როგორ მოვიქცეთ თუკი კრედიტს ვერ ვფარავთ?!

როგორ მოვიქცეთ თუკი კრედიტს ვერ ვფარავთ?!

როგორ მოვიქცეთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვიხადოთ ვალები და შევინარჩუნოთ ქონება.

როცა კრედიტს ვიღებთ, დაახლოებით მაინც გვაქვს წარმოდგენილი თუ როგორ გადავიხდით მას: ხელფასიდან, პრემიიდან, ნელნელა, მცირე დანაზოგის გაკეთებით. უფრო ხშირად ასეც ხდება. თუმცა ზოგჯერ თავს იჩენს გაუთვალისწინებელი გარემოება, რომლის წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია, მაგალითად: სამსახურიდან გათავისუფლება, ავადმყოფობა ან კრიზისი. ასეთ დროს თავისუფალი ფული იკარგება, ვალის დაბრუნება შეუძლებელია და კრედიტი იქცევა ტვირთად.

მაშინ, როცა კრედიტების დატვირთვას ვეღარ ვუძლებთ, ვალი იზრდება სწრაფად, ვიდრე ვასწრებთ  მის დაფარვას; იზრდება პროცენტი, ვალის დაფარვა ვერაფრით ხერხდება, კრედიტის ტვირთი აუტანელი ხდება.

თუ მაინც მოხდა ისე, რომ ვერ ახერხებთ კრედიტის დაბრუნებას, ეს არ არის სამყაროს დასასრული. თუ იმოქმედებთ რაციონალურად და არ დაუშვებთ შეცდომებს, პრობლემის გადაჭრა დანაკარგების გარეშე შეიძლება.

1. ნუ დაელოდებით რომ ვალი თავისთავად ჩამოიწერება
ბანკებს ვალები არასოდეს ავიწყდებათ. თუ ჯერ-კიდევ არავინ გიკავშირდებათ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ დაავიწყდით. ვიდრე ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგადაა, ბანკი პროცენტებს გარიცხავთ, ხოლო საკრედიტო ისტორია გიფუჭდებათ. აცნობეთ პრობლემის შესახებ თქვენი ინიციატივით, ბანკი ამას დააფასებს.

2. ნუ დაიკარგებით
უგზოუკვლოდ დაკარგვა ცუდი გადაწყვეტილებაა. როცა ბანკი ხედავს, რომ გაურბიხართ, ე.წ. შავ სიაში ხვდებით. თქვენ მიმართ დამოკიდებულება ექნებათ არა როგორც წესიერი კლიენტის, არამედ როგორც თაღლითისადმი. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად გადავა თქვენი კონტაქტები პრობლემური სესხების სამსახურის ხელში.

3. ნუ აიღებთ ახალ კრედიტებს
ადამიანები იღებენ ახალ ვალებს, რომ გადაიხადონ ძველი. ხშირად ამას სწრაფად აკეთებენ, უბრალოდ გარბიან იმ ბანკში, რომელიც მათზე სესხს გასცემს. ამგვარ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო დიდ უსიამოვნებებამდე მივყავართ – ვალი გროვდება და გადახდა კიდევ უფრო რთულდება.

კონტროლის შესანარჩუნებლად უფრო მოხერხებული მოქმედებაა საჭირო, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

4. ნუ ჩავარდებით პანიკაში
სიტუაცია უსიამოვნოა – იზრდება ვალი, გროვდება ჯარიმები, რეკავენ პრობლემური სესხების განყოფილებიდან. ადამიანები იკარგებიან, ედავებიან ბანკს, იმუქრებიან სასამართლოთი და სხვა.

გახსოვდეთ, რომ ვალი ეს არის პრობლემა ფინანსებთან და არა დამნაშავეებთან. არავინ ეხება თქვენს ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, არ გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ოჯახს პირადად.

5. ნუ მიიყვანთ საქმეს სასამართლომდე
თუ საქმე სასამართლომდე მივა, შესაძლოა დაკარგოთ ქონება. ამით დაკარგავთ ქონების რეალური ღირებულების ნახევარზე მეტს.

მოვალე, რომელიც არ იმალება, დროულად აღიარებს პრობლემას და იკავებს პროაქტიულ პოზიციას, ესაუბრება ბანკს და სიტუაციას აკონტროლებს. გააკეთეთ კონცენტრირება მოლაპარაკებებზე და ზემოთ მითითებული პრობლემები არ შეგეხებათ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მულტფილმი, რომელმაც 50 ფესტივალის ჯილდო მიიღო, ინტერნეტში გამოაქვეყნეს!

ცნობილი მულტფილმი, რომელმაც 50 ფესტივალის ჯილდო აიღო ახლა უკვე ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. მოკლემეტრაჟიან მულტფილმში აღწერილია ნამდვილი მეგობრობის ისტორია. ნამუშევარი ნამდვილად ძლიერი გამოვიდა! აღნიშნული მულტფილმის ავტორია გერმანელი მულტიპლიკატორი იაკობ ფრეი,

თინა კანდელაკი: წარმატებული კარიერის საიდუმლო

38 წლის ბიზნეს ლედის – თინა კანდელაკისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, პირველ რიგში იმის, თუ როგორ გავხდეთ დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. თინა თავს კომფორტულად გრძნობს არამხოლოდ ტელეკამერების წინ, არამედ

21 ციტატა ლუიზა ჰეის წიგნიდან, ცხოვრების გასამთელებლად

ადამიანები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, იყვნენ ისეთივე შეშინებულები, როგორც ახლა თქვენ ხართ. ამ სტატიაში მოყვანილი ციტატები დაგეხმარებათ გააგრძელოთ ცხოვრება, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი. სწორედ ამ პრინციპებზე არის აგებული ბევრი კურსი და

კლიენტებთან ურთიერთობის ფსიქოლოგია

მომსახურების სფეროში მომუშავე პროფესიონალის წარმატებული საქმიანობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. მას შემდეგ რაც კლიენტმა დაგინახათ, ის პირველივე წუთებში ქმნის თქვენს სახეს, რომელიც ღრმად უჯდება გონებაში და რჩება მასთან

პატარა გუნდის ეფექტურობის გაზრდის 5 გზა

თუ თქვენ პატარა კოლექტივს ხელმძღვანელობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ გარკვეული ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდის მუშაობიდან მიიღოთ მაქსიმუმი. პატარა გუნდებს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც ნაკლები ადამიანია გუნდში, მით უფრო

ლეონარდო დიკაპრიო ოფიციალურად გახდა 2016 წლის ოსკარის მფლობელი

როგორც იქნა, ლეონარდო საუკეთესო მსახიობად დასახელდა! ეს გასაოცარია! ლეომ თავის პირველი ოსკარი სახლში წაიღო! ვულოცავთ მას და ვიზიარებთ მის სიხარულს!