთვებით შეუსვენებლივ სამუშო პროცესში. ყოველდღიური გრაფიკის დაწესება დაგეხმარებით ამის დაძლევაში.
თუ თქვენი შვილები არიან პატარები და დღისით იძინებენ ან ადრე მიდიან დასაძინებლად, მიიჩნიეთ მათი ძილის დრო თქვენს სამუშაო დროდ.
დღესდღეობთ ბევრი ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ბავშვების სახლში ყოფნა. თქვენ ასევე შეიძლება დაგჭირდეთ განრიგის დაწესება მეუღლესთანაც.

აიკეთეთ ყურსასმენები

ადამიანთა უმეტესობა არ ატარებს ყურსასმენს, როცა იმყოფება კორპორატიულ გარემოში. ახლა ეს შეიცვალა. შესაძლოა სწორედ ახლაა საუკეთესო დრო მაღალი ხარისხის ყურსასმენებში ინვესტირებისათვის სახლიდან სამუშაოდ.
გამოიყენეთ ყურსასმენები გარე ხმაურის დასახშობად და ფოკუსირდით საქმეზე. თუკი მუშაობის დროს მუსიკის მოსმენა არ მოგწონთ, შეგიძლიათ გადმოიწეროთ აპლიკაციები და მოუსმით თეთრ ხმაურს ან სხვა ხმებს, რომლებიც დაგეხმარებათ პროექტზე კონცენტრირებაში.
დარწმუნდით, რომ იყიდეთ ყურსასმენი ხმაურის დამხშობი ტექნოლოგიით. მოიძიეთ ყურსასმენი მიკროფონით თუ სახლიდან უამრავი ზარის და ვიდეოკონფერენციის განხორციელება გიწევთ.

დააწესეთ ჯილდოს სისტემა

ახლა ყველას შფოთვა აწუხებს. თქვენი შვილები მიჩვეული არიან სკოლაში ყოფნას და ეს მათთვისაც გამაღიზიანებელი და რთულია.
ჩამოაყალიბეთ ჯილდოს სისტემა, რომელიც მათ მადლობას გადაუხდის თქვენი სამუშაო სივრცის და გრაფიკის პატივისცემისთვის. ასევე შეგიძლიათ დააჯილდოოთ ახალი სამუშაოების შესრულებისთვის, როგორიც არის ძაღლის გასეირნება.
მაგალითად, მიეცით თქვენს შვილებს ვარსკვლავი ყოველდღე იმისთვის, რომ ისინი პატივს სცემენ თქვენს სამუშაო ადგილს. დააჯილდოეთ ისინი დესერტით ან ახალი ვიდეო თამაშით.

ჩამოტვირთეთ სტრიმის ნაცვლად

Zoom meetings. Skype. Netflix
როგორც წესი,მათი უმეტესობა არ ხორციელდება ერთდროულად.ეს განსხვავდება ჩვენს ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც ყველა ერთდროულად არის სახლში.
და როცა თქვენ გჭირდებათ სამუშაოს შესრულება, უნდა დარწმუნდეთ რომ გაქვთ საკმარისი გამტარუნარიანობა სამუშაო ზარების და სხვა ფუნქციების შესანარჩუნებლად.
ორივე Netflix და Amazon Prime საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჩამოტვირთონ ბევრი ფილმი და შოუ, ვიდრე გაუშვან stream რეჟიმში.(Spotify ასევე გთავაზობთ მუსიკის ჩამოტვირთვის საშუალებას). ჰკითხეთ თქვენს შვილებს რომელი შოუ მოსწონთ, შემდეგ ჩამოტვირთეთ ისინი ღამით, მაშინ როდესაც არ იყენებთ ინტერნეტ კავშირს სამუშაოდ.

მიეცით ბავშვებს პროექტი

როდესაც იცით რომ დაკავებული იქნებით, დარწმუნდით რომ ასევე იქნებიან ბავშვებიც. დაგეგმეთ კითხვის, ფილმის ან საშინაო დავალების დრო, იმ მონაკვეთში როდესაც თქვენ უნდა გქონდეთ სატელეფონო ან ვიდეო კონფერენცია.ან ნება დართეთ ითამაშონ ვიდეო თამაში ან სხვა სასურველი საქმიანობა მხოლოდ მაშინ, როდესაც მუშაობთ, რათა ხელი არ შეგიშალონ.
თუკი ჭკვიანურად დაგეგმავთ ყველას დროს, შეძლებთ სახლიში მშვიდობის შენარჩუნებას – ცოტა ხნით მაინც!

არ არის საჭირო სუპერგმირი იყოთ

სახლიდან მუშაობა რთულია საუკეთესო პირობებშიც კი. სახლში მუშაობა ოჯახთან ერთად კიდევ უფრო რთული. ამას დაუმატეთ ბავშვების სწავლის აუცილებლობა,როდესაც ისინი იმყოფებიან გახანგრძლივებულ არდადეგებზე,ეს ზეწოლა საკმარისია იმისათვის, რომ საუკეთესო ადამიანებმაც კი ხელი ჩაიქინიონ სასოწარკვეთისგან.

დაიმახსოვრეთ, ესეც გაივლის.თქვენი ოჯახის ფსიქიკური კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაში დარწმუნებული ყოფნა რომ არ გამოტოვონ მცირე რამ სკოლის პროგრამიდან.ყველა ერთ ნავში ვზივართ.

სანამ გვიწევს ბავშვებისთვის სახლში სწავლება, პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ მათ ზოგად კეთილდღეობაზე. თქვენ არ გჭირდებათ სუპერგმირობა.უბრალოდ გააკეთეთ მაქსიმალური რაც შეგიძლიათ ამ რჩევების შესაბამისად.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ჟენევა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარებაზე ჯარიმებს აწესებს

მოტივაციის 10 გზა პანდემიის დროს