როგორ გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დააქვეითონ თქვენი თვითშეფასება

როგორ გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დააქვეითონ თქვენი თვითშეფასება

ბევრი ჩვენგანი შეხვედრია ადამიანებს, რომელბიც სხვების დამცირებით სიამოვნებას იღებენ. ასეთ მოვლენას სახელწოდებაც კი აქვს – სოციალურ-დესტრუქციული ქცევა. ეს თითქოს უწყინარი ქცევაა, თუმცა მისი შედეგები შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. ადამიანი იღებს ემოციურ ტრავმას, ეჭვი შეაქვს საკუთარ შესაძლებლობებში, კარგავს თანადგომის შეგრძნებას. ასეთი სტრესის შემდეგ დიდი დროა საჭირო, რომ ყველაფერი დალაგდეს ტრავმირებული ადამიანის ფსიქოლოგიაში, ამიტომ სჯობს თავიდანვე მიიღოთ ზომები დესტრუქციული ქცევის გამოვლენისას. გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას:

1. ეძებეთ ნიშნები
მანამ, სანამ რაიმეს იეჭვებთ, დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად სოციალურ-დესტრუქციული ქცევაა. ყველა ჩვენგანს უთქვამს სისულელე დაუფიქრებლად. მნიშვნელოვნია მომენტი, როცა აფიქსირებთ, რომ ადამიანი ცდილობს გაწყენინოთ მიზანმიმართულად. ასეთი დამოკიდებულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი ადამიანი იყენებს ნეგატივს მეორე ადამიანის შეურაცხყოფისა და რეპუტაციის შელახვისთვის.
სოციალურ-დესტრუქციული ქცევის ნიშნებია:
სხვა ადამიანებიც ამჩნევენ პიროვნებისგან თქვენს მიმართ გამოხატულ უხეშ დამოკიდებულებას;
თქვენ მუდმივად ცდილობთ რაღაც დაუმტკიცოთ მას;
ის მიდრეკილია კრიტიკის, განსჯის, ჭორაობისკენ და ცდილობს „კეთილშობილური“ ქცევების უკან დამალოს ეს ყველაფერი;
მისი კომპლიმენტები არაგულახდილი და საწყენია;
ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზრუნავს თქვენზე და კარგი სურს თქვენთვის;
ის ცდილობს აგაცილოთ მიზანს და მაცდურ წინადადებებს გთავაზობთ.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი თქვენს დამცირებას ცდილობს, ჰკითხეთ სხვას, ვისაც შეუძლია სიტუაციას გვერდიდან შეხედოს.

2. დაადგინეთ მოტივი
ყოველთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა მიზეზით ცდილობს ადამიანი თქვენს დამცირებას. პირველი, რაც თავში მოგივათ ეს იქნება სიძულვილი. მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად:
კონკურენცია. ეს მოტივი განსაკუთრებით გავრცელებულია სამსახურში, ადამიანი იქცევა ასე იმის გამო, რომ საკუთარ უსუსურობას გრძნობს.
პროექცია. თუ თქვენ აკეთებთ იმ საქმეს რომლის გაკეთება ამ ადამიანს არ გამოუვიდა, მას შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის პროექცია მოახდინოს თქვენზე.
შფოთვა. მაგალითად, თქვენ გადახვედით სხვა ქალაქში საკუთარი ოცნების განსახორციელებლად. მშობლები ამას განიცდიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენი გადაწყვეტილება შეცვალონ.
ამრიგად, დესტრუქციული ქცევის მიზეზის დადგენისას, თქვენ შეძლებთ მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება შეარჩიოთ.

3. იყავით გულწრფელი
შეეცადეთ დაელაპარაკოთ ამ ადამიანს და აუხსნათ, რომ ტკივილს გაყენებთ. თუ ასეთი ქცევის მიზეზი არის შფოთვა, შეეცადეთ აუხსნათ თქვენი გეგმები და დაანახოთ, რომ საშიშროება არ გელით. ურთიერთობა ხშირად ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას. აუხსენით ადამიანს, რომ ეჭვიანობა და სიძულვილი – მისივე მტერია.

4. ენას კბილი დააჭირეთ
თუ თქვენ არ მოგწონთ ადამიანის რეაქცია თქვენს წარმატებაზე, უბრალოდ ნუღარ გაუზიარებთ მას ინფორმაციას. ზოგჯერ სოციალურ-დესტრუქციული ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს თქვენთვის ხასიათის გაფუჭება.

5. შეცვალეთ ურთიერთობები
თუ თქვენ უცხო ადამიანი გამცირებთ, უბრალოდ შეწყვიტეთ ურთიერთობა მასთან. თუმცა დესტრუქციული ქცევის საბაბი შეიძლება გახდეს მეგობარი ან ნათესავი – ამ შემთხვევაში საქმე რთულად არის. შეეცადეთ მოცილდეთ ამ ადამიანს, დროებით მაინც. შეიძლება ამის შემდეგ ის მიხვდეს, რომ თქვენ მხარდაჭერა გჭირდებათ და არა კრიტიკა.

6. შეხედეთ ამ ყველაფერს სხვა კუთხით
კრიტიკა მოტივაციის მიზეზეი ხდება, ხოლო კონკურენცია გვაძლიერებს. უფრო მეტიც, დესტრუქციული ქცევა მიმართულია თქვენს სუსტ წერტილებზე. ეს შეიძლება მინიშნებაც კი იყოს იმისთვის, თუ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავსა და ცხოვრებაში.

7. მოძებნეთ მხარდაჭერა
გარშემო ისეთი ხალხი შემოიკრიბეთ, რომლებსაც ნამდვილად უყვარხართ და გაფასებენ!
თანამედროვე საზოგადოებაში პრაქტიკულად შეუძლებელია სოციალურ-დესტრუქციული ქცევის თავიდან აცილება. მთავარია დროულად ამოიცნოთ ამ ქცევის ადამიანები და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და განაგრძოთ წარმატების გზაზე სვლა. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს!

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ქცევის 12 ტიპი, რაც ხელს კრავს გარშემო მყოფთ

ქცევის საშინელი ტიპები, რომლებიც წამლავენ თქვენს ცხოვრებას და თქვენთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს ადამიანებს ქცევა – არის ის, რაც ხშირად არ ჩანს, მაგრამ შეუძლია სრულად შეცვალოს თქვნი ცხოვრება. მაშ ასე, ამ

როგორ გაატარა მოდელმა წყვილმა 2015 წლის ზაფხული

 ჯეი ალვარესმა და მისმა შეყვარებულმა, მოდელმა ალექსის რენემ youtube-ის პირად არხზე გამოაქვეყნეს ახალი ვიდეო, თუ როგორ გაატარეს 2015 წლის ზაფხული.

ტიმ ფერისი: როგორ მოვასწროთ ყველაფერი ისე, რომ ნაკლები ვიმუშაოთ

ტიმ ფერისი არის პიროვნული პროდუქტიულობის შესახებ პოპულარული წიგნის «როგორ ვიმუშაოთ კვირაში 4 საათი» ავტორი. მის წიგნში შესაძლებელია ნახოთ სხვადასხვა რჩევები, დაწყებული საკუთარი წვრილ-წვრილი დავალებების აუტსორსინგით ჩინეთში და დამთავრებული სამუშაო დღის

როგორ დავიბრუნოთ “შეყვარებულობის” შეგრძნება

ბევრი თქვენთაგანი იძახის: „ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი“, „სიყვარული გამინელდა“ და გაინტერესებთ დაგიბრუნდებათ თუ არა ეს გრძნობა უკან. გაგიგონიათ გამოთქმები „გადაუყვარდა“, „ აღარ უყვარს“, „ მობეზრდა“ და ა.შ.? კარგი ამბავი გახლავთ

ეფექტური ორატორის 5 ოქროს წესი

1. შეკითხვა: რა? რას ვამბობ? რა არის ჩემი მთავარი აზრი? მთავარი აზრი უნდა იყოს გამოხატული მარტივ და გასაგებ თეზისში. თქვენი გამოსვლის საფუძველი — ეს არის ის, რაც დარჩება და ჩაიბეჭდება

აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი’’

ადამიანის ზრდასრულობას მისი გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება განაპირობებს. გააცნობიერო, რომ ყოველ ახალ დღეს, შენ შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო, უკვე გარდატეხაა ნებისმიერი ასაკის დროს აზროვნების. მარცხი ვის არ ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ!…