in ,

როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან

ზოგჯერ ბიზნესმენს უწევს მოლაპარაკებები აწარმოოს ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. ისინი ბევრნი არიან, “მსხვილი” ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, უბრალოდ ავტორიტეტული ადამიანები. როგორ მოვილაპარაკოთ მათთან?

არსებობს გარკვეული სირთულეები.
1. ასეთი ტიპის მოლაპარაკებების სირთულე როგორც წესი მდგომარეობს იმაში, რომ ძალაუფლებით აღჭურვილ ადამიანებს თქვენგან არაფერი არ სჭრიდებათ.

2. რთულია ამ ადამიანების რაიმე საკითხით დაინტერესება, გარდა ფულისა, რომელიც თქვენ ან ბევრი არ გაქვთ, ან საერთოდ არ გაქვთ.

3. თქვენ მათ არ აინტერესებთ. მათთვის არც საფრთხეს წარმოადგენთ და ისიც ნაკლებად შეგიძლიათ, რომ რამე ავნოთ. თქვენ შეგიძლიათ მათზე გავლენა იქონიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მატერიალურად დააინტერესებთ. სხვა მხრივ თქვენ საერთოდ არ არსებობთ მათ სუბიექტურ რეალობაში. თუ შემაწუხებელი იქნებით, მათთვის გაცილებით ადვილია მოგიცილონ თავიდან, ვიდრე რაიმე მოგცენ ან გააკეთონ თქვენს სასარგებლოდ.

მსგავსი სიტუაციისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  1. არასოდეს არ ისაუბროთ მათთან მუქარის ან საჩივრის ტონით. მსგავსი რამ არ მუშაობს და ამით საკუთარ თავს მიაყენებთ ზიანს.
  2. შეეცადეთ ურთიერთობისას მათთან ისაუბროთ როგროც თანასწორთან. შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ ამ ადამიანის მიღწევებს, აღნიშნოთ ცალსახად, რომ თქვენც საკმაო მიღწევები გაქვთ და შესაძლოა ამ ეტაპზე უკვე საერთო ინტერესებიც გამოიკვეთოს თქვენს შორის, რასთან დაკავშირებითაც გსურთ საუბარი.
  3. თუ თქვენ გეშინიათ და მასზე ნაკლებმნიშვნელოვნად თვლით საკუთარ თავს, რა თქმა უნდა საუბარი რთული იქნება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, თუ საქმე ეხება ჩინოვნიკს, მაგალითად პოლიციელს, ისინი ასრულებენ თავის საქმეს, თქვენ აკეთებთ იმას, რაც მიგაჩნიათ საჭიროდ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩინოვნიკები ის ხალხია, ვისაც თქვენ არჩენთ თქვენი ფულით, რომელიც გადასახადების სახით შეგაქვთ ბიუჯეტში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი არაფერი გმართებთ გარდა იმისა, რომ იყოთ თქვენი სინდისის და კანონის წინაშე მართალი. როცა ამას გააცნობიერებთ, მათთან საუბარიც გაცილებით მარტივი იქნება.
  4. რაც არ უნდა მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანი იყოს, ის მაინც ადამიანია. უბრალოდ მას ცოტა სხვა პრინციპები, თვითდაჯერებულობა, რწმენა, თავისებური სუსტი წერტილები, შიშები და განცდები აქვს. არავის შეუძლია სიმდიდრე და ძალაუფლება საიქიოში თან წაიღოს, ამიტომ ესაუბრეთ ასეთ ადამიანებს ისე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება თქვენგან. ჩვენ ადამიანები ვართ და ნებისმიერი შეიძლება გამოვადგეთ ერთმანეთს. ეს მოლაპარაკების საერთო პრინციპი შეიძლება იყოს.
  5. თუ არაფრით შეგიძლიათ ძალაუფლების მქონე ადამიანის დაინტერესება, მაშინ თავს ნუ მოიტყუებთ, თქვენ მომლაპარაკებელი არ ხართ, თქვენ გამოდიხართ მთხოვნელი. განსხვავება დიდია – მომლაპარაკებელს აქვს პოზიცია, არგუმენტები, მოლაპარაკების მიზანი, ზემოქმედების საშუალება. მთხოვნელს მხოლოდ თხოვნა აქვს, რომელიც შეიძლება დააკმაყოფილონ ან უბრალოდ უარი უთხრად და მორჩა.
  6. შესაძლებელია ზემოქმედების მრავალსვლიანი კომბინაციის მოგონება. მაგალითად ნაცნობების, ნათესავების ან სხვა ავტორიტეტი ადამიანების საშუალებით. ამ გზით მაღალი თანამდებობის პირებთან წვდომის საშუალებას ხშირად იღებენ. ეს მეთოდი განსაკუთრებით პატარა ქალაქებში მუშაობს, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის მეგობარი, კლასელი, ნათესავი ან ახლობელია.

კიდევ უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა გამოყენებაც მოლაპარაკებების დროს შეგიძლიათ, რომ ძალაუფლების და თანამდებობის მქონე ადამიანს თანასწორ პირობებში ესაუბროთ და მათზე გავლენა მოახდინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში იყავით მშვიდი და საღად განსაჯეთ, ასე ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ მოლაპარაკებების დროს.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ბიზნესის ძირითადი წესები

წარმატების წესები სტივ ჯობსისგან