როგორ განვახორციელოთ ცვლილებები

როგორ განვახორციელოთ ცვლილებები

ათი მცნება დაიწერა იმისთვის, რომ ადამიანმა მათი გამოყენებით სწორად შეძლოს ცხოვრების წარმართვა და დაგეგმვა. მასში ასახულია ის ამოსავალი ღირებულებები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენება. ათი მცნება დაწერილია, რათა გაგვაცნოს კარგის ცუდისგან გარჩევის ღვთისმიერი სრულყოფილი სტანდარტი და ადამიანს დაანახოს ღმერთთან პირადი ურთიერთობის საჭიროება. ათ მცნებაში მოყვანილია დღევანდელი ცხოვრების პრაქტიკული საშუალებები. თუ მათ საფუძვლად დავუდებთ ღირებულებების ჩვენეულ სტანდარტს, მაშინ მათი პირად ცხოვრებაში, ბიზნესსა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში დანერგვა დადებით შედეგებს მოგვიტანს. ჩვენ დავინახავთ ეფექტურობის, პროდუქტიულობის, მოგების, ჰარმონიის და სრულყოფილების ზრდას. ათი მცნება ფაქტიურად მიზიდულობის კანონს ჰგავს. ეს მცნებები ყოველთვის მოქმედებენ. თუ ჩვენ მათ დავარღვევთ, აუცილებლად მოგვეზღვება. ამ მცნებათა ღვთიური საწყისის გამო, ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც.

მაგრამ ჩვენ, როგორც ინდივიდებს, გვაქვს იმის თავისუფლება, რომ ღმერთთან ურთიერთობა ჩვენი გულის კარნახით ვაწარმოოთ. რწმენა კი არ გვაიძულებს, არამედ შეგვახსენებს იმ აბსოლიტურ ღირებულებებს, რომლებიც ღვთიური ძალით არიან შექმნილი კაცობრიობისათვის. ჩვენის აზრით, ეს აბსოლიტური ღირებულებები დღესაც ფასეულია, პრაქტიკულია გამოსაყენებლად და შესწევთ უნარი მოგვცენ ისეთი შედეგები, რომელთა გამოყენება ჩვენ, როგორც პროფესიონალ ბიზნესმენებს, გვჭირდება და გვსურს.

ვინ გადაჭრის წამოჭრილ პრობლემას? განათლება, რელიგია, სახელმწიფო მართველობა და ბიზნესი-ყველა ეს სფერო საგრძნობ მარცხს განიცდის, თუ ისინი აბსოლიტურ ღირებულებებს დასცილდებიან. ბიზნესი თავისთავად მარცხისთვის არის განწირული, ვინაიდან იქ ანგარიშ ვალდებულება დიდია, მოგების შანსი კი მეტად მერყევი.

ბიზნესის სამყარო მოწოდებულია, რომ აღრიცხოს ყველაფერი, სათანადო ზომები მიიღოს და დაარეგულიროს განათლების, რელიგიის და სახელმწიფო მართველობის განვითარების ტემპი. ბოლოს და ბოლოს, ყველა ამ უბანს ხომ ბიზნესი აფინანსებს.

ლიდერი ბზნესში არის პიროვნება, რომელიც ბიზნესს სამყაროში მოქმედებს, ყველაზე მეტად არის მოწოდებული და ყველაზე მეტს რისკავს… რისკავს საკუთარ კეთილდღეობას, ოჯახის კეთილდღეობას, თავის რეპუტაციას, საკუთარ ღირსების გრძნობას და პროფესიულ წარმატებას. იგი ხასიათდება პატიოსნებითა და ძლიერი სულით, რაც საშუალებას აძლევს მას დაიცვას აბსოლიტური ღირებულებები პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში და მას ხალხი აღიარებს ამ პირადი მაგალითის გამო. იგი ამყარებს და ავითარებს სწორ ურთიერთობებს საკუთარ თავთან, ღმერთთან, ოჯახთან, მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან. თავისი სიმტკიცის, თანმიმდევრულობისა და რწმნის გამო მას ბევრი ერთგული მიმდევარი ჰყავს. კომპანიის შიგნით იგი ამ ღირებულებებს აბსოლიტურ ღირებულებებზე დამყარებულ ეთიკურ კოდექსის საშუალებით განავრცობს. იგი ხელმძღვანელობს თანამშრომელთა განათლებას და მოტივირებას, რათა მათ გაამართლონ კომპანიის იმედები, აძლევს რა მათ საშუალებას დაბანდებისთვის. იგი წვრთნის ახალგაზრდა თანამშრომლებს ისე, რომ მათ ნამდვილად შესძლონ ცხოვრება და მუშაობა აბსოლიტურ ღირებულებებზე დაყრდნობით. შემდეგ ის “ამოწმებს, მიიღო თუ არა ის, რასაც ელოდა”, შეიმუშავებს აუცილებელ პროგრამებს შეფასებისა და წინსვლისთვის. ზოგიერთები, რასაკვირველია, წამოიძახებენ “ეს ხომ რელიგიაა”. მაგრამ ლიდერმა იცის , რომ სამყაროს კანონები უნდა გავითვალისწინოთ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ და სამართლიანი არიან. ათი მცნება სამყაროს კანონების შეჯამებაა და ისტორიაც ხომ ამაზე ღაღადებს… დიახ, ეს მცნებები მოქედებენ და არიან სამართლიანი!

“აი, აქ არის მთავარი გამოწვევა. თქვენ ბიზნესთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან გაქვთ არჩევნის უფლება. რომელ ალტერნატივას აირჩევთ?

1. ძალდატანებითი ღირებულებები – ღირებულებათა სათავე, რომელიც ან ზემოდან არის ნაკარნახევი ან უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა მიღებული და მისი ცხოვრებაში დანერგვა ხდება ზემოდან ქვემოთ.

2. სიტუაციური ღირებულებები – ღირებულებათა დასაბამი, რომელმაც არსებული სოციალური მდგომარეობა წარმოშვა, სადაც თითეული თავის პატრონია.

3. აბსოლიტური ღირებულებები – ღირებულებათა საწყისი, რომელიც არის აბსოლიტური, მყარი და წარმოშობს სრულყოფილებას, პროდუქტიულობას, მოგებას, ჰარმონიას და სოციალურ სტაბილურობას. ამ ღირებულებების მიღება და დანერგვა პიროვნების სურვილზეა დამოკიდებული.

“ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა” იგავ3:13-16

გაგრძელება – თქვენი ეთიკური კოდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც საქმე საკმაოდ რთულია

წიგნების ავტორი და ბიზნესმენი James Clear-ი ამ სტატიაში გვიზიარებს თავის გამოცდილებას: ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია კარგად იმუშაოს, როდესაც მოტვირებულია. როდესაც სპორტსმენი ვიყავი, დიდი გამარჯვების შემდეგ მთელი კვირა შემეძლო შეუჩერებლად მევარჯიშა. ვინ არ

ხუთი მნიშვნელოვანი რჩევა სამუშაო მაგიდის მოსაწესრიგებლად

შეინახეთ ის ფაილები რომლებზეც ახლა მუშაობთ ან დასრულებული გაქვთ. ესკიზების შენახვას აზრი არ აქვს. გადააგდეთ ჟურნალები ან თემატიკური წიგნები, თუ მათში მოცემული ინფორმაცია დაძველდა. კარგი იქნება, თუ ერთ ფურცელზე ჩამოწერთ

რაზე შეიძლება ფულის დაზოგვა?

ბევრი ადამიანი ცდილობს ფულის დაზოგვას, მაგრამ ბევრ მათგანს ეს რატომღაც არ გამოსდის, ან პირიქით – მთელი თვე ადამიანი ცდილობს ფულის გადადებას, შემდეგ კი მოულოდნელად ტეხავს ყულაბას და ხარჯავს მთლიან დანაზოგს

12 საქმე, რომელთა შესრულებას წარმატებული ადამიანები სადილობამდე ასწრებენ

თუ გსურთ უფრო წარმატებული და ჯანმრთელი იყოთ, მაშინ შეეცადეთ გააკორექტიროთ თქვენი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ ეს 12 საკითხი მოგვარებული იყოს სადილობამდე: 1. მომდევნო დღის საქმეების გრაფიკი შეადგინეთ წინა საღამოს არ

ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი

1. გამოდით თქვენი კომპფორტის ზონიდან და თავი შორს დაიჭირეთ მისგან როცა ჩვენ ვიმყოფებით საკუთარი კომფორტის ზონაში, არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი. ადამიანები ხშირად ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა». ამაზე პასუხია: «სტაბილურობა მიცვალებულებისთვის

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი საქმით ხართ დაკავებული

1. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ მდგომარეობაში დაკავდეთ საყვარელი საქმით. 2. თქვენ ერთვებით სამუშაო პროცესში მომენტალურად და ხანგრძლივად. დრო და ყველაფერი დანარჩენი, რაც გარშემო ხდება, მნიშვნელობას კარგავს.