როგორ მოვაწესრიგოთ საქმეები?

1. უბრალოდ შეჩერდით…
… უფრო სწორად შეაჩერეთ შესასრულებელი საქმის შემომავალი ნაკადი. იმისათვის, რომ მუშა მექანიზმი შექმნათ, საჭიროა ის თავიდან გააჩეროთ. თქვენ ვერ შეძლებთ დავალებების წესრგიში მოყვანას მანამ, სანამ ისინი ქაოტურად მოდიან თქვენამდე.

ნუ აიღებთ ახალ დავალებებს, იაღეთ პაუზა, ეს დაგეხმარებათ მშვიდად შეადგინოთ მიმდინარე დავალებების სია შეიმუშაოთ მათი შესრულების გეგმა და კონცენტრირებული იყოთ მხოლოდ ამ საქმეზე. მოკლედ, ყველა დავალებას თავი მოუყარეთ ერთ სიაში და არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ახალი საქმე, სანამ სიის ბოლოში არ გახვალთ. საკითხების სია წესრიგშია მაშინ, როცა თქვენ გესმით ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, გრძნობთ განსაზღვრულ კონტროლს და საკუთარი თავით კმაყოფილიც ხართ. ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს სახუმარო ნამდვილად არ არის, საქმიანობისას თქვენ აუცილებლად უნდა გრძნობდეთ კმაყოფილების გრძნობას.

გახსოვდეთ – სამყარო არ ჩამოინგრევა და არც კომპანიას დაუშავდება რამე, თუ ერთი-ორი დღით პაუზას გააკეთებთ ზემოთ განმარტებული მიზეზით საკითხების მოსაგვარებლად.

2. შეაფასეთ დროის დანახარჯი.
შემდეგი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს იმის შეფასებაა თუ რამდენი დრო დაგჭირდებათ თითოეული დავალების შესასრულებლად. შეფასებისას ზედმიწევნით სიზუსტე საჭირო არ არის, შეაფასეთ ერთი თვალის გადავლებით. მთავარია, რომ გაიგოთ სულ რა დროის დახარჯვა მოგიწევთ სიაში შეტანილი დავალებების შესასრულებლად. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ პირველადი შეფასებისას შესასრულებელ დავალებებზე 2 თვე დაგჭირდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიაში შეტანილი დავალებები განსაზღვული გქონდეთ დროში ისე, რომ თქვენ რეალურად შეძლოთ მათი შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სია აბსურდულია და მოითხოვს ოპტიმიზაციას.

3. სიის ოპტიმიზაცია.
ეს ადვილი არ არის. ოპტიმიზაციისთვის საჭიროა საკუთარი დავალებების სერიოზული და კრიტიკული შეფასება.

მიეცით სხვებს ყველა დავალება, რასაც ისინი თქვენს გარეშე შეასრულებენ. ეჭვი გეპარებათ? ფიქრობთ, რომ თავად უკეთესად შეასრულებთ? ნებისმიერ შემთხვევაში მიეცით სხვებს შესასრულებლად, მაგრამ ჩაინიშნეთ მათი გაკონტროლების საკითხი.

განახორციელეთ დავალებების დაჯგუფება. გამოყავით დრო საფოსტო გზავნილებისა და ზარების დასამუშავებლად. მსგავსი საკითხები ერთდროულად შეასრულეთ. ეს დროს დაგიზოგავთ.

გადადეთ ყველაფერი, რისი შესრულებაც მოგვიანებით შეიძლება. კლიენტებთან დაკავშირებული საკითხების გადატანაც კი შეგიძლიათ. უბრალოდ კარგად უნდა მოახდინოთ ამის ორგანიზება. კლიენტებთან კონტაქტი თანაბრად გადაანაწილეთ. შეამცირეთ ვადები იქ, სადაც ეს შესაძლებელია. გამოითავსიუფლეთ სივრცე ახალი მანევრისთვის.

წაშალეთ ყველაფერი, რამაც აქტუალობა დაკარგა. დაუნდობლად ამოშალეთ დავალებები, რომელთა მიზნობრიობა საეჭვოა.

4. დავალებები შეასრულეთ რიგობითობის მიხედვით.
დავალებების ჩამონათვალის სორტირება გააკეთეთ ზრდადობის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ სიის თავში მოქცეული იქნება დავალებები, რომლებზეც ყველაზე ნაკელბი დრო იხარჯება, მაგალითად 30-40 წთ. მიყევით და შეასრულეთ ისინი, სანამ არ ამოწურავთ ასეთი ტიპის დავალებებს. დაივიწყეთ იმ მომენტში ყველა სხვა საქმე. როცა წვრილი საკითხები დასრულდება, თვალი გადაავლეთ სიას. თქვენ შეამჩნევთ, რომ ის გაცილებით რეალური გახდა და მასთან მუშაობა უკვე შეიძლება. ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ თქვენ მიმდინარე, ახალი დავალებებიც მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა დარჩენილი დავალება დაგეგმეთ ისე, რომ მათი მაქსიმალურად შესრულების საშუალება გქონდეთ დათქმულ ვადებში. ასევე დავალების შესასრულებლად საჭირო ძირითადი დროიდან შექმენით სარეზერვო დრო, დაახლოებით 15-20%. სჯობს არ დაასრულოთ რომელიმე საკითხი, ვიდრე გადააკეთოთ.

5. უარი თქვით მკაცრ დაგეგმვაზე.
არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდოთ დავალების შესრულების დრო და არ განსაზღვროთ მკაცრად ვადები. მკაცრი დაგეგმვა თქვენს წინააღმდეგ მუშაობს, რადგან ის მხოლოდ სტაბილური კონტროლის პირობებში აისახება დადებითად შესასრულებელ დავალებებზე. მიეცით საკუთარ თავს დრო და თავისუფლება. ნუ მოამწყვდევთ ტვინს ჩარჩოებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიხვალთ იქ, საიდანაც დაიწყეთ. თქვენთვის აუცილებელია მშვიდად, დაფიქრებულად შეასრულოთ დავალებები, სიაში შეტანილი განრიგისა და რიგობითობის მიხედვით. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მომდევნო დავალების შესრულება მანამ, სანამ წინას არ დაასრულებთ. მხოლოდ ერთი დავალება დროის განსაზღვრულ პერიოდში.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების 10 წესი ქალბატონებისთვის

ხარჯების შემცირების მეთოდები