in ,

როგორ გამოვიმუშაოთ ფული სახლიდან კორონავირუსის პანდემიის დროს

ორონავირუსის გავრცელების და კარანტისის გამოცხადების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი,ვიდრე ოდესმე ეს მომხდარა, დარჩა სამსახურის გარეშე. ამ დროისთვის , დანამდვილებით არავინ იცის როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რაც იმას ნიშნავს რომ უმუშევარი ადამიანების რიცხვი უფრო მეტად გაიზრდება ვიდრე შემცირდება. მაგრამ ჯერ ნუ გადაიწურავთ იმედს, რადგან არსებობს ფულის გამომუშავების გზები კორონავირუსის პანდემიის დროს.

გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ფულის გამოსამუშავებლად არის მისი პოვნა თქვენს ბიუჯეტში, გვირჩევს Ameriprise Private Wealth Advisor-ი რებეკა ჰოლი. ამ დღეებში ნაკლები ადამიანი ხარჯავს ფულს გართობასა და გარეთ კვებაზე,რითაც ზოგავს ფულს. მაგრამ თუ დაჯდებით და თქვენს ხარჯებს გადახედავთ, დაინახავთ კიდევ სად შეგიძლიათ ფულის დაზოგვა.

ახლა შეიძლება არ იყოს stream სერვისებზე უარის თქმის დრო, მაგრამ ჰოლი გვირჩევს გადავხედეთ სხვა ხარჯებს, მაგალითად სპორტული დარბაზის აბონიმენტებს და მცირე ფუფუნების საშუალებებს. ,,ახლა მშვენიერი დროა თქვენი ბიუჯეტის გადახედვისათვის რომ ნახოთ თუ სად შეიძლება დამატებით ფულადი სახსრების დაზოგვა” აღნიშნავს რებეკა ჰოლი.

განიხილეთ დროებითი მიწოდების სამსახურები

თუ თქვენ არ მიეკუთვნებით მაღალი რისკის მქონე მოსახლების ჯგუფს,ზოგიერთი კომპანია, მათ შორის Amazon-ი ქირაობს დამატებით თანამშრომლებს, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა. ჰოლი აღნიშნავს, რომ სასურსათო მაღაზიები და კვების ობიექტები ადგილზე მიტანის სერვისით, თქვენი დახმარებით შეძლებენ უფრო მეტი შეკვეთის მიწოდებას.

უპირველეს ყოვლისა იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,კარგად გაეცანით რეკომენდაციებს დამცავი აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშრებით სანამ საქმეს შეუდგებით.თუ თქვენ არ გინდათ იმუშაოთ ისეთ კომპანიაში, როგორიცაა Amazon ან Instacart, ნახეთ თქვენს რომელიმე მეზობელს ხომ არ სურს უარი თქვას შუამავლის მომსახურებაზე და თქვენ გადაგიხადოთ მცირე თანხა, თუკი მათი სურსათის შეკვეთას დაუმატებთ თქვენს შეკვეთას.უბრალოდ იყავით კეთილი: ,,ახლა არ არის დრო ვინემს გამოსაყენებლად”.

განიხილეთ სწავლება

ნებისმიერი ადამიანი ვისაც აქვს განათლება ან ორგანიზების ნიჭი და მოთმინება, შეუძლია მიიღოს დამატებითი სამუშაო განათლების სფეროში დისტანციურად. ბევრი სკოლა დახურულია, ამიტომ საშინაო დავალების შესრულებაში ან დისტანციურ სწავლებაში დახმარება მშობლებს დასვენების საშუალებას მისცემს. ,,ბევრ ოჯახზე იქონია გავლენა სკოლების დახურვამ, რადგან ბევრი მშობელი ისევ განაგრძობს სრულ სამუშაო გრაფიკით მუშაობას სახლიდან” აღნიშნავს ჰოლი.

გახდით პოდკასტერი ან ბლოგერი

მიუხედავად იმისა, რომ პოდკასტი და ბლოგინგი არ არის ფულის გამომუშავების საიმედო წყარო,ისინი დაგეხმარებათ შექმნათ პლატფორმა, როელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შემოსავლის მომტანი გახდება. დასაწყებად რაც გჭირდებათ არის აირჩიოთ სასურველი ონლაინ პლატფორმა: instagram, YouTube, საკუთარი ვებ-გვერდი ან პოდკასტი. დოულინგი განმარტავს, რომ დასპონსორებული პოსტები და ეფილეიტ ლინკები მოიტანს შემოსავალს აუდიტორიის შეძენისთანავე.

სწავლეთ ონლაინ 

მათ ვინც ფლობს სპეციალურ უნარებს ან ნიჭს, შეუძლიათ ასევე მხედველობაში იქონიონ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. ,, თუ თქვენ გაგაჩნიათ განსაკუთრებული უნარები,რომელიც შეგიძლიათ სხვასაც გადასცეთ, გარწმუნებთ ამის ბაზარი არსებობს’’ – ამბობს კლუბ Freelancer-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი მეთ დოულინგი.

წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს დაეხმარებით დროის მოკვლაში, თუკი მათ შესთავაზებთ ხელნაკეთი ნივთების დამზადების ან პროგრამული უზრუნველყოფის გაკვეთილებს. ვებსაიტები კი როგორიც არის მაგალითად Teachable დაგეხმარებათ საკუთარი ონლაინ კურსის შექმნაში ნებისმიერ სფეროში.

დაეხმარეთ ადამიანებს ფორმაში ჩადგომაში სახლში ყოფნისას

ამდენი ადამიანი აღმოჩნდა შორს თავისი ჩვეული სპორტ დარბაზებიდან და იოგას სტუდიიდან, ახლა სწორედ შესაფერისია დროა მათთვის, ვისაც აქვს ფიტნეს სერტიფიკატი გამოამვლინოს შესაძლებლობები ონალინ. ბევრმა ფინტეს პროფესიონალმა დაიწყო ონლაინ გაკვეთილების შეთავაზება, ისეთ ვიდეო პლათფორმაზე როგორიცაა ZOOM-ი. ასე რომ ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ნახოს, რომ შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა, სანამ საკუთარ გაკვეთილებს დაიწყებდეთ.

თუკი გიყვართ ვარჯიში და გსურთ წინ გადადგათ ნაბიჯი ამ მიმართულებით,განიხილეთ სწავლების სერტიფიკატის მიღება. ,,ახლა კარგი დროა სერტიფიკატის მისაღებად’’ აღნიშნავს დოულინგი. ,, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კვალიფიციური პირადი ტრენერი მთლიანად ონლაინ რეჟიმში’’.

დაიწყეთ საკუთარი გადაყიდვის ბიზნესი

თუ აღმოაჩენთ, რომ დროის მოსაკლავად იწყებთ კარადის დალაგებას, გამოიმუშევთ ფული სანამ ამას აკეთებთ. ონლაინ აუქციონები როგრიცაა eBay, ThredUp და Poshmark დაგეხმარებათ თქვენი საქონლის რეალიზაციაში.მარია გონსალესი დაკავებულია საკომისიო მაღაზიებით
Poshmark– ზე 2015 წლიდან.გონსალესი გვირჩევს, განვათავსოთ კარგი ხარისხის ფოტოები, რათა მომხმარებელმა შეძლოს სასურველი ნივთის აღქმა, რაც გაზრდის გაყიდვებს. იგი ცდილობს ასევე დაიტანოს ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რომლის ცოდნაც სურს მყიდველს.

როზალინ ფიგუერას Poshmark-ზე გაყიდვები დაეხმარა დამატებითი ფულის გამომუშავებაში, როდესაც იყო დიასახლისი და შეიძინა ონალინ საზოგადოება. ის დასძენს, რომ უკვე გამოცდლი გამყიდველები სიამოვნებით ეხმარებოდნენ მას, რადგან იყო ახალბედა. იგი მუშაობისას პირველ ადგილზე აყენებს მომხმარებელს. ,, ეს არის მომსახურების სფერო – თუკი გინდა რომ გქონდეთ ბიზნესი, მომხმარებელს უნდა სურდეს თქვენთან დაბრუნება, ამიტომ მათ თავი განსაკუთრებულად უნდა აგრძნობინოთ’’ ამბობს როზალინი.

იცოდეთ დახმარების მიღების ვარიანტები

მძიმე მდგომარეობაში მყოფთა დასახმარებლად აშშ-ს მთავრობამ მიიღო ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ კანონი, ზოგიერთი შედეგის შესამსუბუქებლად. CARES Act უზრუნველყოფს 100 პროცენტიან ფედერალურ დაფინანსებას შტატებისათვის, რომ უზრუნველყოს უმუშევრობის კომპენსაცია.
დარწმუნდით, აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს დახამრების პროგრამაში ჩასართავად და მიმართეთ შესაბამის უწყებას რათა მიიღოთ კუთვნილი კომპენსაცია.

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მოტივაციის 10 გზა პანდემიის დროს

Kakeibo-ს ხელოვნება, ფულის დაზოგვის იაპონური სისტემა, რომელიც თქვენს ფინანსურ ცხოვრებას შეცვლის