ახალი იდეების, გეგმების, ბიზნესის, ცხოვრების ცვლილების და სიახლეების განხორცილებაში ხელს ყველაზე მეტად სიზარმაცე და სტიმულის არ ქონა გვიშლის.
როდესაც გვაქვს მიზანი, განვითარდეთ ნებისმიერი მიმართულებით, ყველაზე დიდი დაბრკოლება პირველ რიგში, ვართ ჩვენ. ანუ, მომენტი როდესაც სათანადოდ არ ვაფასებთ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს .
როდესაც გაქვს იდეა, რომლის განვითარებას ჭირდება მონდომება, გონებაში დალაგებულია გეგმა, ამ დროს რა ხდება? რა და ჩვენი მეორე მე გვეუბნება, რომ მაინც არაფერი გამოვა, სხვა ბევრმა უკვე გააკეთა, სცადა.
გვეშინია სიახლეების და პარალელურად უფრო ის ფიქრი გვებრძვის, რომ ეს არ მოიტანს შედეგს და ა.შ.
ამის ფონზე სიზარმაცე რა თქმა უნდა წინა ფლანგზე იწევს და ვნებდებით, ვაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას და მოქმედებას.
გავიაროთ სიზარმაცის დაძლევის მარტივი ქმედებები. აიღეთ კალამი და ე.წ ბლოკნოტი, რომელშიც ჩანაწერს გააკეთებთ თქვენს იდეაზე, იდეის უკეთ გასაცნობიერებლად გააკეთეთ მისი გაშლა, რაც მოიცავს გეგმის დაწერას პატარ -პატარა შენიშვნებს და დამატებით აზრებს.
ეს ქმედება საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გავითავისოთ და მხოლოდ გონებაში არ დარჩეს, რაც შემდეგ მარტივად შეიძლება დაილექოს ჩვენი გონების ბნელ ადგილას, რადგან ჩვენში არსებული მეორე მე ძალიან იბრძვის, რომ სიზარმაცემ გვძლიოს.
არსებობს ასეთი ფრაზა: „სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და უფრო მეტად ინანო.“ როდესაც იდეა გვაქვს შესაბამისად აუცილებლად გვექნება მისი გეგმა ასე ვთქვათ ჩონჩხი, რომლის ხორცის შესასხმელად ერთადერთი რისი გაკეთებაც გვიწევს არის ის, რომ არ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, ვებრძოლოთ საკუთარ თავს სიზარმაცის დასამარცხელბად, რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია და სტიმულის არ ქონაც მისი მთავარი დამსახურებაა.
ეს დიდი გამოწვევაა, რომელშიც ბრძოლა ჩვენ, ჩვენს მეორე მესთან გვიწევს და რა თქმა უნდა ეს არ არის ადვილი, მაგრამ როდესაც ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიხარ ეს ამად ნამდვილად ღირს.
ავტორი: ეკატერინა სესიკაშვილი