როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს?

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს?

ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ. ისინი არიან მარცხს შეგუებული, წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა ნებისმიერი მიზეზით გაამართლონ და მერე თქვენც დაგაკარგვინინ მომავლის იმედი.

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ჩვენს ახლობელ ადამიანებს? დაივიწყეთ რას ფიქობენ ისინი და არასოდეს დანებდეთ! არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. ან ამართლებთ სხვების მოლოდინს, ან აგრძელებთ თქვენს გზას დასახული მიზნისკენ. მართალია, რთულია როცა არ სჯერა თქვენი ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვერ გრძნობთ მათ მხარდაჭერას, მაგრამ ეს დანებების მიზეზს არ გაძლევთ. მთვარია თქვენ გჯეროდეთ საკუთარი თავის.

ყველა წარმატებული ადამიანი აღიარებს, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია და წარმატებისკენ მიმავალი გზა, არავის უნახავს ვარდებით მოფენილი. ყოველთვის ხდება, რომ »პირველად უარგყოფენ, მერე დაგცინიან, გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ!» ამიტომ გჯეროდეთ, რომ არსებობს ძნელი მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი, და თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მთელმა სამყარომ გაქციოთ ზურგი, იმედი არ დაკარგოთ, ამაყად განაგრძეთ დასახული მიზნისკენ შეუჩერებლად სვლა და გახსოვდეთ რომ გემი, დინების საწინააღდეგოდ მიცურავს.

ვეთანხმები, იმ აზრს რომ რეალურად სხვების მხარდაჭერას ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა გადამწყვეტი. თუ ჩვენ წარმატების მიღწევა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ცხოვრებაში ყველფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყოველი უარყოფა და ჩვენკენ ნასროლი ქვა, ერთ-ერთ გამოწვევად უნდა მივიღოთ. მასთან გამკლვება კი ჩვენი ვალდებულებაა.

და ბოლოს, ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა გაქციოთ ზურგი, ყოველთვის იდექით მყარად და თვითმოტივაციისთვის გაიხსენეთ ფილმიდან (The Pursuit of Happyness) შემდეგი სიტყვები:

«არასდროს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!’’

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი. რიჩარდ ბრენსონი

ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

კარლ გუსტავ იუნგს თამამად შეიძლება ეწოდოს პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ნებისმიერი ნევროზის ან დეპრესიის ფორმაში ის ხედავდა ცნობიერების გაფართოვების იმპულსს. B2P.GE-მ თავი მოუყარა ფროიდის მოსწავლის 20 ციტატას, რომლებიც დაგეხმარებათ შეიცნოთ

9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რატომ ვერ ახერხებთ გაყიდვებს? ალბათ კი. გაყიდვების სფეროს ექსპერტი მარკ ჰენტერი გვთავაზობს შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმისათივს, რომ გაიგოთ რატომ ვერ ახერხებთ

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ გექნებათ მეხსიერების იმედი, ჩაიწერეთ ყველაფერი და გაათავისუფლეთ ტვინი. 2. შეადგენიეთ პირორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე და დრო არ დახარჯოთ ფუჭად მეორეხარისხოვან საკითხებზე. 3. ყოველი კვირის ბოლოს

7 გზა თქვენი ბიზნესის ფინანსირებისთვის

კარგია, როცა საკუთარი სახსრები გაქვთ ბიზნესის დასაფინანსებლად. თუმცა, ეს იშვიათობაა და ხშირად საჭირო ხდება დამატებითი ფინანსების მოძიება. მოდი ერთად გავარკვიოთ, საიდან შეიძლება ფულის მიღება ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის. დაფინანსების ძირითადი

ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სამსახურში

1990 წლეს მეცნიერებმა დაამკვიდრეს ტერმინი ,, ემოციური ინტელექტი’’, მაგრამ მოგვიანებით ბიზნეს ლიდერებმა სრულიან შეუცვალეს კონცეფცია. ემოციური ინტელექტის მიხედვით წარმატებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ისეთი პიროვნული თვისებები როგორიცაა: სიმტკიცე და თვითკონტროლი. ბევრჯერ